საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში
Government of Republic Georgia in exile
 
 
 

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმები » ზოგადი » საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა » განკარგულება № 27-2-2010/1 (ე.წ. პარლამენტის კომისიის წევრთა დაკითხვის შესახებ)
განკარგულება № 27-2-2010/1
მოურავითარიღი: შაბათი, 2010-02-27, 5:48 PM | შეტყობინება # 1
მოურავი
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 4
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საქართველოს რესპუბლიკის დევნილობაში მთავრობის პრეზიდიუმის განკარგულება № 27-2-2010/1

საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების ე.წ. პარლამენტის „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისის" წევრებისა და წარმომადგენლების ფინეთში ჩამოსვლის შემთხვევაში მათი დაკითხვის შესახებ.

დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის დევნილობაში მთავრობის პრეზიდიუმის პრეს-სამსახურს:

საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების ე.წ. პარლამენტის „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისის" წევრებისა და წარმომადგენლების ფინეთში ჩამოსვლის შემთხვევაში დაუკავშირდეს მათ და ცადოს დაკითხოს ისინი ქვემორე კითხვარის შესაბამისად.

პრეზიდიუმის თავმჯდომარე, პრემიერ მინისტრი
ბესარიონ გუგუშვილი

2010 წლის 27 თებერვალი
ვანტაა

 
მოურავითარიღი: შაბათი, 2010-02-27, 5:51 PM | შეტყობინება # 2
მოურავი
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 4
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კითხვარი და მეთოდური მითითებები

საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების ე.წ. პარლამენტის „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისის" წევრებისა და წარმომადგენლების დასაკითხად

ტექსტი ერთვის ქვემოთ:

მიმაგრება: gankarguleba_No.txt (22.5 Kb)
 
მოურავითარიღი: ოთხშაბათი, 2010-03-03, 9:10 PM | შეტყობინება # 3
მოურავი
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 4
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
triumpi წერს:

უმთავრესი კითხვა ესაა ჩემის აზრით:

„ცნობს ლეგიტიმურად თუ არა სამხედრო პუტჩის და შეიარაღებული გზით განდევნილ კანონიერ ხელისუფლებას დე-ფაქტო პრეზიდენტი და ხელისუფლება?“

და მეორე:

ვის სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს თავს დე-ფაქტო ხელისუფლება და თუ არსებობს კანონიერი ხელისუფლების უფლებამოსილების შეწყვეტის კანონიერი აქტები?

ხალხური ენით კი ასე ვიტყვი:

პუტჩის მძიმე სამხედრო დანაშაულთან და მკვლელობებთან პასუხისმოუთხოვნელობა ნიშნავს თუ არა ალიანსს და მონაწილეობის გაგრძელებას პუტჩში დღესეც?

თუ დამნაშავეთა დაუსჯელობით მფარველობა უფრო მძიმე დანაშაული არაა? -- არის და ამ ვერდიქტის გამომტანი „თემიდა" რომ დუმს... რა იარლიყს და პასუხისმგებლობას იმსახურებს?

ნაქურდალ-ნაოხარ-ნაყაჩაღარის და ,,მიცვალებულის" ქონების გადმოცემა მანთავისუფლებს მოვალეობისაგან რომ დავუბრუნო კანონიერ მფლობელ-მემკიდრეს მოთხოვნისას? -- არა! და თუ უარს ვიტყვი -- ვინ ვიქნები მე იურიდიულად?.. მორალსა და ზნეობაზე აღარაფერს ვიტყვი...

აქ არაა ლაპარაკი პიროვნებებზე -- სახელმწიფოებრივ სამართალზეა და სამართალმემკვიდრეობაზე.

http://forum.ge/?f=29&showtopic=34069321&st=240

* * *

 
iosebთარიღი: სამშაბათი, 2010-03-09, 7:31 PM | შეტყობინება # 4
სახლიკაცი
ჯგუფი: Moderators
შეტყობინებები: 4
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შეხსენება!

შეგახსენებთ „საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის მიმართვა ეროვნულად განწყობილი ქართველობისადმი, ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებისადმი“-ის დასკვნით ნაწილს, რომელიც გამოქვეყნდა გასულ წელს.

„2008 წელს ნაციონალისტური ისტერიის ვითარებაში ინსპირირებულმა და მოღალატურად წაგებულმა „ომმა“ (რომლის მიზანიც იყო საქართელოში რუსეთისა და დასავლეთის გავლენის სფეროების მკაცრი დემარკაცია) -- გამოიწვია ქართველი ხალხის უმძაფრესი საპროტესტო მუხტი, რომლითაც სპეკულატიური მიზნებით სარგებლობენ კვლავ ის ანტიეროვნული ძალები, რომლებიც ხელისუფლების გარეთ დარჩნენ. გამძაფრდა ფაქტობრივი, დამპყრობლური რეჟიმის არალეგიტიმურობის საკითხი.

არსებულ ვითარებაში, საქართველოს გადასარჩენად სავსებით აუცილებელი და გადაუდებელია ეროვნული მოძრაობის, მისი ორგანიზაციების აღდგენა-აღორძინება.

მოგიწოდებთ კვლავ გაერთიანდეთ გამოცდილი, დროით შემოწმებული ეროვნული მოძრაობების ორგანიზაციების გარშემო. მოგიწოდებთ ახალი ძალებით გააძლიეროთ ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები, გაწმინდოთ ეს ორგანიზაციები დესტრუქციული, უმოქმედო პირებისაგან.“

აქედან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა კვლავ ადასტურებს ადრე გაცხადებული პრინციპებისადმი ერთგულებას. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ფსევდო-ოპოზიციასთან და კოლაბორაციონისტებთან არ თანამშრომლობს და არც ხვდება!

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის პრეზიდიუმის პრეს-ცენტრის სახელით,

იოსებ ღუდუშაური[size=10]

შეტყობინება შეასწორა ioseb - ხუთშაბათი, 2010-03-11, 1:35 AM
 
კოლხელინინოთარიღი: ოთხშაბათი, 2010-03-10, 3:13 PM | შეტყობინება # 5
რიგითი
ჯგუფი: Users
შეტყობინებები: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
წარმატებებს გისურვებთ!!
მივესალმები თქვენს ახალ ვებ გვერდს smile
 
iosebთარიღი: კვირა, 2010-03-14, 2:11 AM | შეტყობინება # 6
სახლიკაცი
ჯგუფი: Moderators
შეტყობინებები: 4
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
Quote (კოლხელინინო)
წარმატებებს გისურვებთ!!
მივესალმები თქვენს ახალ ვებ გვერდს

დიდი მადლობა კეთილი სურვილებისათვის!

მივესალმებით ქართველ ემიგრანტებს დევნილი მთავრობის ვებ-გვერდზე.

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

---------------------------------------------

დამატებულია (2010-03-14, 2:11 Am)
---------------------------------------------

Quote (მოურავი)
triumpi წერს:
უმთავრესი კითხვა ესაა ჩემის აზრით:
„ცნობს ლეგიტიმურად თუ არა სამხედრო პუტჩის და შეიარაღებული გზით განდევნილ კანონიერ ხელისუფლებას დე-ფაქტო პრეზიდენტი და ხელისუფლება?“

ჩემთვისაც უმთავრესი კითხვაა!

შეტყობინება შეასწორა ioseb - კვირა, 2010-03-14, 2:13 AM
 
გიორგითარიღი: სამშაბათი, 2010-03-23, 9:07 AM | შეტყობინება # 7
რიგითი
ჯგუფი: Users
შეტყობინებები: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თბილისის ფორუმიდან ლიკამ აქ გამომაგზავნა პასუხებისთვის...
მაინტერესებს "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში
Government of Republic Georgia in exile"
უკან ვინ დგას... იქ სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღე...


Think Different
 
iosebთარიღი: პარასკევი, 2010-03-26, 12:54 PM | შეტყობინება # 8
სახლიკაცი
ჯგუფი: Moderators
შეტყობინებები: 4
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
Quote (გიორგი)
თბილისის ფორუმიდან ლიკამ აქ გამომაგზავნა პასუხებისთვის...
მაინტერესებს "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში
Government of Republic Georgia in exile"
უკან ვინ დგას... იქ სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღე...

გამარჯობა ბ-ნო გიორგი!

დევნილობაში, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის პრემიერ-მინისტრია ბ-ნი ბესარიონ გუგუშვილი. მის საქამიანობას წარმართავს პრეზიდიუმი.

პატ. პრეზიდიუმის წევრი,
იოსებ ღუდუშაური


„როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე.“( წმ.მოციქული იაკობი)
 
ტრიუმფითარიღი: კვირა, 2010-04-25, 8:22 PM | შეტყობინება # 9
რიგითი
ჯგუფი: Users
შეტყობინებები: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საინტერესოა: როდემდე იქნება სამარცხვინო მდუმარებაში ქართველობა დევნილი ხელისუფლების მიმართ?
 
iosebთარიღი: ხუთშაბათი, 2010-06-03, 1:28 PM | შეტყობინება # 10
სახლიკაცი
ჯგუფი: Moderators
შეტყობინებები: 4
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
Quote (ტრიუმფი)
საინტერესოა: როდემდე იქნება სამარცხვინო მდუმარებაში ქართველობა დევნილი ხელისუფლების მიმართ?

ალბათ, მანამდე სანამ ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას ეურჩებიან! სამწუხაროდ, დევნილი ხელისუფლება, უმეტესობას, ბ-ნ ბესარიონ გუგუშილის საკუთრაბა ჰგონიათ.


„როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე.“( წმ.მოციქული იაკობი)
 
მათეთარიღი: ორშაბათი, 2010-08-09, 4:26 PM | შეტყობინება # 11
რიგითი
ჯგუფი: Users
შეტყობინებები: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მოგესალმებით ბატონებო. გამიხარდა თქვენი საიტის გახსნა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, აქ საქართველოში მცხოვრებთათვის,დაარა მარტო მათთვის,
თქმა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა, ნედლად!!!--- დიდი შოთას ეს სიტყვები არის ამ შემთხვევის პასუხის ეპიგრაფი.
ტუ საქარტველოში სამართალი არ აღდგა, თუ აქ ხალხი მართლის თქმია პრინციპიტ არ დაიწყებს ცხოვრებას,ერი გადაგვარების და განადგურების გზას ადგას.
წინ მგლები მიუძღვიან.დე ფაქტო მტავრობა და დე ფაკტო ცრუ პატრიარქატი ტავიანტი ცრუ მოხელე ჩინოვნიკებიტ.
ესენი ახშობენ მართალ სიტყვას ხალხში.ესენი დებენ თავს მამულივილობაზე.
გაიხსენეთ პუტჩისტებისა და საპატრიარქოს ერტობლივი მოქმედებანი დაურტიერტ კეკლუცი.
ახლაც გრძელდება მათი ვალსი და ტანგო.ცრუ ოპოზიციასთან ერტად.
ესენი ადგენენ აქ ზნეობის ნორმებს, და მაღალ იდეებს ამოფარებულნი,მგელნი მძიმენი,კეთილ მწყემსებად სახავენ თAვს.
ცრუ მთავრობა და ცრუ ოპოზიცია, რავისი საქმეების ზნეობრივი ლეგიტიმაციისათვის, ცრუ საპატრიარქოს იშველიებს, აქაოდა პატრიარქთან ვათანXმებთO ყოველს!!
ილია კი ერის მამად გამოაცხადეს, მანაც დიდის პატივიტ შეიფერა ეს
ერთ დროს წითელი პატრიარქი ეროვნულ მთავრობას განუდგა და დიდი როლი მიუდღვის მის დამხობაში
ასე ბატონებო, ამატ ხელშია ქვეყნის სადავეები.ესენი კი არამგონია გული აუჩუყდეთ და სინდისმა შეაწუხოთ. უტიფარნი არიან და მეტასტაზასავით მოედვნენ ერის სხეულს მათი ცრუ სინდისის დამამშვიდებელნი.ამაში უხდის დე ფაკტო მიშას მთავრობა დე ფაკტო ილიას მილიონებს,ბატონებო
მინდა მოგახსენოტ რომ,ჩემის აზრიტ;1991-92წწ ტრაგედია არის შედეგი იმ ტოტალური სიცრუისა ,რაშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობდიტ.გაყალბებული ცრუ ,ლოზუნგებით იკვებებოდა ერის ყველა ფენა. ჩამოყალიბდა არა-ეროვნული ინტელიგენცია, მტალი ტავისი სტრუკტურიტ .მოერგო სიცრუეს და შეეგუა..
გაყალბდა ისტორია და ასე მიეწოდება ხალხს.
გაყალბდა ეკლესიის გაგების და მისი წევრობის ,პასუხისმგებლობის შეგრძნება.ანუ მოხდა მაღალი სასულიერო იერარქიის გადაბირება, და დაქვემდებარება კომუნისტური მტავრობის მიერ.რაც გარდაისახა დღეს ნეობოლშევიკური ხუნტასთან თანამშრომლობაში, ფიზიკური უზურპაცია მართლდება სულიერი უზურპაციიტ!!
ვაი ტკვენდა ფარისეველნო და ორგულნო.!!!
პოლიტიკური და რელიგიური ფარისევლების ხელშია ჩემი ერი და მამული ტყვედ!!!
ამათთვის რჯულისკანონი და ნებისმიერი კანონთა კოდექსი გათელილია და მაშინ ახსენდებათ, თU ვვინმეს მოშორება უნდათ.ისე განმარტავენ ,როგორც მათ ინტერესებს აწყობთ
და აყვირებენ ხალხს : ჯვარს აცვი!!
აღმასრულებელი კი იტყვის სასულიერო პირებისგან კურთხევა მქონდაო.
აი მათი სახე. აი მატი სინდის ნამუსი.
ამათ ხელშია ქვეყანა ჩვენი.!!
ღმერთმა მოგვცეს ძალა ხსნისა!!!.
 
მოურავითარიღი: კვირა, 2010-10-03, 5:09 AM | შეტყობინება # 12
მოურავი
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 4
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მოგესალმებით მათე...

გვნახეთ აგრეთვე ფეისბუკზე:
http://www.facebook.com/pages....2150501

 
ფორუმები » ზოგადი » საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა » განკარგულება № 27-2-2010/1 (ე.წ. პარლამენტის კომისიის წევრთა დაკითხვის შესახებ)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები