სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » აპოლოგეტიკა

„ქარტია 2010” და ლეგიტიმურობა
1990-91 წწ უზენაესი საბჭოს დეპუტატების მედეა თუშმალიშვილისა და ვიქტორ დომუხოვსკის განცხადება
 
საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა უკვე აშკარად და დაუფარავად იწყებენ „დიალოგს” კრემლთან და მას დახმარებას სთხოვენ, რითაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან როგორც ახლო ასევე შორეულ პერსპექტივაში.
 
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, დასავლეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქტიურად გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი.
 
იმ მიზნით, რომ ჩვენი დახმარება საქართველოს დასავლეთის სამყაროში ინტეგრაციის პროცესში იყოს უფრო ქმედითი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაარსდეს პოლიტიკური გაერთიანება „ქარტია 2010”.
 
მედეა თუშმალიშვილი – საფრანგეთი
ვიქტორ დომუხოვსკი – პოლონეთი
 
„ქარტია 2010”-ის გამგეობა:
დოდონა კიზირია – აშშ
ირაკლი ხიზანიშვილი – აშშ
რევაზ ბოჭორიშვილი – საფრანგეთი
ჩარლზ ჩხოტუა – ესპანეთი
მაია სიმონია – ჰოლანდია
რენო სირაძე – ფინეთი
 
2010 წლის მარტი
 
 
 



ნაცების პარტიულ-კომკავშირული აქტივი მასსობრივ იდეოლოგიურ ღონისძიებაზე...
 
რატომ „1990-91 წწ უზენაესი საბჭო"? -- მაშინ როდესაც -- ფაქტობრივი ძალაუფლების „პარლამენტიც" კი: «კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს ... ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში»... -- და, რატომ მაინც და მაინც ახლა, 2010 წლის მარტში „დადგა დრო დასავლეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქტიურად გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი" -- ეროვნული ხელისუფლების განდევნის შემდგომ განა არ იყო საჭირო პოზიციის გამოხატვა „საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი"?
 
 
 
კატეგორია: აპოლოგეტიკა | დაამატა: მოურავი (2010-03-25)
ნანახია: 2689 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
6 ioseb  
0
ძალიან არ მომეწონა ეს მიმართვა, დენთის სუნი დგება! ვინ არიან ეს პუტჩისტები რომელთაც ოპოზიციის პოლიტიკური სპექტრიდან რუსეთის აგენტების მოკვეთას ახმოვანებენ? რა თქმა უნდა დაკვეთილია!

რას იტყვის ოპოზიციის და პოზიციის სულიერი მამა?


4 მოურავი  
0
საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებს, ამჟამად უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს: მედეა თუშმალიშვილს (საფრანგეთი) და ვიქტორ დომუხოვსკის (პოლონეთი) შეხვდა.

სტუმრებმა ისაუბრეს ქართული დიასპორის პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.
მედეა თუშმალიშვილმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები აღშფოთებას ვერ მალავენ სოჭის ოლიმპიადის გამო და ემზადებიან საპროტესტო გამოსვლებისა და აქციებისთვის.

იგივე აღნიშნა ვიქტორ დომუხოვსკიმ. მათი განცხადებით, ჩვენი დიასპორის პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კარგი იქნებოდა დიასპრის ხელმძღვანელთათვის წარმომადგენლის სტატუსის განსაზღვრა და მინიჭება, რაც ერთი-ორად გაზრდიდა მათ ქმედითუნარიანობასა და ნდობას სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან.

ნუგზარ წიკლაურმა ხელისუფლების სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა სტუმრებს და დაჰპირდა მათი წინადადებების შესაბამის უწყებასთან განხილვასა და მიღებას.

დასასრულს, დაიგეგმა ნუგზარ წიკლაურის ვიზიტი ვარშავაში და შეხვედრები გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტსა და სხვა სამთავრობო თუ კულტურულ ცენტრებში.

http://www.parliament.ge/print.p...._id=GEO
___________________________________________

ჩვენი აზრით, ამ ცნობაში ყველაზე არსებითი ისაა, რომ „ყოფილები“ და ამჟამად კი „მცხოვრებლები“ სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმისაგან თხოვილობენ „სტატუსს“ ანუ სააკაშვილის რეჟიმის თანამდებობას...

ალბათ თანამდებობებს ელოდებიან „ქარტიის“ სხვა ხელმომწერებიც-გამგეობისტებიც...


1 არაგველი3  
1
ყველანაირი გაერთიანებები, პოლიტიკური პარტიები და სხვა მსგავსი ერთობები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკურ ნაწილს ეხება და კანონიერ ეროვნულ ხელისუფლებას არ ცნობს, თავისთავად ამითი თვით უკანონობას ამტკიცებს, ხოლო თუ ცნობს მაშინ მასთან უნდა შეათანხმოს საქართველოს საშინაო-საგარეო პოლიტიკური გეზი.

2 ioseb  
1
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის საითზე. იმედია, რომ თქვენს შენიშვნას გაითვალისწინებენ საქართველოში თუ ემიგრაციაში არსებული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ერევიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

3 მოურავი  
1
„ქარტია“ უკმაყოფილოა სააკაშვილის რეჟიმის „რადიკალური ოპოზიციით“ -- საინტერესოა, თვით თუ თვლიან თავს სააკაშვილის რეჟიმის ოპოზიციად? -- თუ, ამ რეჟიმის ნაწილად თვლიან თავს?

5 ioseb  
0
„უკმაყოფილოა“ აგრეთევე ე.წ. დეოკუპაციის კომიტეტი, რომელმაც შემდეგი განცხადება გაავრცელა ელ-ფოსტით.
------

MIMARTVA QARTVEL ERS, SRULIAD SAQARTVELOS!
QARTVELNO, SAQARTVELOS MOQALAQENO, DEBO DA DZMEBO!

Rusetis mier qartuli teritoriebis okupaciis pirobebshi gansakutrebit gaaqtiurda yofili SSRK-sa da Rusetis federaciis agentura Saqartveloshi, romelic ereva qveynis politikur cxovrebashi, axdens qveynis mosaxleobis politikur dezorientacias rusetis sasargeblod da cdilobs, Saqartvelo daabrunos Rusetis samxedro-politikuri gavlenis orbitaze.
Swored amitom, Rusetis federaciis mier dapyrobili Saqartvelos teritoriebis, iq mdzevlad darchenili chveni tanamemamuleebis gatavisuflebisa da Saqartvelos politikuri cxovrebidan zemot xsenebuli agenturis mokvetis motxovnit, mogiwodebt mteli msoflios dasanaxavad gavmartot sayoveltao saprotesto aqcia Saqartvelos parlamentis shenobis win 2010 wlis 9 aprils, 14-00 saatze.
Agretve mogiwodebt am aqciastan dakavshirebit, msoflios yvela qveyanashi adgilebze sheqmnat saorganizacio jgufebi da koordinaciis miznit mudmivi kavshiri iqoniot Saqartvelos deokupaciisa da gantavisuflebis ertiani frontis sainiciativo jguftan.

www.facebook.com - Saqartvelos Deokupaciis Fronti

Irakli Tsereteli 8 22 54-55-60
Konstantine Chogovadze 8 22 37-51-36, 8 95 71-13-93
David Kopaleishvili 8 99 10-06-03
Guram Gogbaidze 8 95 36-93-83
Zurab Barbaqadze 8 93 30-44-51

P.S.

ირაკლი წერეთელმა და გურამ გოგბაიძემ როგორი „დეოკუპაციაც“ მოუწყვეს ქართველს ერს 1991-1992 წ.წ. პუტჩის დროს კარგად ვიცით. პუტჩისტები უკვე სხვა პუტჩისტების მოკვეთაზე იწყებენ საუბარს! ეს ერთგვარი „თვითმოკვეთაა“ თუ მორიგი ანციშოუ?
საინერესოა როგორი რეაქცია ექნება ამ „მოკვეთაზე“ პუტჩისტების სულიერ მამას.


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები