სექციის კატეგორიები

თეორია და პრაქტიკა [24]
აქტუალური საკითხების განმარტებები
ოფიციალური მასალა [17]
სხვა-და-სხვა [1]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 41
ნაჩვენებია მასალა: 31-40
გვერდები: « 1 2 3 4 5 »

საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არა თუ არ ჩამორჩებოდა, არამედ - უსწრებდა ყველა სხვა რესპუბლკას პრივატიზების დარგში (ისევე, როგორც რეფორმების ყველა სხვა მიმართულებაში).
კატეხიზმო | Views: 1221 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-12 | Comments (0)

პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო" ანტიეროვნული ძალები მუდმივად ავრცელებდნენ და ავრცელებენ…
კატეხიზმო | Views: 1427 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-12 | Comments (0)

ნეოპუტჩისტური, ნაცური ხელისუფლების ერთგული მას-მედია ბოლო ხანებში ინტენსიურად ნერგავს სიცრუეს, თითქოს ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ პუტჩი მოაწყეს თვით ეროვნული ხელისუფლების მოღალატე ძალებმა - სიგუა-კიტოვანის დაჯგუფების სახით. ამით პუტჩისტები და ნეოპუტჩისტები ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალება საკუთრივ ეროვნულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას დააკისრონ - მისი „შეცდომებით" განაპირობონ.
კატეხიზმო | Views: 1226 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-12 | Comments (0)

ზვიად გამსახურდია: „ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ...ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე... საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას... "
კატეხიზმო | Views: 1240 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-12 | Comments (0)

აფხაზეთში შევარდნაძისა და მისი ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტის მიერ პროვოცირებული და გაჩაღებული ომი შემდეგ მიზნებს ისახავდა: ა) შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების უმთავრესი პირობის - რუსეთისათვის აფხაზეთის გადაცემის აღსრულება, ბ) აფხაზეთში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის ომში ჩათრევით მოსპობა (შესრულდა ომის მეორე ეტაპზე), გ) სამეგრელოში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის ომში ჩათრევით მოსპობა (ვერ შესრულდა აფხაზეთის ომის პერიოდში აუცილებელი გახდა ბალტინის საექსპედიციო კორპუსისა და ძერჟინსკის დივიზიის გამოყენება), დ) კიტოვან-სიგუას „გვარდიის" ომში მოსპობა და ამითი სიგუა-კიტოვანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად განხორციელდა ომის პირველ ეტაპზე), ე) ჯაბა იოსელიანის „მხედრიონის" ომში მოსპობა და ამითი ჯ.იოსელიანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე), ვ) ყარყარაშვილის შეიარაღებული დაჯგუფების მოსპობა და ამითი ყარყარაშვილის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე, ხოლო შემდეგ ყარყარაშვილზე ტერაქტით), ზ) შინაგანი პოლიტიკური, და - რაც არსებითია - სოციალური დაძაბულობის გადატანა გარეგან სფეროზე - პროვოცირებულ „საქართველო-აფხაზეთის" ომზე, საომარ ისტერიაზე (არსებითწილად ეს მიზქანი მიღწეული იქნა). ამ მიზნების შესრულებით შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიულმა ელიტამ გაინაღდა საქართველოზე 13 წლიანი განუყოფელი ბატონობა და განუკითხავობის ვითარებაში ერის სასტიკი ძარცვის პირობები.

კატეხიზმო | Views: 1496 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-12 | Comments (0)

საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების ე.წ. პარლამენტის „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისის" წევრებისა და წარმომადგენლების ფინეთში ჩამოსვლის შემთხვევაში მათი დაკითხვის შესახებ.
ბრძანებულებები | Views: 1358 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-08 | Comments (0)

მიმდინარე, 2009 წლის 12 ივლისს ჩატარდა „საქართველოს ჰელსინკის კავშირის – ეროვნული აღორძინების" მორიგი მერვე ყრილობა. ყრილობამ დადებითად შეაფასა კავშირის განვლილი ეტაპის მუშაობა, შეიტანა ცვლილებები და დამატებები წესდებასა და პროგრამაში. არჩეულ იქნა კავშირის პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა (თავმჯდომარე ფირუზ დიაკონიძე, მოადგილე ნუკრი ბაღდავაძე).

ყრილობამ საგანგებო რეზოლუციით განსაზღვრა კავშირის აქტიური ჩაბმა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების კონცეფცია.

ინფორმაცია | Views: 1633 | Added by: მოურავი | Date: 2009-10-13 | Comments (7)

1992 წლის დამდეგს ეროვნული ხელისუფლება, მთავრობა იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი (სადაც გრძელდებოდა მისი მხარდამჭერების მასსობრივი უმძაფრესი საპროტესტო მოძრაობა) და ხელისუფლებისათვის ბრძოლა განეგრძო უმთავრესად დასავლეთ საქართველოდან, რაც 1993 წლის შუახანებში გადაიზარდა ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენის მასსობრივი, ძირითადად მშვიდობიანი, შეუიარაღებელი მოძრაობით. მაგრამ, სსრკ სამართალმემკვიდრე რუსეთისა და დასავლეთის საქართველოს შინაგან საქმეებში უხეში ჩარევით, რისი კულმინაციაც გახდა აშშ თხოვნით განხორციელებული რუსეთ-უკრაინა-სომხეთის მასშტაბური ერთობლივი შეიარაღებული ინტერვენცია დასავლეთ საქართველოში. საინტერვენციო ძალების შეტევის შედეგად პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თავის პოსტზე დაიღუპა, ხოლო -- ეროვნული, ლეგიტიმური მთავრობა კვლავ იძულებული გახდა დევნილობაში წასულიყო.
განცხადებები | Views: 1434 | Added by: მოურავი | Date: 2009-08-10 | Comments (0)

ეროვნულად განწყობილ ქართველობას კარგად ახსოვს, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ეროვნული ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად პუტჩის შემდგომ შევარდნაძის მიღალატე ხელისუფლების მიერ ხელოვნურად გაღვივებული ნაციონალისტური ისტერიის ფონზე საქართველო ჩათრეული იქნა დამარცხებისათვის განწირულ, „გაყიდულ" სამხედრო კონფლიქტებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში - „აფხაზეთის ხაფანგში". გარკვეული თვალსაზრისით მსგავსი მოვლენები ვითარდება ახლაც...

განცხადებები | Views: 2086 | Added by: მოურავი | Date: 2009-08-10 | Comments (1)

2007 წლის სექტემბერ-ნოემბერსა და 2008 წლის დამდეგიდან ანტიეროვნული ძალების იმ ნაწილმა, რომელიც ხელისუფლების გარეშე დარჩა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოინდომა რა გავლენის სფეროების გადანაწილება ნაცმოძრაობის შინაგანი და საგარეო პოლიტიკით ქართველი ხალხის მასობრივი უკმაყოფილების ფონზე -- მოაწყო ფართომასშტაბოვანი პროვოკაციები, რომელიც ძალზე მოსალოდნელი და იოლად პროგნოზირებადი სავალალო შედეგით - მასობრივი რეპრესიებით დასრულდა და ხალხისათვის საძულველი ანტიეროვნული რეჟიმის დროებითი განმტკიცება გამოიწვია.

მიმართვები | Views: 1327 | Added by: მოურავი | Date: 2009-08-10 | Comments (0)

© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები