სექციის კატეგორიები

განცხადებები [4]
მიმართვები [1]
დადგენილებები [2]
ბრძანებულებები [1]
ინფორმაცია [9]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » ოფიციალური მასალა

მასალების განყოფილებაში: 16
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 »

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარის მიერ მზადდება და ყალიბდება  დევნილი (ემიგრაციული) მთავრობის შემადგენლობის განახლება და აღორძინება. ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარის დავალებითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში არსებული წარმომადგენლობის შერჩევის წესისა და წევრთა განსაზღვრის საქმიანობაში, ასევე, მათი სტატუსის, შესაბამისი ფუნქციებისა და აუცილებელი დოკუმენტაციების შემუშავება-შედგენაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინებაც", რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია ამ მიმართულებით.
განცხადებები | Views: 1404 | Added by: მოურავი | Date: 2014-02-07 | Comments (0)

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შემდგომ, დევნილი ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების დისკრედიტაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ინსტიტუტს წარმოადგენს მ.არჩვაძის მიერ შექმნილი ფალსიფიცირებული  ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება" და ე.წ. „მრგვალი მაგიდის ორგანიზაციები" -- რომელთა მთავარი დანიშნულებაა ეროვნული მოძრაობის საბოლოო დეგორგანიზება, განადგურება და მოსპობა.

მ.არჩვაძე როგორც ანტიეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ მომუშავე, ძირგამომთხრელი და მადისკრედიტებელი ინსტიტუცია შეიქმნა ჯერ კიდევ ე.შევარდნაძის რეჟიმის ხელშეწყობით და იქიდან მოყოლებული აქტიურად ამსხვრევდა და ანადგურებდა ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებსა და მმართველ (ლეგიტიმურ საპარლამენტო პარტიებს): „ჰელსინკის კავშირს", „წმინდა ილია მართლის საზოგადოებას", „მრგვალ მაგიდას".

ის, რომ მ.არჩვაძის ხელქვეითი, მარიონეტული ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება" როგორც შევარდნაძის, ასევე -- სააკაშვილის რეჩიმებისთვის ფრიად ხელსაყრელი ინსტიტუცია და გავლენის აგენტურაა, იქიდანაც კარგად ჩანს, რომ სამთავრობო მას-მედია მხოლოდ მათ წარმოადგენენ, აფიშირებენ და აბსოლუტურად ჩქმალავენ ემიგრაციაში მყოფ უკომპრომისო ლეგიტიმურ ხელისუფლებას.

მეორე მხრივ მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება" -- ვითომ პარლამენტი და ვითომ მინისტრთა კაბინეტი პირადად მ.არჩვაძისა და მისი ოჯახის ყოფის უზრუნველმყოფ სტრუქტურებად არიან ქცეულები და საქართველოს ანტიეროვნულ-გლობალისტურ-კომპრადორულ რეჟიმთან ბრძოლის ნაცვლად მ.არჩვაძის პირადი ამბიციების, საჭიროებებისა და პირადი ეკონომიკურ-სამეურნეო ინტერესების მოგვარებით არიან უპირატესად დასაქმებულები.

ქვემოთ მოტანილია იმის მაგალითები, თუ როგორ მოღალატურად დემონსტრაციულად თანამშრომლობდენ, კოლაბორაციონისტობდენ მ.არჩვაძის ხელქვეითი ე.წ. „ლეგიტიმური ხელისუფლება", მისი ინსტიტუციის აპარატის წევრები სააკაშვილის რეჟიმთან, ქმნიდენ რა მასთან ერთად სხვადასხვა არალეგიტიმურ „ორგანოებს" -- რითაც ლეგიტიმურობის თვით იდეას ძნელად გამოსასწორებელი ზიანი მიაყენა.

ინფორმაცია | Views: 2393 | Added by: მოურავი | Date: 2010-09-20 | Comments (0)

კანონიერების აღდგენით საქართველო უბრუნდება 1991წლის მდგომარეობას, აუქმებს ყველა იმ ხელშეკრულებას და შეთანხმებას რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ერის ინტერესებს. კანონიერების აღდგენით, იცოდეს ყველამ საქართველოში, მოისპობა ყველა ის წინააღმდეგობა, ურთიერთდაპირისპირება, შუღლი, ბოროტება, ურთიერთგაუტანლობა რაც არსებობს სამწუხაროდ ჩვენს შორის დრესდღეობით.
ინფორმაცია | Views: 1371 | Added by: მოურავი | Date: 2010-04-30 | Comments (0)

ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს, ქართველი ერის მოკავშირე, მფარველი და მხსნელი უფალია და არა რომელიმე ზესახელმწიფო. საქართველოში არსებულ ყველა ეროვნულ ძალას მოვუწოდებთ გაერთიანებას გულწრფელი, გაუსვრელი ეროვნული მოღვაწეების გარშემო, ვუსურვებთ ეროვნული მოძრაობის თანდათანობით აღორძინებას ტყვეობის ურთულეს გარემოში — რამდენადაც მხოლოდ ეროვნულ მოძრაობას შეუძლია, იხსნას ქართველი ერი, მთელი ქართველი ხალხი ტყვეობისაგან და კვლავ შექმნას ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლება — ქართველების, მთელი ქართველი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების დამცველი ხელისუფლება.
ინფორმაცია | Views: 1343 | Added by: მოურავი | Date: 2010-04-26 | Comments (1)

ქვეყანაში შექმნილი ვითარება კრიტიკულ ზღვარს გადასცდა. საქართველოსთვის ამ ავბედით ეტაპზე ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის დაწყება ქვეყანას ისე სჭირდება როგორც არასდროს. მის დღევანდელ მიზანს, ეროვნულად მოაზროვნე ძალების გადარჩენა, კონსოლიდაცია და საქართველოს გადარსაჩენად დარაზმვა წარმოადგენს. აი, ამისთვის აღსდგა და ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა. გამოქვეყნდა მისი მანიფესტი და მიღებულ იქნა მემორანდუმი.
ინფორმაცია | Views: 1745 | Added by: მოურავი | Date: 2010-04-25 | Comments (1)

Правительство Польши в изгнании (польск. Rząd RP na uchodźstwie) — правительство Республики Польша, действовавшее после оккупации страны в сентябре-октябре 1939 года. Правительству Республики Польша в изгнании во время войны подчинялись польские вооружённые силы, действовавшие в Польше (Армия крайова) и за рубежом. Местопребыванием правительства был Лондон. Хотя и немногими признанное и не имеющее реальной власти после Второй мировой войны, оно продолжало существовать до последних дней коммунистического правления в Польше. Правительство завершило свою деятельность после избрания Леха Валенсы и принятия им присяги в качестве президента Польши и передачи ему президентских регалий от президента Рышарда Качоровского.

ინფორმაცია | Views: 2102 | Added by: მოურავი | Date: 2010-04-10 | Comments (0)

საქართველოს რესპუბლის მთავრობა დევნილობაში გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთ მონათა შენთა: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ვენერა მეტრეველი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, მარინე ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე, შალვა ქვასროლიაშვილი და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა, და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულ მამათა, ძმათა და დათა, მიუტევენ შეცოდებანი მათნი, და მიეც მათ საუკუნო ხსენება. ამინ.

განცხადებები | Views: 1647 | Added by: ioseb | Date: 2010-04-09 | Comments (1)

გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო - აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები...
დადგენილებები | Views: 1363 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-20 | Comments (1)

გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტათა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე.წ. "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად" გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისთვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებს და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 2 სექტემბრის დადგენილებას.
დადგენილებები | Views: 1198 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-20 | Comments (0)

ვიდეომასალა საქართველოსა და კავკასიის უახლესი ისტორიისათვის
ინფორმაცია | Views: 1319 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-16 | Comments (0)

1-10 11-16
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები