სექციის კატეგორიები

თეორია და პრაქტიკა [24]
აქტუალური საკითხების განმარტებები
ოფიციალური მასალა [17]
სხვა-და-სხვა [1]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 41
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 4 5 »

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარის მიერ მზადდება და ყალიბდება  დევნილი (ემიგრაციული) მთავრობის შემადგენლობის განახლება და აღორძინება. ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარის დავალებითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში არსებული წარმომადგენლობის შერჩევის წესისა და წევრთა განსაზღვრის საქმიანობაში, ასევე, მათი სტატუსის, შესაბამისი ფუნქციებისა და აუცილებელი დოკუმენტაციების შემუშავება-შედგენაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინებაც", რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია ამ მიმართულებით.
განცხადებები | Views: 1404 | Added by: მოურავი | Date: 2014-02-07 | Comments (0)

(პროექტი)

აპოლოგია ἀπολογία (დაცვა, გამართლება, გამოსარჩლება) — წერილი, თხზულება, ტექსტი, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიის, ვისიმე ან რისიმე დაცვას, გამართლებას, გამოსარჩლებას.

ქართული ეროვნული იდეოლოგიისა და მოძრაობის, ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ -- მისი ილია ჭავჭავაძის თაობის მიერ შექმნა-ჩამოყალიბებისთანავე -- საუკუნეზე მეტია, რაც გააფთრებული თავდასხმები და აგრესია ხორციელდება. ეს აგრესია განსაკუთრებით გამძაფრდა და გაძლიერდა საქართველოში ჯერ ანტიეროვნული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ და შემდგომ კი სააკაშვილის ანტიეროვნულ-გლობალისტურ-კომპრადორული რეჟიმის ზეობისას.

აპოლოგეტიკა | Views: 1501 | Added by: მოურავი | Date: 2010-10-09 | Comments (0)

როგორც ცნობილია, საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების ე.წ. პარლამენტმა 2005 წლის 11 მარტს მიიღო დადგენილება (N 1104 - Iს) რომელშიც აღნიშნულია:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

ამ დადგენილების შესაბამისად საქართველოს 1990 წლის პარლამენტის ლეგიტიმურობა აღიარებულია არჩევიდან 5 წლის განმავლობაში ანუ 1995 წლამდე, ხოლო 1991 წელს არჩეული პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას ლეგიტიმურობა აღიარებულია 1996 წლამდე -- ანუ სათანადო კანონებით დადგენილი ვადების შესაბამისად.

თვალთახედვა | Views: 1529 | Added by: მოურავი | Date: 2010-10-03 | Comments (0)

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შემდგომ, დევნილი ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების დისკრედიტაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ინსტიტუტს წარმოადგენს მ.არჩვაძის მიერ შექმნილი ფალსიფიცირებული  ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება" და ე.წ. „მრგვალი მაგიდის ორგანიზაციები" -- რომელთა მთავარი დანიშნულებაა ეროვნული მოძრაობის საბოლოო დეგორგანიზება, განადგურება და მოსპობა.

მ.არჩვაძე როგორც ანტიეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ მომუშავე, ძირგამომთხრელი და მადისკრედიტებელი ინსტიტუცია შეიქმნა ჯერ კიდევ ე.შევარდნაძის რეჟიმის ხელშეწყობით და იქიდან მოყოლებული აქტიურად ამსხვრევდა და ანადგურებდა ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებსა და მმართველ (ლეგიტიმურ საპარლამენტო პარტიებს): „ჰელსინკის კავშირს", „წმინდა ილია მართლის საზოგადოებას", „მრგვალ მაგიდას".

ის, რომ მ.არჩვაძის ხელქვეითი, მარიონეტული ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება" როგორც შევარდნაძის, ასევე -- სააკაშვილის რეჩიმებისთვის ფრიად ხელსაყრელი ინსტიტუცია და გავლენის აგენტურაა, იქიდანაც კარგად ჩანს, რომ სამთავრობო მას-მედია მხოლოდ მათ წარმოადგენენ, აფიშირებენ და აბსოლუტურად ჩქმალავენ ემიგრაციაში მყოფ უკომპრომისო ლეგიტიმურ ხელისუფლებას.

მეორე მხრივ მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება" -- ვითომ პარლამენტი და ვითომ მინისტრთა კაბინეტი პირადად მ.არჩვაძისა და მისი ოჯახის ყოფის უზრუნველმყოფ სტრუქტურებად არიან ქცეულები და საქართველოს ანტიეროვნულ-გლობალისტურ-კომპრადორულ რეჟიმთან ბრძოლის ნაცვლად მ.არჩვაძის პირადი ამბიციების, საჭიროებებისა და პირადი ეკონომიკურ-სამეურნეო ინტერესების მოგვარებით არიან უპირატესად დასაქმებულები.

ქვემოთ მოტანილია იმის მაგალითები, თუ როგორ მოღალატურად დემონსტრაციულად თანამშრომლობდენ, კოლაბორაციონისტობდენ მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება", მისი ინსტიტუციის აპარატის წევრები სააკაშვილის რეჟიმთან, ქმნიდენ რა მასთან ერთად სხვადასხვა არალეგიტიმურ „ორგანოებს" -- რითაც ლეგიტიმურობის თვით იდეას ძნელად გამოსასწორებელი ზიანი მიაყენა.

ინფორმაცია | Views: 2393 | Added by: მოურავი | Date: 2010-09-20 | Comments (0)

კოკოს კომისიას ოფიციალურად ჰქვია „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია", მაგრამ ამ კომისიის არც ერთ დოკუმენტში და კომისიის წევრების არც ერთ საჯარო გამოსვლაში არ გაჟღერებულა თვითმკვლელობის დამადასტურებელი არც ერთი არგუმენტი – აგრესიული დაჟინებით მხოლოდ მკვლელობის ვითომ დამადასტურებელ ფაქტებსა და გარემოებებზეა გამახვილებული ყურადღება.

გადაიწერეთ/ნახეთ ეს მასალა PDF ფორმატში >>>
თვალთახედვა | Views: 1348 | Added by: მოურავი | Date: 2010-08-26 | Comments (0)

საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიის შექმნამ (რომელსაც პრეზიდენტის უფროსი შვილი, პარლამენტარი კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობს) მოსვენება განსაკუთრებით დაუკარგა ეროვნული მთავრობის პრემიერ- მინისტრს ბესარიონ გუგუშვილს და პრეზიდენტის დაცვის იმ წევრებს, რომლებიც ბესარიონ გუგუშვილთან ერთად იმყოფებოდნენ პრეზიდენტის გარდაცვალების დროს (რობიზონ მარგველანი, ბაჩუკი გვანცელაძე და გოჩა კეკენაძე).
თვალთახედვა | Views: 1736 | Added by: მოურავი | Date: 2010-08-25 | Comments (0)

ბესარიონ გუგუშვილის პასუხები „Georgian Times"-ს (2010.05.07): დედანი (შემოკლებების გარეშე)
თვალთახედვა | Views: 1655 | Added by: მოურავი | Date: 2010-05-14 | Comments (1)

ყველაზე მწვავე და მძიმე პრობლემა, რომელიც ქართველი ერის, მოდგმის (და არა კომპრადორული სახელმწიფოს) წინაშე დგას -- ეს არის ქართველთა მოდგმის დემოგრაფიული კატასტროფა -- რომლის მიჩქმალვასაც ყოველგვარად ცდილობს სააკაშვილის გლობალისტურ-კომპრადორული და ამდენად ანტიეროვნული რეჟიმი.
თვალთახედვა | Views: 1653 | Added by: მოურავი | Date: 2010-05-14 | Comments (1)

საქართველოსა და ქართველ ერში ჩანერგილი მტრული გლობალიტურ-კომპრადორული სისტემის მიერ ქართველობის ერთ-ერთი არსებითი სატყუარა გახლავთ ქართველი ერის (როგორც ეთნიკური ქართველობის, ქართველთა მოდგმის) და საქართველოს (როგორც ისტორიული საქართველოს ტერიტორიის ერთი, მცირე ნაწილის) სისტემების ურთიერთ აღრევა პოლიტიკაში, იდეოლოგიასა და პროპაგანდაში.
თვალთახედვა | Views: 1700 | Added by: მოურავი | Date: 2010-05-14 | Comments (4)

მავანს შეუძლია გვითხრას (უფრო სწორედ შეეცადოს მოგვატყუოს), რომ დასავლეთი საკმარისად ეხმარება საქართველოს, რათა საქართველოს ეკონომიკამ თანდათანობით გაასწროს რუსეთისას, მოუახლოვდეს ევროპულ დონეს და ამითი გახდეს „მომხიბლავი". კიდევ კარგი არსებობს საკმარისად თვალნათელი ფაქტობრივი მაგალითები.
თვალთახედვა | Views: 1475 | Added by: მოურავი | Date: 2010-05-14 | Comments (4)

© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები