სექციის კატეგორიები

განცხადებები [4]
მიმართვები [1]
დადგენილებები [2]
ბრძანებულებები [1]
ინფორმაცია [9]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » ოფიციალური მასალა » ინფორმაცია

მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლების“ სააკაშვილის რეჟიმთან კოლაბორაციონისტობის ფაქტები

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შემდგომ, დევნილი ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების დისკრედიტაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ინსტიტუტს წარმოადგენს მ.არჩვაძის მიერ შექმნილი ფალსიფიცირებული  ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება" და ე.წ. „მრგვალი მაგიდის ორგანიზაციები" -- რომელთა მთავარი დანიშნულებაა ეროვნული მოძრაობის საბოლოო დეგორგანიზება, განადგურება და მოსპობა.

მ.არჩვაძე როგორც ანტიეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ მომუშავე, ძირგამომთხრელი და მადისკრედიტებელი ინსტიტუცია შეიქმნა ჯერ კიდევ ე.შევარდნაძის რეჟიმის ხელშეწყობით და იქიდან მოყოლებული აქტიურად ამსხვრევდა და ანადგურებდა ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებსა და მმართველ (ლეგიტიმურ საპარლამენტო პარტიებს): „ჰელსინკის კავშირს", „წმინდა ილია მართლის საზოგადოებას", „მრგვალ მაგიდას".

ის, რომ მ.არჩვაძის ხელქვეითი, მარიონეტული ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება" როგორც შევარდნაძის, ასევე -- სააკაშვილის რეჩიმებისთვის ფრიად ხელსაყრელი ინსტიტუცია და გავლენის აგენტურაა, იქიდანაც კარგად ჩანს, რომ სამთავრობო მას-მედია მხოლოდ მათ წარმოადგენენ, აფიშირებენ და აბსოლუტურად ჩქმალავენ ემიგრაციაში მყოფ უკომპრომისო ლეგიტიმურ ხელისუფლებას.

მეორე მხრივ მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება" -- ვითომ პარლამენტი და ვითომ მინისტრთა კაბინეტი პირადად მ.არჩვაძისა და მისი ოჯახის ყოფის უზრუნველმყოფ სტრუქტურებად არიან ქცეულები და საქართველოს ანტიეროვნულ-გლობალისტურ-კომპრადორულ რეჟიმთან ბრძოლის ნაცვლად მ.არჩვაძის პირადი ამბიციების, საჭიროებებისა და პირადი ეკონომიკურ-სამეურნეო ინტერესების მოგვარებით არიან უპირატესად დასაქმებულები.

ქვემოთ მოტანილია იმის მაგალითები, თუ როგორ მოღალატურად დემონსტრაციულად თანამშრომლობდენ, კოლაბორაციონისტობდენ მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება", მისი ინსტიტუციის აპარატის წევრები სააკაშვილის რეჟიმთან, ქმნიდენ რა მასთან ერთად სხვადასხვა არალეგიტიმურ „ორგანოებს" -- რითაც ლეგიტიმურობის თვით იდეას ძნელად გამოსასწორებელი ზიანი მიაყენა.

* * *

2004 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ (2004.02.02), ე.წ „საქართველოს დევნილმა კანონიერმა ხელისუფლებამ" მ.არჩვაძის მეთაურობით ოფიციალური წერილით მიმართა და დიალოგი შესთავაზა გაპრეზიდენტებულ მიხეილ სააკაშვილს; წერილს ხელს აწერენ ვიქტორ ფხალაძე და მანანა არჩვაძე-გამსახურდია. ამდენად -- კოლაბორაციონისტობის თვით იდეაც და ინიციატივაც მ.არჩვაძის ფსევდო-ხელისუფლების მხრიდან იყო.

ამონარიდი:

«

სახელმწიფოებრივი პრობლემების მოსაწესრიგებლად და ლეგიტიმური არჩევნების პირობების მოსამზადებლად პარიტეტულ საწყისებზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობით და მისი ბრძანებით შეიქმნას 7-კაციანი ოფიციალური სახელმწიფო კომისია, რომელშიც შევლენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გენერალური პროკურორი და დევნილი კანონიერი ხელისუფლებისა და მთავრობის წევრები; კომისიაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას კონსენსუსის წესით. დევილი ხელისუფლების მხრიდან კომისიაში წარმოდგენილნი არიან:

  1. საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდის სპიკერი, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ 2000 წელს პრემიერ-მინისტრად დანიშნული მანანა არჩვაძე გამსახურდია;
  2. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანთა უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ფუტკარაძე;
  3. ზვიად გამსახურდიას მთავრობის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ რაფავა;
  4. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა ტაბიძე, ქართველი საზოგადოებრიობის წარმომადგენელი

საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე .ფხალაძე
საქართველოს პრემიერ მინისტრი .არჩვაძე-გამსახურდია
2004.02.02

»

წერილის პასუხად, საქართველოს მ.სააკაშვილის მიერ შეიქმნა: "1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი სახელმწიფო კომისია". საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება #174 2004 წლის 21 თებერვალი.

ამ კომისიის შექმნამდე ანალოგიური მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, გენერალური პროკურორის მოადგილის, უზენაესი საბჭოს წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა შემადგენლობით კიდევ ორი კომისია შეიქმნა, რომელთაც იურიდიული დოკუმენტის შექმნა ვერ შეძლეს; კერძოდ: ნ.გაბრიჭიძის 2003 წლის 29 დეკემბრის №50-მ ბრძანებით შეიქმნა "ერთობლივი კომისია" შემდეგი შემადგენლობით: .ჯიქია, .გელაშვილი, .ბერძენაძე, .არჩვაძე, .ფხალაძე, .აფრასიძე, .ჟღენტი, .ფუტკარაძე, .კერვალიშვილი.

2004 წლის 18 თებერვლის ი.ოქრუაშვილის № 17-მ ბრძანებით კი შეიქმნა "ერთობლივი კომისია": .კობერიძე, .გელაშვილი, .ჯანყარაშვილი, .ფუტკარაძე, .რაფავა, .ზარანდია.

მალე ამ სამ კომისიას მიემატა მეოთხე კომისიაც: საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წ. 8 ივლისის #17-მ ბრძანებით „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული და წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 1991-1993 წლებში განვითარებული, ასევე 2003 წლის ჩათვლით თანამდევი ცნობილი მოვლენების შესწავლისათვის შეიქმნა საქართველოს გენერალური პროკურატურის, 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრთა და საზოგადოების წარმომადგენელთა ერთობლივი კომისია შემდეგი შემადგენლობით: .ჯანაშია საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; .ბადრიაშვილი ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; .ფუტკარაძე 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი; .ტაბიძე ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; .რაფავა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; .ანდრიაძე საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი.

* * *

ზემოთმოტანილი დოკუმენტური მასალა ცალსახად ადასტურებს მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლების" სააკაშვილის რეჟიმთან კოლაბორაციონისტობას და მეტიც, ადასტურებს, რომ ეს პროვოკაცია მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლების" სრული გაბითურებით და ლეგიტიმურობის იდეის კიდევ ერთი დისკრედიტაციით დასრულდა.



წყარო: http://www.facebook.com/note.php?note_id=440366354482
კატეგორია: ინფორმაცია | დაამატა: მოურავი (2010-09-20)
ნანახია: 2382 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები