სექციის კატეგორიები

განცხადებები [4]
მიმართვები [1]
დადგენილებები [2]
ბრძანებულებები [1]
ინფორმაცია [9]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » ოფიციალური მასალა » ინფორმაცია

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მემორანდუმი
ისტორიულად, დამპყრობლებისა და მტრების შემოსევების ყველა ეტაპს, იყო ეს შაჰ-აბაის, თემურ ლენგის, მურვან ყრუსა თუ ჯალალედინის, საქართველოში თან ახლდა ტერიტორიების დაკარგვა. ეროვნული ცნობიერებისა და სარწმუნეობის დევნა. ამას ქართველი ხალხი, სამშობლოსა და ქართველი ერის გადასარჩენად, ქვეყანაში ეროვნულ- განმანთავისუფლებელ მოძრაობის დაწყებით პასუხობდა და იმარჯვებდა. ასეა დღესაც. ილიასეულ "მამულს, ენას და სარწმუნეობას" დემოკრატიას ამოფარებული ნიღბით ებრძვიან. ქვეყანაში შექმნილი ვითარება კრიტიკულ ზღვარს გადასცდა. საქართველოსთვის ამ ავბედით ეტაპზე ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის დაწყება ქვეყანას ისე სჭირდება როგორც არასდროს. მის დღევანდელ მიზანს, ეროვნულად მოაზროვნე ძალების გადარჩენა, კონსოლიდაცია და საქართველოს გადარსაჩენად დარაზმვა წარმოადგენს. აი, ამისთვის აღსდგა და ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა. გამოქვეყნდა მისი მანიფესტი და მიღებულ იქნა მემორანდუმი. ანტიქართულ-ანტიმართმადიდებლურად მართულ ქვეყანაში, შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის მხოლოდ რამოდენიმე გზა იკვეთება: ერთი - საქართველოს გადარჩენისათვის ბრძოლაში დაღვრილი სისხლიანი გზაა, რომლის არჩევითა და ქართველთა სისხლის ხელახალი დაღვრით, ცოდვების დამძიმება დაუშვებელია: მეორე, შემოთავაზებული, ეგრეთწოდებული "დემოკრატიული არჩევნებია". ესეც დღევანდელი ადმინისტრაციული რესურსების გათვალისწინებით - გამორიცხულია. არსებობს ქვეყნისათვის კატასტროფის აცილების მესამე გზაც -- სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენა, მომავალი ხელისუფლების სამართლიანი, ლეგიტიმური გზით არჩევა. რეალური ეროვნული თანხმობის მიღწევა. ამ გზის დაუსაბუთებელი უარყოფა კი, მხოლოდ კვლავ კონფრონტაციის, ქვეყნის გათიშულობის, ტერიტორიული მთლიანობის არამოსურნე ძალებსღა აწყობს! საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა იწყებს კომპანიას ამ საკითხთან დაკავშირებულ მემორანდუმზე ხელმოწერების შეგროვების მიზნით, შემოგვიერთდით!

საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის სააკორდინაციო საბჭოს წევრები: თემური დანელია, ნუკრი ბაღდავაძე, ფირუზ დიაკონიზე, ზაზა სიხარულიძე, ბაია ამაშუკელი.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის
მემორანდუმი

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი — საქართველოს პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები, საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ინდივიდუალური პირები, ვაცნობიერებთ რა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის დღევანდელ მძიმე მდგომარეობასა და პასუხისმგებლობას ქართული ერის წინაშე, ვიზიარებთ რა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მანიფესტში განცხადებულ ძირეულ პრინციპებს, ვერთიანდებით საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გარშემო, მემორანდუმზე ხელმოწერით ვთანხმდებით და საქვეყნოდ ვაცხადებთ, რომ:

1991-1993 წლების, ქვეყნის გარედან ინსპირირებულმა, სამხედრო-კრიმინალურმა, სახელმწიფო გადატრიალებამ შესაძლებლობა მოუსპო ეროვნულ ხელისუფლებას ეწარმოებინა აქტიური პოლიტიკა სახელმწიფოებრივობის აღორძინებისა და განვითარების მიმართულებით, საფუძველი დაუდო ტოტალურ უკანონობას, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მასიურ დარღვევებს, დააფუძვნა რა ძალმომრეობის კულტი, მოსახლეობის ნაწილში დაამდაბლა სამართალშეგნება, ან სულაც უარყოფინა მას კანონის უზენაესობის პრინციპი. ამან კი თავისთავად დააბრკოლა საქართველოში სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცება, ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაძლიერება და ამასთან, ქვეყნის საკაცობრიო განვითარებაც. საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების რეორგანიზების დაწყებიდან, რაც ე. წ. ხავერდოვან რევოლუციად წარმოგვიდგინეს, დროებითმა ფაქტობრივმა მმართველობამ და მათ უკან მდგარმა ძალებმა გააყალბა საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობითი არჩევნები, მიიტაცა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ქვეყანაში მოკლა პოლიტიკური პროცესები და ოპონენტებს დაუტოვა მხოლოდ ქუჩის პოლიტიკის არეალი, ციხეები გაავსო პოლიტპატიმრებით, დაიმორჩილა მედიის დიდი ნაწილი და აწარმოებს საზოგადოების ცნობიერებაზე მავნე ზემოქმედებას, ეკონომიკის „პრიორიტეტად" აქცია წართმევა, გააღატაკა მოსახლეობა, მიზანმიმართულად გაანადგურა პროფესიონალი კადრები, სამარცხვინოდ დაკარგა სამაჩაბლო და აფხაზეთი.

სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობის, ქვეყნის საკუთარი განმგებლობის უფლებიდან, სახელმწიფოთა უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც მსოფლიოს ერთა კულტურათა და კოლექტიური უსაფრთხოების, მასთან ერთად ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ფუძემდებლური პრინციპიდან გამომდინარე, დადგა გადარჩენის უკანასკნელ შესაძლებლობათა გამონახვა–გატარების აუცილებლობის გარდაუვალობა, ამისათვის ყველა საქმე, იქნება ეს მეურნეობრივი, წარმოებრივი, ცხოვრებისეული, სოციალური, ეკოლოგიური, პოლიტიკური თუ სხვა, უნდა ვაქციოთ საკუთარ საქმედ და გავხადოთ ერთიანი, განუყოფელი საქართველოს სახელმწიფოს, მისი ხალხის ინტერესების დამცველად, რათა აშენდეს ერთიანი ეროვნული სხეულით გასხივოსნებული სახელმწიფო. ყოველივე ამის განსახორციელებლად კი აუცილებელია, საქართველომ, სხვა მნიშვნელოვან პრობლემათა შორის გადაჭრას უპირველესი პრობლემა — უნდა აღდგეს და მოწესრიგდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი კანონიერების, სამართალმემკვიდრეობისა და ტერიტორიულ მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი;

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწეობის ისტორიულობა და მისი ეგზისტენციალური დრო არ შეწყვეტილა. იგი გაგრძელდება მანამდე, სანამ საქართველო არ განმტკიცდება თავის თავისუფლებაში ყველა — პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და გეოპოლიტიკური ასპექტით. შესაბამისად უწყვეტია მისი ისტორიულ-თემატური დრო და ამ დროში მის მიერ დატოვებული კვალიც, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ამდენად უმნიშვნელოვანესია საქართველოში ლეგიტიმურობის აღდგენის, ეროვნული ხელისუფლებისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საკითხები.

საქართველოს ეროვნულ-გამანთავისულებელი მოძრაობასთან ერთად ვიღებთ ინიციატივას ვიყოთ ამ პროცესების წამმართავი ძალა, რომლის მიზანი იქნება დაამკვიდროს ქვეყანაში მშვიდობა, ურთიერთგაგება, მონანიებისა და მიტევების გზით ხელი შევუწყოთ ეროვნული თანხმობისა და შერიგების პროცესს. მიგვაჩნია, რომ არა რომელიმე სხვა მოწოდება, ლოზუნგი, არამედ - სწორედ სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის, დემოკრატიული და სუვერენული საქართველოს გადარჩენის იდეა უნდა გახდეს ის შემაკავშირებული სტრატეგია, რომელმაც შესაძლებელი უნდა გახადოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება და რეალურად ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თანხმობის მიღწევა. მხოლოდ სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების ძირითად პრინციპეპზე დაყრდნობით მიღწეული სრული, ჭეშმარიტი ეროვნული თანხმობა და შერიგება წარმოადგენდეს ერთადერთ სავალდებულო პოზიციას სახელმწიფოს ყველა მოქალაქისათვის, პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური ორგანიზაციებისათვის და ეს ბრძოლა გავაგრძელოთ მანამ, სანამ ქართველ ხალხს არ ეყოლება ერის ნების გამომხატველი სამართლებრივი, კანონიერი, ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლება, რამეთუ მიგვაჩნია, რომ სხვა გზა არის გათიშულობის, დაპირისპირების და კონფრონტაციის გზა;

მიზნად უნდა დავისახოთ: საქართველოს გათავისუფლება ქვეყნის შიდა, თუ გარე ბოროტი ძალებისაგან და ამ მიზნის მისაღწევად განვაახლოთ საქართველოს ეროვნულ-განმათავისულებელი მოძრაობა, გავაერთიანოდ ჩვენი ადამიანური, ორგანიზაციული, საინფორმაციო, ფინანსური და სხვა რესურსები, ავირჩიოთ მიზანმიმართული, შეურიგებელი და თავგანწირული ბრძოლის გზა, ჩვენს რიგებში მოვუხმოთ ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს, რათა ერთად ვიხსნათ სამშობლო;

საქართველოს ნამდვილ მამულიშვილს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს და სჯეროდეს, რომ უნდა ემსახუროს ქართველი ხალხის უზენაესობას, მარადიული ჭეშმარიტების მოთხოვნებს. ვუერთდებით საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ქართველი პოლიტემიგრანტების მოთხოვნებასა და მიმართვებს სახელმწიფოებრიობის სამართლებრივი წყვეტის აღმოფხვრასა და ახალი ლეგიტიმირებული, სამართლებრივი არჩევნების დანიშვნას, რამეთუ სწორედ ასეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებასა და გამარჯვებას აქვს აზრი. მხოლოდ მას შემდეგაა რეალური და უცილობელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ემიგრანტთა, ლტოლვილთა და დევნილთა მშობლიურ კერაზე დასაბრუნებლად ხელსაყრელი პირობების შექმნა. დიდი მიზნების მიღწევას შესაძლოა ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდეს. გამარჯვების გარანტი სწორად საქართველოს ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ დაუოკებელი სწრაფვაა;

მთავარი ამოცანაა ყველა სფეროში ერის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრება, საკუთარი იერსახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრება.

ვერთიანდებით სამშობლოს გადასარჩენად!
უკანონობას შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ კანონით!
უსამართლობას შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სამართლით!
სიცრუეს კი შეიძლება მოვერიოთ სიმართლით!

საქართველომ პირუთვნელად უნდა აღასრულოს თავისი სულიერი მისია კაცობრიობის წინაშე.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ქართველ ერს ჰპირდება თავისუფლებას!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!
კატეგორია: ინფორმაცია | დაამატა: მოურავი (2010-04-25)
ნანახია: 1741 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ioseb  
0
ქართველი მამულიშვილები კვლავ იმაზე დგანან, რომ საქართველომ, ქართველმა ერმა პირუთვნელად უნდა აღასრულოს თავისი სულიერი მისსია კაცობრიობის წინაშე, რომელიც X საუკუნის სასულიერო მწერალმა და ჰიმნოგრაფმა იოანე ზოსიმემ იწინასწარმეტყველა “ქებაჲ ქართულისა ენისაჲ” ძეგლისწერით.

ამ ნაწარმოების კვლევისას ბ-ნი ზვიად გამსახურდია წერდა: „შემდეგი და კიდევ უფრო დიდი გაუგებრობა იბადება იმ შემთხვევაში, თუ „ენას“ მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი მნიშვნელობით წარმოვიდგენთ, როგორც მამხილებელს სხვა ენებისას: „რაითა ყოველთა ენათა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ე.ი. გამოდის, რომ ქართული ენა არა მხოლოდ სწამებს ქრისტესათვის, არამედ ამხელს სხვა ენებს, ვინაიდან სხვა ენები ცოდვილნი არიან, ქართული ენა კი უცოდველია და ამხელს მათ. რაში უნდა გამოიხატებოდეს ენის ცოდვიანობა თუ უცოდველობა? ვით შეუძლია ენას, განყენებულ გაგებას, იმოქმედოს ისე, რომ სცოდოს ან არ სცოდოს, ამხილოს ვინმე ცოდვაში ან არ ამხილოს? „მხილება“ აქ „გამხელას“ რომ ნიშნავდეს, როგორც ზოგიერთ ავტორს მიაჩნია , მაშინ იქნებოდა „უმხილოს“, როგორც ამას ვხვდებით მოციქულთა საქმეში: „ესე უმხილა ვინმე სავლეს“–სხვა ვარიანტია „ეუწყა სავლეს“ (იხ. ი. აბულაძის ლექსიკონი). „მხილება“ იოანე-ზოსიმესთან ნახმარია სახარებისეული მნიშვნელობით: „რომელმან თქვენთაგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის?“ ეუბნება ქრისტე ფარისევლებს. ენა შესაძლოა მეტნაკლები ადექვატურობით გადმოსცემდეს გარკვეულ ცნებებს, გარკვეულ სულიერ გაგებებს, მეტნაკლებად ღვთაებრივ–სულიერი იყოს ან მეტნაკლებად მდიდარი, მაგრამ მისი „ცოდვიანობა“ ან „მამხილებლობა“ გაუგებარია. შეუძლებელია იოანე–ზოსიმეს ასეთი ამბები არ სცოდნოდა.“

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საბრძოლო იარაღი ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სიცოცხლეში იყო ორლესული მახვილი მხილებისა, რომელიც მის თანამებრძოლთა ხელში დაჩლუნგდა და ფხა გაუცუდდა. დღეს, პირუთვნელი მხილება, უმრავლესობისთვის ანტიდემოკრატიულ ქმედებად აღიქმება და ზოგჯერ მამხილებლებს დედა-ეკლესიის მტრებათაც ნათლავენ ღვთის ტაძარში მოკალათებული ანტი-ქრისტეს მსახურები თუ ცრუდემოკრატიაზე გადარეული კოსმოპოლიტები.

„ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი, მართლმხილების გამო აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად აღამაღლა. მწიგნობართა, ფარისეველთა და ცრუ მღვდელმთავართა მხილება იყო მისი ქადაგებების ძირითადი მიზანი.“ - გვახსოვდეს ეს ჭეშმარიტება, რომელიც ზვიად გამსახურდიამ გაგვიმეორა უფლის შთაგონებით!

„ცრუ მოციქულნი, მზაკვარნი ღებულობდნენ სახეს ქრისტეს მოციქულისას. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ სატანაც ღებულობს ნათლის ანგელოსის სახეს… მაგრამ მათი აღსასრული საქმეთა მათთაებრ იქნება“ – გვასწავლის პავლე მოციქული.

და კვლავ ლეგიტიმურობის შესახებ, რომელის აღდგენის გარეშეც ქართული სახელმწიფოს გადარჩენა და აღორძინება შეუძლებელია!

„- ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველ ქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა? ქრისტიანობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, რამეთუ საღვთო წერილი გვასწავლის: „საჭურველად გარე მოგადგეს ჭეშმარიტებაი მისი“, ხოლო სიმართლისათვის დევნა სახარების პირველი ნეტარებაა. ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია. ამასთან, ყოველი დროის ტირანები ცდილობდნენ გაყალბებას მოციქულთა სიბრძნისას ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ. როგორც ცნობილია, მოციქულები მოგვიწოდებდნენ ხელისუფლებისადმი დამორჩილებას, რამეთუ, მათი თქმით, ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ მოციქულთათვის სიტყვა “ხელისუფლება” ნიშნავს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას და არა უკანონო, ყაჩაღურ, უზურპატორულ ხელისუფლებას, რომელიც ეშმაკისაგან არის და არა ღვთისაგან.“ (ზვიად გამსახურდია)

იოსებ ღუდუშაური

უფალო იესო ქრისტე, ძე ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები