სექციის კატეგორიები

განცხადებები [4]
მიმართვები [1]
დადგენილებები [2]
ბრძანებულებები [1]
ინფორმაცია [9]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » ოფიციალური მასალა » განცხადებები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 4
ნაჩვენებია მასალა: 1-4

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარის მიერ მზადდება და ყალიბდება  დევნილი (ემიგრაციული) მთავრობის შემადგენლობის განახლება და აღორძინება. ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარის დავალებითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში არსებული წარმომადგენლობის შერჩევის წესისა და წევრთა განსაზღვრის საქმიანობაში, ასევე, მათი სტატუსის, შესაბამისი ფუნქციებისა და აუცილებელი დოკუმენტაციების შემუშავება-შედგენაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინებაც", რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია ამ მიმართულებით.
განცხადებები | Views: 1404 | Added by: მოურავი | Date: 2014-02-07 | Comments (0)

საქართველოს რესპუბლის მთავრობა დევნილობაში გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთ მონათა შენთა: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ვენერა მეტრეველი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, მარინე ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე, შალვა ქვასროლიაშვილი და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა, და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულ მამათა, ძმათა და დათა, მიუტევენ შეცოდებანი მათნი, და მიეც მათ საუკუნო ხსენება. ამინ.

განცხადებები | Views: 1646 | Added by: ioseb | Date: 2010-04-09 | Comments (1)

1992 წლის დამდეგს ეროვნული ხელისუფლება, მთავრობა იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი (სადაც გრძელდებოდა მისი მხარდამჭერების მასსობრივი უმძაფრესი საპროტესტო მოძრაობა) და ხელისუფლებისათვის ბრძოლა განეგრძო უმთავრესად დასავლეთ საქართველოდან, რაც 1993 წლის შუახანებში გადაიზარდა ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენის მასსობრივი, ძირითადად მშვიდობიანი, შეუიარაღებელი მოძრაობით. მაგრამ, სსრკ სამართალმემკვიდრე რუსეთისა და დასავლეთის საქართველოს შინაგან საქმეებში უხეში ჩარევით, რისი კულმინაციაც გახდა აშშ თხოვნით განხორციელებული რუსეთ-უკრაინა-სომხეთის მასშტაბური ერთობლივი შეიარაღებული ინტერვენცია დასავლეთ საქართველოში. საინტერვენციო ძალების შეტევის შედეგად პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თავის პოსტზე დაიღუპა, ხოლო -- ეროვნული, ლეგიტიმური მთავრობა კვლავ იძულებული გახდა დევნილობაში წასულიყო.
განცხადებები | Views: 1447 | Added by: მოურავი | Date: 2009-08-10 | Comments (0)

ეროვნულად განწყობილ ქართველობას კარგად ახსოვს, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ეროვნული ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად პუტჩის შემდგომ შევარდნაძის მიღალატე ხელისუფლების მიერ ხელოვნურად გაღვივებული ნაციონალისტური ისტერიის ფონზე საქართველო ჩათრეული იქნა დამარცხებისათვის განწირულ, „გაყიდულ" სამხედრო კონფლიქტებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში - „აფხაზეთის ხაფანგში". გარკვეული თვალსაზრისით მსგავსი მოვლენები ვითარდება ახლაც...

განცხადებები | Views: 2098 | Added by: მოურავი | Date: 2009-08-10 | Comments (1)

© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები