შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

საქართველოს რესპუბლიკა

 
საქართველოს რესპუბლიკის ღერბი


„საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინების“ განცხადება 25 დეკემბერი 2013 წელი
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარის მიერ მზადდება და ყალიბდება  დევნილი (ემიგრაციული) მთავრობის შემადგენლობის განახლება და აღორძინება. ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარის დავალებითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში არსებული წარმომადგენლობის შერჩევის წესისა და წევრთა განსაზღვრის საქმიანობაში, ასევე, მათი სტატუსის, შესაბამისი ფუნქციებისა და აუცილებელი დოკუმენტაციების შემუშავება-შედგენაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინებაც", რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია ამ მიმართულებით.

ეროვნული იდეოლოგიისა და მოძრაობის, ეროვნული ცნობიერების აპოლოგეტიკის აუცილებლობა

(პროექტი)

აპოლოგია ἀπολογία (დაცვა, გამართლება, გამოსარჩლება) — წერილი, თხზულება, ტექსტი, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიის, ვისიმე ან რისიმე დაცვას, გამართლებას, გამოსარჩლებას.

ქართული ეროვნული იდეოლოგიისა და მოძრაობის, ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ -- მისი ილია ჭავჭავაძის თაობის მიერ შექმნა-ჩამოყალიბებისთანავე -- საუკუნეზე მეტია, რაც გააფთრებული თავდასხმები და აგრესია ხორციელდება. ეს აგრესია განსაკუთრებით გამძაფრდა და გაძლიერდა საქართველოში ჯერ ანტიეროვნული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ და შემდგომ კი სააკაშვილის ანტიეროვნულ-გლობალისტურ-კომპრადორული რეჟიმის ზეობისას.


1992-1993 წლების ომი აფხაზეთში პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილების სამართლებრივ ასპექტებში

როგორც ცნობილია, საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების ე.წ. პარლამენტმა 2005 წლის 11 მარტს მიიღო დადგენილება (N 1104 - Iს) რომელშიც აღნიშნულია:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

ამ დადგენილების შესაბამისად საქართველოს 1990 წლის პარლამენტის ლეგიტიმურობა აღიარებულია არჩევიდან 5 წლის განმავლობაში ანუ 1995 წლამდე, ხოლო 1991 წელს არჩეული პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას ლეგიტიმურობა აღიარებულია 1996 წლამდე -- ანუ სათანადო კანონებით დადგენილი ვადების შესაბამისად.


მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლების“ სააკაშვილის რეჟიმთან კოლაბორაციონისტობის ფაქტები

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შემდგომ, დევნილი ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების დისკრედიტაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ინსტიტუტს წარმოადგენს მ.არჩვაძის მიერ შექმნილი ფალსიფიცირებული  ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება" და ე.წ. „მრგვალი მაგიდის ორგანიზაციები" -- რომელთა მთავარი დანიშნულებაა ეროვნული მოძრაობის საბოლოო დეგორგანიზება, განადგურება და მოსპობა.

მ.არჩვაძე როგორც ანტიეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ მომუშავე, ძირგამომთხრელი და მადისკრედიტებელი ინსტიტუცია შეიქმნა ჯერ კიდევ ე.შევარდნაძის რეჟიმის ხელშეწყობით და იქიდან მოყოლებული აქტიურად ამსხვრევდა და ანადგურებდა ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებსა და მმართველ (ლეგიტიმურ საპარლამენტო პარტიებს): „ჰელსინკის კავშირს", „წმინდა ილია მართლის საზოგადოებას", „მრგვალ მაგიდას".

ის, რომ მ.არჩვაძის ხელქვეითი, მარიონეტული ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება" როგორც შევარდნაძის, ასევე -- სააკაშვილის რეჩიმებისთვის ფრიად ხელსაყრელი ინსტიტუცია და გავლენის აგენტურაა, იქიდანაც კარგად ჩანს, რომ სამთავრობო მას-მედია მხოლოდ მათ წარმოადგენენ, აფიშირებენ და აბსოლუტურად ჩქმალავენ ემიგრაციაში მყოფ უკომპრომისო ლეგიტიმურ ხელისუფლებას.

მეორე მხრივ მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება" -- ვითომ პარლამენტი და ვითომ მინისტრთა კაბინეტი პირადად მ.არჩვაძისა და მისი ოჯახის ყოფის უზრუნველმყოფ სტრუქტურებად არიან ქცეულები და საქართველოს ანტიეროვნულ-გლობალისტურ-კომპრადორულ რეჟიმთან ბრძოლის ნაცვლად მ.არჩვაძის პირადი ამბიციების, საჭიროებებისა და პირადი ეკონომიკურ-სამეურნეო ინტერესების მოგვარებით არიან უპირატესად დასაქმებულები.

ქვემოთ მოტანილია იმის მაგალითები, თუ როგორ მოღალატურად დემონსტრაციულად თანამშრომლობდენ, კოლაბორაციონისტობდენ მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება", მისი ინსტიტუციის აპარატის წევრები სააკაშვილის რეჟიმთან, ქმნიდენ რა მასთან ერთად სხვადასხვა არალეგიტიმურ „ორგანოებს" -- რითაც ლეგიტიმურობის თვით იდეას ძნელად გამოსასწორებელი ზიანი მიაყენა.


შეკითხვები, რომლებიც პატიოსანმა, მოაზროვნე და ანალიზის უნარიანმა ჟურნალისტებმა აუცილებლად უნდა დაუსვან კოკოს კომისიას: დაჯამება
კოკოს კომისიას ოფიციალურად ჰქვია „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია", მაგრამ ამ კომისიის არც ერთ დოკუმენტში და კომისიის წევრების არც ერთ საჯარო გამოსვლაში არ გაჟღერებულა თვითმკვლელობის დამადასტურებელი არც ერთი არგუმენტი – აგრესიული დაჟინებით მხოლოდ მკვლელობის ვითომ დამადასტურებელ ფაქტებსა და გარემოებებზეა გამახვილებული ყურადღება.

გადაიწერეთ/ნახეთ ეს მასალა PDF ფორმატში >>>

ქ-ნ ლეილა ცომაიას აზროვნების მარგალიტები
საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიის შექმნამ (რომელსაც პრეზიდენტის უფროსი შვილი, პარლამენტარი კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობს) მოსვენება განსაკუთრებით დაუკარგა ეროვნული მთავრობის პრემიერ- მინისტრს ბესარიონ გუგუშვილს და პრეზიდენტის დაცვის იმ წევრებს, რომლებიც ბესარიონ გუგუშვილთან ერთად იმყოფებოდნენ პრეზიდენტის გარდაცვალების დროს (რობიზონ მარგველანი, ბაჩუკი გვანცელაძე და გოჩა კეკენაძე).

დედანი: ბესარიონ გუგუშვილის პასუხები „Georgian Times“-ს (2010.05.07)
ბესარიონ გუგუშვილის პასუხები „Georgian Times"-ს (2010.05.07): დედანი (შემოკლებების გარეშე)

თვალთახედვა: ვინ დაბრუნდება აფხაზეთში? -- დემოგრაფიული კატასტროფა
ყველაზე მწვავე და მძიმე პრობლემა, რომელიც ქართველი ერის, მოდგმის (და არა კომპრადორული სახელმწიფოს) წინაშე დგას -- ეს არის ქართველთა მოდგმის დემოგრაფიული კატასტროფა -- რომლის მიჩქმალვასაც ყოველგვარად ცდილობს სააკაშვილის გლობალისტურ-კომპრადორული და ამდენად ანტიეროვნული რეჟიმი.

თვალთახედვა: საქართველო ქართველი ერის წინააღმდეგ
საქართველოსა და ქართველ ერში ჩანერგილი მტრული გლობალიტურ-კომპრადორული სისტემის მიერ ქართველობის ერთ-ერთი არსებითი სატყუარა გახლავთ ქართველი ერის (როგორც ეთნიკური ქართველობის, ქართველთა მოდგმის) და საქართველოს (როგორც ისტორიული საქართველოს ტერიტორიის ერთი, მცირე ნაწილის) სისტემების ურთიერთ აღრევა პოლიტიკაში, იდეოლოგიასა და პროპაგანდაში.

თვალთახედვა: მომხიბლავობის ფასი
მავანს შეუძლია გვითხრას (უფრო სწორედ შეეცადოს მოგვატყუოს), რომ დასავლეთი საკმარისად ეხმარება საქართველოს, რათა საქართველოს ეკონომიკამ თანდათანობით გაასწროს რუსეთისას, მოუახლოვდეს ევროპულ დონეს და ამითი გახდეს „მომხიბლავი". კიდევ კარგი არსებობს საკმარისად თვალნათელი ფაქტობრივი მაგალითები.

თვალთახედვა: მოთმინებითა შენითა მოიპოვე მომხიბლაობა შენი
ვნახოთ რა უნდა მოხდეს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ რუსეთზე ორიენტირებას საქართველოზე ორიენტირება ამჯობინოს -- როგორაა ეს მისაწვდომი თუნდაც ეკონომიკური მომხიბვლელობის თვალსაზრისით.

თვალთახედვა: სიძულვილში ჩახუტება
მიმდინარე ქართული (თუმცა არა მხოლოდ ქართული) პოლიტიკის ძალზე არსებითი ნიშანია სიძულვილობითი ურთიერთობებისა და გაერთიანებების ზეობა და არა რაიმე სირღმივი, კონსტრუქციული პოლიტიკურის, ეკონომიკურის ან თუნდაც სოციალურისა.

თვალთახედვა: კომპრადორული ფენა, კლასი
დღევანდელი ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის ძალზე არსებითი ფაქტორია კომპრადორთა მრავალრიცხვოვანი ფენის გაჩენა, გაძლიერება და მისი ბრძოლა ძალაუფლებისასთვის -- პოლიტიკაში, ეკონომიკაში, მედიაში და მისი თანდათანობითი ჩამოყალიბება მმართველ სოციალურ-პოლიტიკურ კლასად.

ბესარიონ გუგუშვილი: რა ნახეს ზოგიერთებმა საერთო, ანტიეროვნულ, გლობალისტ სააკაშვილსა და ეროვნული იდეის მამამთავარს, ზვიად გამსახურდიას შორის
დღეს, სამწუხაროდ, საქართველო არშემდგარი, ხეიბარი სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიების უდიდესი ნაწილიც ოკუპირებული და ანექსირებულია რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ — ანუ, არ არსებობს საქართველოს მეზობელი სახელმწიფო, რომ მისი რაღაც ტერიტორია არ ჰქონდეს მიტაცებული. საქართველოს განაგებს ანტიქართული, მარიონეტული, გლობალისტური ხელისუფლება, რომელიც ქართველი ერისადმი, ქართული კულტურისა და ცივილიზაციისადმი მტრულად არის განწყობილი. და რაც ყველაზე მთავარია, დღეს ქვეყანაში გამეფებულია ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ნიშანი — ტოტალური უპასუხისმგებლობა. საქართველოს პოლიტიკური ელიტა დღეს უპასუხისმგებლო ელიტაა — როგორც სამართლებრივ, ასევე ზნეობრივ-სულიერ ასპექტში.

ვახტანგ ხმელიძე: სიტყვა საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთის დიასპორათა მსოფლიო ფორუმზე, 2010 წლის 25 აპრილი
კანონიერების აღდგენით საქართველო უბრუნდება 1991წლის მდგომარეობას, აუქმებს ყველა იმ ხელშეკრულებას და შეთანხმებას რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ერის ინტერესებს. კანონიერების აღდგენით, იცოდეს ყველამ საქართველოში, მოისპობა ყველა ის წინააღმდეგობა, ურთიერთდაპირისპირება, შუღლი, ბოროტება, ურთიერთგაუტანლობა რაც არსებობს სამწუხაროდ ჩვენს შორის დრესდღეობით.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მანიფესტი 28.11.2009
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს, ქართველი ერის მოკავშირე, მფარველი და მხსნელი უფალია და არა რომელიმე ზესახელმწიფო. საქართველოში არსებულ ყველა ეროვნულ ძალას მოვუწოდებთ გაერთიანებას გულწრფელი, გაუსვრელი ეროვნული მოღვაწეების გარშემო, ვუსურვებთ ეროვნული მოძრაობის თანდათანობით აღორძინებას ტყვეობის ურთულეს გარემოში — რამდენადაც მხოლოდ ეროვნულ მოძრაობას შეუძლია, იხსნას ქართველი ერი, მთელი ქართველი ხალხი ტყვეობისაგან და კვლავ შექმნას ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლება — ქართველების, მთელი ქართველი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების დამცველი ხელისუფლება.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მემორანდუმი
ქვეყანაში შექმნილი ვითარება კრიტიკულ ზღვარს გადასცდა. საქართველოსთვის ამ ავბედით ეტაპზე ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის დაწყება ქვეყანას ისე სჭირდება როგორც არასდროს. მის დღევანდელ მიზანს, ეროვნულად მოაზროვნე ძალების გადარჩენა, კონსოლიდაცია და საქართველოს გადარსაჩენად დარაზმვა წარმოადგენს. აი, ამისთვის აღსდგა და ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა. გამოქვეყნდა მისი მანიფესტი და მიღებულ იქნა მემორანდუმი.

Правительство Польши в изгнании

Правительство Польши в изгнании (польск. Rząd RP na uchodźstwie) — правительство Республики Польша, действовавшее после оккупации страны в сентябре-октябре 1939 года. Правительству Республики Польша в изгнании во время войны подчинялись польские вооружённые силы, действовавшие в Польше (Армия крайова) и за рубежом. Местопребыванием правительства был Лондон. Хотя и немногими признанное и не имеющее реальной власти после Второй мировой войны, оно продолжало существовать до последних дней коммунистического правления в Польше. Правительство завершило свою деятельность после избрания Леха Валенсы и принятия им присяги в качестве президента Польши и передачи ему президентских регалий от президента Рышарда Качоровского.


9 აბრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
საქართველოს რესპუბლის მთავრობა დევნილობაში გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთ მონათა შენთა: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ვენერა მეტრეველი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, მარინე ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე, შალვა ქვასროლიაშვილი და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა, და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულ მამათა, ძმათა და დათა, მიუტევენ შეცოდებანი მათნი, და მიეც მათ საუკუნო ხსენება. ამინ.


2010 წლის საეკლესიო კალენდარი (ახალი სტილით)
2010 წლის საეკლესიო კალენდარი -- დღესასწაულები, მარხვები და სხვ.

საქართველოს ეთნიკური უმცირესობები და 1991 წ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი
1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი. მის მონაწილეთა 90,8 პროცენტმა დადებითად უპასუხა შეკითხვაზე: თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

„ქარტია 2010” და ლეგიტიმურობა
რატომ „1990-91 წწ უზენაესი საბჭო"? -- მაშინ როდესაც -- ფაქტობრივი ძალაუფლების „პარლამენტიც" კი: «კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს ... ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში»... -- და, რატომ მაინც და მაინც ახლა, 2010 წლის მარტში „დადგა დრო დასავლეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქტიურად გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი" -- ეროვნული ხელისუფლების განდევნის შემდგომ განა არ იყო საჭირო პოზიციის გამოხატვა „საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი"?

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ
გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო - აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები...

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ ოლქის სტატუსის შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ
გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტათა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე.წ. "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად" გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისთვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებს და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 2 სექტემბრის დადგენილებას.

დოკუმენტური ვიდეომასალა საქართველოსა და კავკასიის უახლესი ისტორიისათვის
ვიდეომასალა საქართველოსა და კავკასიის უახლესი ისტორიისათვის

ზ.გამსახურდიას გამოსვლა ზუგდიდის ტელევიზიით 1993 წლის 26 სექტემბერს
ზ.გამსახურდიას გამოსვლა ზუგდიდის ტელევიზიით 1993 წლის 26 სექტემბერს

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა პრეზიდენტ ბორის ელცინთან ყაზბეგში, 23 მარტი 1991
ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავდმჯდომარე, ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი წინააღმდეგობის მოძრაობაზე
პირველად ქართულ ინტერნეტში წარმოდგენილია ფილმი, რომელიც მოამზადეს და დასავლეთელ ჟურნალისტებს შორის ავრცელებდნენ ზვიად გამსახურდიას ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეები 1992 წლის დასაწყისში იმ იმედად, რომ მსოფლიოს გააგებინებდნენ სიმართლეს.

ზვიად გამსახურდია: 1993 წლის 29 თებერვლის მიმართვა სტუდენტი ახალგაზრდობისადმი
უკანასკნელ ხანებში სანუგეშო ძვრებს ვხედავ ჩვენი ახალგაზრდობის აზროვნებაში ამ მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ სტუდენტობა საბოლოოდ გაარჩევს თეთრს და შავს, დაუბრუნდება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას და იხსნის საქართველოს დაღუპვისაგან.

დევნილი უზენაესი საბჭოს სხდომა გროზნიში,1992 მარტი
დევნილმა უზენაესმა საბჭომ, მინისტრთა კაბინეტმა და რაიონულმა ხელისუფლებებმა არ დათმეს კანონიერება, არ შეუშინდნენ კრიმინალური ხუნტის ტერორს და 1992 წლის მარტში შეიკრიბენ გროზნიში, სადაც, 73 დეპუტატის შემადგენლობით ჩატარდა უზენაესი საბჭოს სხდომა. დეპუტატთა დიდი უმეტესობა საქართველოდან ჩამოვიდა. უზენაესმა საბჭომ დასახა კრიმინალურ ხუნტასთან ბრძოლის ღონისძიებები. ჩატარდა აგრეთვე მინისტრთა კაბინეტისა და პრეფექტების ერთობლივი სხდომა, რომელთაც მოისმინეს პრეზიდენტის წინადადებები კანონიერი ხელისუფლების ორგანოების მუშაობის შესახებ.

გამსახურდიამ დააგვიანა, შეაფერხა პრივატიზება და ამითი დაღუპა საქართველოს ეკონომიკა?
საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არა თუ არ ჩამორჩებოდა, არამედ - უსწრებდა ყველა სხვა რესპუბლკას პრივატიზების დარგში (ისევე, როგორც რეფორმების ყველა სხვა მიმართულებაში).

„მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო“ - პარტია?
პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო" ანტიეროვნული ძალები მუდმივად ავრცელებდნენ და ავრცელებენ…

სიგუა-კიტოვანის დაჯგუფების როლი 1991-1992 წლების პუტჩში
ნეოპუტჩისტური, ნაცური ხელისუფლების ერთგული მას-მედია ბოლო ხანებში ინტენსიურად ნერგავს სიცრუეს, თითქოს ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ პუტჩი მოაწყეს თვით ეროვნული ხელისუფლების მოღალატე ძალებმა - სიგუა-კიტოვანის დაჯგუფების სახით. ამით პუტჩისტები და ნეოპუტჩისტები ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალება საკუთრივ ეროვნულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას დააკისრონ - მისი „შეცდომებით" განაპირობონ.

ეროვნული ხელისუფლება და აფხაზეთი
ზვიად გამსახურდია: „ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ...ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე... საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას... "

ანტიეროვნული ძალების მიზნები აფხაზეთის ომში

აფხაზეთში შევარდნაძისა და მისი ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტის მიერ პროვოცირებული და გაჩაღებული ომი შემდეგ მიზნებს ისახავდა: ა) შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების უმთავრესი პირობის - რუსეთისათვის აფხაზეთის გადაცემის აღსრულება, ბ) აფხაზეთში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის ომში ჩათრევით მოსპობა (შესრულდა ომის მეორე ეტაპზე), გ) სამეგრელოში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის ომში ჩათრევით მოსპობა (ვერ შესრულდა აფხაზეთის ომის პერიოდში აუცილებელი გახდა ბალტინის საექსპედიციო კორპუსისა და ძერჟინსკის დივიზიის გამოყენება), დ) კიტოვან-სიგუას „გვარდიის" ომში მოსპობა და ამითი სიგუა-კიტოვანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად განხორციელდა ომის პირველ ეტაპზე), ე) ჯაბა იოსელიანის „მხედრიონის" ომში მოსპობა და ამითი ჯ.იოსელიანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე), ვ) ყარყარაშვილის შეიარაღებული დაჯგუფების მოსპობა და ამითი ყარყარაშვილის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე, ხოლო შემდეგ ყარყარაშვილზე ტერაქტით), ზ) შინაგანი პოლიტიკური, და - რაც არსებითია - სოციალური დაძაბულობის გადატანა გარეგან სფეროზე - პროვოცირებულ „საქართველო-აფხაზეთის" ომზე, საომარ ისტერიაზე (არსებითწილად ეს მიზქანი მიღწეული იქნა). ამ მიზნების შესრულებით შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიულმა ელიტამ გაინაღდა საქართველოზე 13 წლიანი განუყოფელი ბატონობა და განუკითხავობის ვითარებაში ერის სასტიკი ძარცვის პირობები.


განკარგულება № 27-2-2010/1
საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების ე.წ. პარლამენტის „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისის" წევრებისა და წარმომადგენლების ფინეთში ჩამოსვლის შემთხვევაში მათი დაკითხვის შესახებ.

„საქართველოს ჰელსინკის კავშირის – ეროვნული აღორძინების“ მერვე ყრილობა

მიმდინარე, 2009 წლის 12 ივლისს ჩატარდა „საქართველოს ჰელსინკის კავშირის – ეროვნული აღორძინების" მორიგი მერვე ყრილობა. ყრილობამ დადებითად შეაფასა კავშირის განვლილი ეტაპის მუშაობა, შეიტანა ცვლილებები და დამატებები წესდებასა და პროგრამაში. არჩეულ იქნა კავშირის პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა (თავმჯდომარე ფირუზ დიაკონიძე, მოადგილე ნუკრი ბაღდავაძე).

ყრილობამ საგანგებო რეზოლუციით განსაზღვრა კავშირის აქტიური ჩაბმა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების კონცეფცია.


საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის განცხადება (25 ივლისი 2009)
1992 წლის დამდეგს ეროვნული ხელისუფლება, მთავრობა იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი (სადაც გრძელდებოდა მისი მხარდამჭერების მასსობრივი უმძაფრესი საპროტესტო მოძრაობა) და ხელისუფლებისათვის ბრძოლა განეგრძო უმთავრესად დასავლეთ საქართველოდან, რაც 1993 წლის შუახანებში გადაიზარდა ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენის მასსობრივი, ძირითადად მშვიდობიანი, შეუიარაღებელი მოძრაობით. მაგრამ, სსრკ სამართალმემკვიდრე რუსეთისა და დასავლეთის საქართველოს შინაგან საქმეებში უხეში ჩარევით, რისი კულმინაციაც გახდა აშშ თხოვნით განხორციელებული რუსეთ-უკრაინა-სომხეთის მასშტაბური ერთობლივი შეიარაღებული ინტერვენცია დასავლეთ საქართველოში. საინტერვენციო ძალების შეტევის შედეგად პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თავის პოსტზე დაიღუპა, ხოლო -- ეროვნული, ლეგიტიმური მთავრობა კვლავ იძულებული გახდა დევნილობაში წასულიყო.

მიმდინარე ნაციონალისტური ისტერია და მისი შესაძლო შედეგები (2006, 02 დეკემბერი)

ეროვნულად განწყობილ ქართველობას კარგად ახსოვს, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ეროვნული ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად პუტჩის შემდგომ შევარდნაძის მიღალატე ხელისუფლების მიერ ხელოვნურად გაღვივებული ნაციონალისტური ისტერიის ფონზე საქართველო ჩათრეული იქნა დამარცხებისათვის განწირულ, „გაყიდულ" სამხედრო კონფლიქტებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში - „აფხაზეთის ხაფანგში". გარკვეული თვალსაზრისით მსგავსი მოვლენები ვითარდება ახლაც...


მიმართვა ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეებს (2007, 9 ნოემბერი)

2007 წლის სექტემბერ-ნოემბერსა და 2008 წლის დამდეგიდან ანტიეროვნული ძალების იმ ნაწილმა, რომელიც ხელისუფლების გარეშე დარჩა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოინდომა რა გავლენის სფეროების გადანაწილება ნაცმოძრაობის შინაგანი და საგარეო პოლიტიკით ქართველი ხალხის მასობრივი უკმაყოფილების ფონზე -- მოაწყო ფართომასშტაბოვანი პროვოკაციები, რომელიც ძალზე მოსალოდნელი და იოლად პროგნოზირებადი სავალალო შედეგით - მასობრივი რეპრესიებით დასრულდა და ხალხისათვის საძულველი ანტიეროვნული რეჟიმის დროებითი განმტკიცება გამოიწვია.


საქართველოში ლეგიტიმურობის აღდგენის საკითხები

1992 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც განდევნეს ეროვნული ხელისუფლება, არ შემწყდარა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემის აქტუალობა. წლები გადის და ეს საკითხი ისევ რჩება საქართველოს უმძაფრეს პოლიტიკურ პრობლემად. ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების აღდგენა საქართველოს სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის ერთადერთ გარანტიად რჩება.ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენდა ეროვნული ხელისუფლება და ეს საფიქრებელია მიუთითებს იმასაც თუ რა გზებით შეიძლება ამ და ასეთი ხელისუფლების აღდგენა - ზოგადად ლეგიტიმურობის აღდგენა.



© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები