სექციის კატეგორიები

განცხადებები [4]
მიმართვები [1]
დადგენილებები [2]
ბრძანებულებები [1]
ინფორმაცია [9]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » ოფიციალური მასალა » დადგენილებები

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
კანონი
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ

სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სეპარატისტული ძალები ცდილობენ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის" შექმნით მოახდინონ სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ხელყონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, ჩამოაშორონ საქართველოს მისი ისტორიული, განუყოფელი ნაწილი, რაც აშკარად ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, არამედ თვით სსრ კავშირის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ელემენტარულ ნორმებს.

მიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების არაერთი გაფრთხილებისა, აღკვეთილიყო ავტონომიური ოლქის თვითმარქვია ხელისუფ­ლების უკანონო მოქმედებანი, ოლქში 9 დეკემბერს მაინც ჩატარდა ე.წ. "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის" უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რითაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას რეალური საფრთხე შეექმნა.

იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წელს შეიქმნა ამ რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველი მოსახლეობის ნების უგულებელყოფით და სრულიად საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რაც არაერთხელ დადასტურდა ოლქის არსებობის მანძილზე, აგრეთვე იმის გამო, რომ ოს ხალხს საბჭოთა კავშირში გააჩნია საკუთარი სახელმწიფოებრიობა თავის ისტორიულ ტერიტორიაზე - ჩრდილოეთ ოსეთში და რომ საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში, სადაც მას აქვს და მომავალშიც ექნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1.            გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

2.            გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო - აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები.

3.            ძალადაკარგულად ჩაითვალოს სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის №2 დეკრეტი "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ" და საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონი "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ".

4.            დადასტურდეს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები სეპარატისტული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკად გარდაქმნის ანტიკონსტიტუციურობის შესახებ.

       -       ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის" უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 9 დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები.

5.            საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიამ წარმოადგინოს წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა შეტანის თაობაზე.

6.            საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ:

           i.            საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წარმოუდგინოს წინადადებანი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ:

           ii.            განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ:

           iii.            განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად, თვითმარქვია ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ფუნქციონირების აღსაკვეთად:

           iv.            შეუსაბამოს მთავრობის გადაწყვეტილებები ამ კანონს.

7.            საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ განიხილოს და გადაწყვიტოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არ დაემორჩილნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებს, უხეშად დაარღვიეს კონსტიტუციით დადგენილი არჩევნების ჩატარების წესები, ბოროტად გამოიყენეს თანამდებობის პირთათვის კანონით მინიჭებული უფლებები და რწმუნებები.

8.            კანონი ძალაში შედის მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ.გამსახურდია.
1990 წლის 11 დეკემბერი

 

კატეგორია: დადგენილებები | დაამატა: მოურავი (2010-03-20)
ნანახია: 1358 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 აბი-გლუკოზა  
0
ეს არის კანონიერი ხელისფლების ყველაზე ღრმა ნააზრევითა და უდიდესი პასუხისმგებლობით განმტკიცებული, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწქვეტილება, რომელიც შევა ისტორიაში, როგორც სასწაული !!! biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები