სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » თვალთახედვა

დედანი: ბესარიონ გუგუშვილის პასუხები „Georgian Times“-ს (2010.05.07)
1. როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას? რამდენად რთულ სიტუაციაში იმყოფება საქართველო საშინაო თუ საგარეო ფრონტზე?

დღეს სამწუხაროდ საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა -- ხეიბარი სახელმწიფოა რომლის ტერიტორიების უდიდესი ნაწილიც ოკუპირებული და ანექსირებულია რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ -- ანუ, არ არსებობს საქართველოს მეზობელი სახელმწიფო რომ საქართველოს რაღაც ტერიტორია არ ჰქონდეს მიტაცებული.

დღეს სამწუხაროდ საქართველოს განაგებს ანტიქართული მარიონეტული, გლობალიტური, კომპრადორული -- ქართული ერისადმი, ქართული კულტურისა და ცივილიზაციისადმი მტრული ფაქტობრივი ძალაუფლება.

და -- რაც ყველაზე მთავარია -- დღეს საქართველოში გამეფებულია ტოტალური უპასუხისმგებლობა! -- დიახ -- ტოტალური და სრული უპასუხისმგებლობაა დღეს ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშანი საქართველოს პოლიტიკისათვის. საქართველოს პოლიტიკური ელიტები დღეს არიან უპასუხისმგებლო ელიტები -- როგორც სამართლებრივ, ასევე -- ზნეობრივ-სულიერ ასპექტებში.

2. სააკაშვილის შესახებ რას იტყვით? ადრე მას ზვიადს ადარებდნენ, დღეს მსგავსმა შედარებებმა ძალიან იკლო

საინტერესოა, რა ნახეს ზოგიერთებმა საერთო ანტიეროვნულ გლობალისტ კომპრადორ სააკაშვილსა და ეროვნული იდეის მამამთავარს ზვიად გამსახურდიას შორის. თუმცა, ზოგიერთისთვის ასეთი შედარება გარკვეული თავის მართლებაა -- რათა ეროვნულს უღალატონ და სააკაშვილის რეჟიმის მხარე დაიკავონ კახპურად.

3. ევროპაში რა აზრის არიან სააკაშვილზე, რას გეუბნებიან თქვენი ფინელი მეგობრები მასზე?

ევროპას იმდენი საკუთარი პრობლემა აქვს, რომ საქართველოს პრობლემებით თავის ატკივება ძალზე ეზარებათ. რაა გასაკვირი? -- განა საქართველოში ვისმეს აინტერესებს და ადარდებს ვთქვათ ჩრდილო კორეელი ხალხის მდგომარეობა და ბედი?
 
4. არის მოსაზრება, რომ სააკაშვილის ხელისუფლების საქართველოს სათავეში ყოფნა რუსეთსაც აძლევს ხელს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

რუსეთმა, 1990-იანი წლების კრიზისი როდესაც შესაძლო იყო მისი შემადგენელ ნაწილებად დაშლა დასავლეთისა და პირველ რიგში ამერიკის უდიდესი ფინანსური და პოლიტიკური დახმარებით დაძლია. რუსეთი ახლა კვლავ დასავლეთის თანხმობითა და „წაყრუებითი დახმარებით" გარკვეულწილად იბრუნებს რეგიონული ზესახელმწიფოს როლს -- ხოლო 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის უდიდესი პოლიტიკური დახმარებითა და ხელშეწყობით გააფორმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა", არსებითად „ჩააბუდა" ეს ე.წ. სარკოზის ხელშეკრულებაში და აგრეთვე ამერიკასთან გაფორმებულ „სტრატეგიულ ხელშეკრულებაში" და ამითი საფუძველში და პრინციპში შეწყვიტა საქართველოში ნატო-ს შემოსვლა -- რუსეთისთვის ახლა არსებითად აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა ვინ და რა ძალა იქნება საქართველოს სათავეში. მოკლედ -- რუსეთისთვის ყველაზე არსებითი სწორედ საქართველოში ნატო-ს შემოსვლის საკითხი იყო რაც უკვე რუსეთისათვის ხელსაყრელ ჭრილში გადაწყდა (მით უმეტეს უკრაინის რუსიფიკაციის ფონზე)-- დანარჩენი კი მისთვის არსებითი აღარაა. -- მეათასედ: დასავლეთმა კახპურად გვიღალატა (თუმცა ჭკუას მაინც ვერ ვისწავლით).

თუმცა -- პოლიტიკაში გულუბრყვილო საქართველოს ჯერ ვერ გაუგია, რომ ყველაზე არსებითი „საქართველოში ნატო-ს შემოსვლა" იყო და არა „საქართველოს შესვლა ნატო-ში"!

5. რომ არ მომხდარიყო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება, როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, საქართველო, თავისი ნაციონალისტური ხელისუფლებით სათავეში, საერთაშორისო იზოლაციაში ხომ არ მოექცეოდა?

ნუ ხართ პუტჩისტურ-ანტიეროვნული პროპაგანდის ტყვეობაში -- ცოდო ხართ. რატომ ნაციონალისტური? -- ნაციონალისტური სააკაშვილს რეჟიმია -- მისი პარტიაა სწორედ ნაციონალური მოძრაობა, გამსახურდიას ხელისუფლება კი ეროვნული იყო. საერთაშორისო იზოლაციაში საქართველო ვერ მოექცეოდა ზუსტად იმ ზომით, რამდენადაც საქართველო სჭირდება გლობალისტურ სისტემებსა და სტრუქტურებს. ანუ - საქართველოსთან უცხოეთი ურთიერთობს „რეალპოლიტიკის" ჭერილში, ზუსტად იმდენად და იმ ზომით რამდენადაც მათ ეს ტერიტორია სჭირდებათ (ქართველი ერი კი თუნდაც მთლად ამომწყდარა) -- პირველ რიგში როგორც ენეგომატარებლების დერეფანი.

6. ეკონომიკურად როგორ განვითარდებოდა?

მთავარი და არსებითი ისაა, რომ ბევრად ნაკლები იქნებოდა ეკონომიკური დაცემა და დეგრადაცია სოციალისტურიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას (ამითი დაჩქარდებოდა და გაადვილდებოდა შემგომი აღმავლობა), ბევრად უფრო სამართლიანად და ეფექტურად ჩატარდებოდა პრივატიზება, გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე უფრო ნარ-ნარად და ნაკლები დანაკარგებით მოხდებოდა, ნაკლები იქნებოდა ემიგრაცია-დეპოპულაცია და ასე შემდეგ.

7. დღეს ზვიადის სახელს იყენებს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი. როგორ ფიქრობთ, რეალურად რომელი პოლიტიკური ძალები არიან შედარებით ჯანსაღად მოაზროვნეები დღევანდელ საქართველოში და რომელებს აქვთ პირველი პრეზიდენტის სახელის გამოყენების მორალური უფლება?

ძალიანც კარგი თუ ზვიადის სახელს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი იყენებს და ეპოტინება. ძალიანაც კარგი თუ საბოლოოდ ჩაფლავდა ისეთი ანტიზვიადისტი იდეოლოგების მცდელობები როგორიც იყო მერაბ მამარდაშვილი ან არის სააკაშვილის მინისტრი გია ნოდია სახელი გაეტეხათ ზვიად გამსახურდიასათვის. ხოლო -- რომელია უფრო ღირსი ზვიადის მიმდევრის სახელი ატაროს -- ამას გამოაჩენს და წარმოაჩენს მათი თავგანწირვა ქართული ეროვნული ინტერესებეითვის.

თქვენი შეკითხვის პასუხად ერთი ეპიზოდი გამახსენა: როდესაც ზვიადი საქართველოში დაბრუნდა 1993 წელს -- მას დაახვედრეს იმ (სავსებით ღირსეული) ადამიანების სია რომლებიც საზოგადოებრიობას უნდოდა დაჯილდოვებულიყვნენ ორდენებითა და მედლებით. როდესაც მე მას ეს დაბეჭდილი სია გადავეცი -- მან იგი დახია, სანაგვეში ჩააგდო და თან დააყოლა: „ჩვენს ბრძოლაში ერთადერთი ჯილდო არსებობს: მტრის ტყვია გულში"-ო. ვფიქრობ ზვიადის სიტყვებია ზუსტი პასუხი თქვენს შეკითხვაზე.

8. თქვენ მიგაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება დევნილობაში უნდა აღდგეს? რას მოუტანს ეს საქართველოს კონკრეტულად? მაგალითად, რა ხელშეკრულებები იქნება გაუქმებული, რომლმაც საქართველოს ინტერესები დააზარალა ამ წლების განმავლობაში?

საქართველოში უნდა აღსდგეს ლეგიტიმურობა და კანონიერება. ხოლო, დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლება, ამისი პოლიტიკური საფუძველია. კანონიერებისა და ლეგიტიმურობის აღდგენა რა თქმა უნდა გულისხმობს არალეგიტიმური, უკანონო ფაქტობრივი ძალაუფლებების მიერ დადებული ხელშეკრულებების გადახადვასაც და ზოგიერთის გაუქმებასაც (ვთქვათ ისეთების როგორიც იყო დსთ-ში შესვლის, რუსეთის არმიისთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სამშვიდობო ძალების სტატუსის და სხვა).

9. შევარდნაძის პიროვნებაზე რომ ვთქვათ კიდევ ერთხელ რამდენიმე სიტყვა. ბოლო ხანს ის ხშირად აცხადებს, რომ გადატრიალება არ ყოფილა მისი სურვილი და ეს მოვლენები კიტოვან-სიგუას პირადი ინიციატივა იყო.

ალბათ გაგიგიათ, რომ არსებობს ასეთი დოკუმენტი: "საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად: შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია (2004 წლის 21 თებერვალი) -- თქვენს მიერ დასმულ შეკითხვით მიმართეთ ამ კომისიას -- ზუსტად და სწორედ მისი საქმეა თქვენს შეკითხვაზე პასუხის გაცემა.

10. საერთოდ, რა ვითარება იყო იმ დროის მსოფლიოში, რატომ არ აძლევდა ხელს მაშინდელ მსოფლიოს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების საქართველოს სათავეში ყოფნა?

გორბაჩევ-ბუშის 1989 წლის მალტის გარიგებით (რომელსაც ხელმძღვანელობდა წამყვანი ამერიკელი სოვეტოლოგი და კრემლინოლოგი აფროამერიკელი კონდოლიზა რაისი) საბჭოთა კავშირიდან უნდა გასულიყვნენ მხოლოდ ბალტიის რესპუბლიკები, ხოლო დანარჩენს უნდა შეექმნათ „განახლებული საბჭოთა კავშირი" ანუ დსთ. ამდენად, საქართველოს ხელისუფლების ლტოლვა დამოუკიდებლობისა და სსრკ-დან გასვლისაკენ ეწინააღმდეგებოდა არა მხოლოდ სსრკ, არამედ -- დასავლეთისა და პირველ რიგში ამერიკის ინტერესებს. სწორედ ამიტომ იყო, რომ ზვიად გამსახურდია შეიქნა „დინების წინააღმდეგ მცურავი კაცი". სწორედ და ზუსტად ამიტომ იყო მოულოდნელი დასავლეთისა და ამერიკისათვის სსრკ დანგრევა და სწორედ და ზუსტად ამიტომ დაგვიანდა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება (რაც აბსოლუტურად სავალალო ამოჩნდა საბოლოოდ).

11. მოკლედ რომ გვითხრათ, მოვლენების რა განვითარებას პროგნოზირებთ ახლო მომავლის საქართველოსთვის?

საქართველოს ახლო მომავალში ელის ხანგრძლივვადიანი უიმედობის, გულგატეხილობის (ნატო-სა და აფხაზეთ-სამაჩაბლოს შემოერთების ჩაშლის გამო), პოლიტიკური სტაგნაციისა და უძრაობის ხანა (ძალე ზომიერი და ჩლუნგი ეკონომიკური განვითარების პირობებში) -- როდესაც მონათესავე არსის ძალთა ფსევდოპოლიტიკური ფარს-კამპანიები გახდება პოლიტიკური აქტივობის სიმულაციის მთავარი მიმართულება. საქართველოს ელის უალტერნატივო არჩევნები, პოლიტიკური მრწამსით ტყუპი პარტიების საცირკო ჭიდილები, პოლიტიკური ფიგურების საცირკო პიარ თავშესაქცევები.
 
იხ. სტატია:
  
  
კატეგორია: თვალთახედვა | დაამატა: მოურავი (2010-05-14)
ნანახია: 1651 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 მოურავი  
0
აბი-გლუკოზა -- ნუ ცელქობთ, გეთაყვა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები