საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში კითხვარი და მეთოდური მითითებები საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების ე.წ. პარლამენტის „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისის" წევრებისა და წარმომადგენლების დასაკითხად: 1. ქართული საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი თქვენი კომისიის მეთაურის კოკო გამსახურდიას ფართო და ენერგიული საჯარო მოღვაწეობა ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიის წინააღმდეგ და მკვლელობის ვერსიის სასარგებლოდ (დაწყებული ფართოდ გაპიარებული საგანგებო სატელევიზიო ფილმებით და დასრულებული მრავალრიცხვოვანი გამოსვლებით ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში). შეკითხვა * თვლით თუ არა, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით თქვენი კომისია შესაძლოა ობიექტური იყოს? * აგროვებს თუ არა თქვენი კომისია მასალებს ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის დამასაბუთებელ ფაქტებსა და მასალებსაც -- თუ მხოლოდ მკვლელობის დამასაბუთებელი მასალებისა და დოკუმენტების შეგროვებითაა გატაცებული? * კონკრეტულად -- თქვითმკვლელობის ვერსიის სასარგებლო რა ახალი მასალები იქნა მოპოვებული? 2. როგორც ცნობილია საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების ე.წ. პარლამენტმა 2005 წლის 11 მარტს მიიღო დადგენილება (N 1104 - Iს) რომელღიც აღნიშნულია: «1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.» შეკითხვა * გამომდინარე ზემორე დადგენილებიდან -- მიიჩნევთ თუ არა, რომ სიკვდილის მომენტისთვის ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა იყო მინისტრთა კაბინეტი ბესარიონ გუგუშვილის მეთაურობით? (მეთოდური სახელმძღვანელო - პასუხი: ხო-არა). * გამომდინარე ზემორე დადგენილებიდან -- მიიჩნევთ თუ არა, რომ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მომენტისათვის საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით არ იყო საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება და ამდენად კრიმინალური, დანაშაულებრივი სტრუქტურა იყო? (მეთოდური სახელმძღვანელო - პასუხი: ხო-არა). დამატებით * თუ მიიჩნევთ რომ „ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მომენტისათვის საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით არ იყო საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება და ამდენად კრიმინალური, დანაშაულებრივი სტრუქტურა იყო“ -- რატომ აქამდე არაა წამოწყებული საქართველოს იმდროინდელ ფაქტობრივი ხელისუფლების მიმართ, როგორც კრიმინალური სტრუქტურის მიმართ სამართლებრივი დავნა? (მეთოდური სახელმძღვანელო - დაწვრილებითი პასუხის მოთხოვნა). 3. ელექტრონულ მას მედიაში უკვე რამდენიმე წელიწადია გამოქვეყნებულია 1994 წელს ზვიად გამსახურდიას ცხედრის საქართველოდან ჩეჩნეთში გადასვენების საერთაშორისო კომისიის მუშაობის ვიდეოდოკუმენტები -- როგორც ჩეჩნეთში, აგრეთვე -- საქართველოში. ამის მიუხედავად და ზვიად გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებული უდიდესი აჟიოტაჟის მიუხედავად არც თქვენს კომისიას და არც საქართველოს ტელევიზიებს არ უზრუნიათ რათა ქართული საზოგადოებრიობისათვის გაეცნოთ აღნიშნული ვიდეო დოკუმენტები. (მეთოდური სახელმძღვანელო: დაკითხვისას „კომისიის“ წამომადგენლებს მიეწოდოს, ეჩვენოს აღნიშნული ვიდეოდოკუმენტები მობილური კომპიუტერიდან და მოეთხოვოთ დაუყონებლივ გაეცნონ მათ). შეკითხვა * რატომ, რა მიზეზითა და საბაბით უმალავენ ქართულ საზოგადოებრიობას თქვენი კომისია და საქართველოს ტელევიზიის არხები ამ საკვანძო და უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაციას? 4. როგორც ფართოდაა ცნობილი -- 1994 წელს ზვიად გამსახურდიას ცხედრის გროზნიში გადადასვენებისთანავე იგი მოთავსებული იქნა ქალაქ გროზნის პროზექტურაში სადაც ცხედარი ზვიად გამსახურდიას ვაჟების ცოტნესა და გიორგის თვალწინ (ესწრებოდნენ აგრეთვე ოჯახის სხვა წარმომადგენლები და პირადი მცველები), ჩეჩნეთის პროკურატურისა და სამედიცინო ექსპერტების თანდასწრებით (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი-პათანატომი რუსლან აბუს ძე აჰმედხანოვი) გაშიშვლებული და დეტალურად დათვალიერებული და დაბანილ-გაწმენდილი იქნა (რის შემდგომ ცხედარს ჩააცვეს ახალი ტანსაცმელი და ჩაასვენს ახალ კუბოში). შეკითხვა: დაკითხული იქნენ თუ არა თქვენი კომისიის მიერ ამასთან დაკავშირებით ცოტნე და გოირგი გამსახურდიები და სხვა დამსწრე პირები -- რათა დადგენილიყო სხეულის მდგომარეობის გამოძიებისთვის საინტერესო დეტალები და ნატყვიარების მდებარეობა? 5. როგორც ცნობილია ზ.გამსახურდიას თბილისში გადასვენებისას რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის პროკურორმა ვალერი კუზნეცოვმა არაერთხელ განაცხადა: "в связи с обнаружением гроба с человеческими останками и по результатам этой проверки будет решен вопрос о возбуждении уголовного дела". „Валерий Кузнецов заявил, что по факту обнаружения останков назначена доследственная проверка, по результатам которой будет решен вопрос о возбуждении уголовного дела. По словам Кузнецова, решение о возбуждении дела будет зависеть от того, найдут ли при проведении экспертизы признаки насильственной смерти или нет." შეკითხვა: კუზნეცოვის სიტყვების შესაბამისად -- გაქვთ თუ არა მოპოვებული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა შედეგით დამთავრდა ჩეჩნეთის პროკურატურის წინა საგამომძიებლო შემოწმება (доследственная проверка), იპოვა თუ არა ჩეჩნეთის პროკურატურამ ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები? (მეთოდური სახელმძღვანელო: ხო-არა), ხოლო -- თუ ხო, იპოვა -- აღძრა თუ არა, შესაბამისად, საქმე ზვიად გამსახურდიას ძალადობრივი სიკვდილის გამო? 6. საქართველოს ტელევიზიით ნაჩვენები იქნა ვიდეო დოკუმენტი, რომელშიც ჯონსონ კვარაცხელია აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიას პისტოლეტი „სტეჩკინი“ და გასროლილი გილზა, რომლებიც დამალული იყო მის განკარგულებაში, მისგან წაიღეს მანანა არჩვეძის წარმომადგენლებმა. შეკითხვა: * დაკითხული იქნენ თუ არა თქვენი კომისიის მიერ აღნიშნული პისტოლეტისა და ვაზნის ამჟამინდელ არსებობასთან დაკავშირებით ჯონსონ კვარაცხელია, პისტოლეტისა და ვაზნის წამღები პირები და მანანა არჩვაძე? * ჩატარდა თუ არა საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების პროკურატურის მიერ რაიმე მცდელობები ნაპოვნი ყოფილიყო აღნიშნული იარაღი? 7. როგორც ცნობილია ზვიად გამსახურდიას ცხედარს სიკვდილის მეორევე დღეს ბალზამირება ჩაუტარა და სხეული დეტალურად შეისწავლა ექიმმა დავით ჯალაღონიამ, რომელმაც თავის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: ტყვიის ადგილი და გამოდიოდა მარცხენა მხარეს, უკან, დვრილისებრ მორჩში და ყველაფერი გამონგრეული ჰქონდა... იარაღი ზედ საფეთქელზე არ იყო მიდებული, ოდნავ შორიდან არის ნასროლი... თვალის გასწვრივ ძვალი დამტვრეული არ არის. დამწვარიც კი არ იყო, მაგრამ დენის ნაკვალევი შეიმჩნეოდა.» შეკითხვა: * იყო თუ არა თქვენი კომისიის მიერ დაკითხული ექიმი დავით ჯალაღონია? * რატომ უმალავს თქვენი კომისია ფართო ქართულ საზოგადოებრიობას ფასეული თვითმხილველის, ექიმ დავით ჯალაღონიასეულ ძალზე არსებით ინფორმაციას? 8. როგორც ფართოდაა ცნობილი ზვიად გამსახურდიას ნეშტის დეტალური და დაწვრილებითი სამედიცინო და კრიმინალოგიური შესწავლა მოხდა მისი გროზნიდან თბილისში გადმოსვენების დროს როსტოვში (124-й Центральная лаборатория медико-криминологической идентификации, ამჟამად 16-ая лаборатория СКВО). რუსეთის ორგანოების შესაბამისი დოკუმენტი -- ძალზე არსებითი და უკიდურესად მნიშვნელოვანი თქვენი კომისიის საქმიანობისათვის -- გადაეცა და გააჩნია ზვიად გამსახურდიას ოჯახს და ოჯახი მას უკვე სამი წელია უმალავს აქრთულ საზოგადოებრიობას. შეკითხვა: * რა იღონა თქვენმა კომისიამ რათა მოეპოვებინა აღნიშნული დოკუმენტი გამსახურდიას ოჯახისაგან? * იქნენ თუ არა აღნოშნულ დოკუმენტითან დაკავშირებით დაკითხული ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები მანან არჩვაძე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიები? 9. კოკო გამსახურდიას სატელევიზიო ფილმში „დინების საწინააღმდეგოდ“ აღნიშნული იყო, რომ თითქოს როსტოვის ლაბორატორიის დასკვნაში ეწერა (კადრში ჩანს რუსული ტექსტი) რომ ტყვია, რომელმაც მოკლა ზვიად გამსახურდია ნასროლი იყო „50 სანტიმეტრის სიშორიდან“. შეკითხვა: * ნამდვილად წერია თუ არა როსტოვის ლაბორატორიის დასკვნაში (რომლის ტექსტიც არც კოკო გამსახურდიას და არც თქვენს კომისიას არ გააჩნია) რომ ტყვია ზუსტად და სწორედ „50 სანტიმეტრის სიშორიდან“ იყო ნასროლი თუ ეს კოკო გამსახურდიას ფალიფიკატია? 10. გააჩნია თუ არა თქვენს კომისიას რაიმე უცილობელი და ობიეტურ ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული (და არა მოწმეების ჩვენებებზე -- რომელთაც უკვე ფართოდ ცნობილია თქვენი კომისია არ ენდობა) დოკუმენტი, რომელიც დამაჯერებლად ასაბუთებს რომ ზვიად გამსახურდია ნამდვილად მკვდარია? 11. გააჩნია თუ არა თქვენს კომისიას რაიმე უცილობელი და ობიეტურ ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული (და არა მოწმეების ჩვენებებზე -- რომელთაც უკვე ფართოდ ცნობილია თქვენი კომისია არ ენდობა) დოკუმენტი, რომელიც დამაჯერებლად ასაბუთებს თუ რა იყო ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზი? 12. კოკო გამსახურდიამ მას მედიაში ფართოდ განაცხადა, რომ „ზვიად გამსახურდია სადისტურად დახვრიტეს 1993 წლის 29 დეკემბერს“. შეკითხვა * რატომ ავრცელებს კოკო გამსახურდია სისტემატურად ამ და ამგვარ შეუმოწმებელ და მცდარ ინფორმაციას? * შესაძლებელია თუ არა იმ ადამიანის მიმართ საზოგადოების ნდობა, რომელიც სისტემატურად ავრცელებს შეუმოწმებელ და მცდარ ინფორმაციას?