სექციის კატეგორიები

განცხადებები [4]
მიმართვები [1]
დადგენილებები [2]
ბრძანებულებები [1]
ინფორმაცია [9]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » ოფიციალური მასალა » ინფორმაცია

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მანიფესტი 28.11.2009

ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს, ქართველი ერის მოკავშირე, მფარველი და მხსნელი უფალია და არა რომელიმე ზესახელმწიფო. საქართველოში არსებულ ყველა ეროვნულ ძალას მოვუწოდებთ გაერთიანებას გულწრფელი, გაუსვრელი ეროვნული მოღვაწეების გარშემო, ვუსურვებთ ეროვნული მოძრაობის თანდათანობით აღორძინებას ტყვეობის ურთულეს გარემოში — რამდენადაც მხოლოდ ეროვნულ მოძრაობას შეუძლია, იხსნას ქართველი ერი, მთელი ქართველი ხალხი ტყვეობისაგან და კვლავ შექმნას ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლება — ქართველების, მთელი ქართველი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების დამცველი ხელისუფლება.
 
 
 
კატეგორია: ინფორმაცია | დაამატა: მოურავი (2010-04-26)
ნანახია: 1337 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ioseb  
0
მივესალმებით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანიზაციათა და ინდივიდუალურ წევრთა მანიფესტის სულისჩამდგმელებს!

ვფიქრობთ, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის შემდეგ, ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების მხრიდან არ ყოფილა გამოქვეყნებული ეროვნული ცნობიერების ამსახველი ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. რადგან ეს მანიფესტი აქ განხილვისთვის გამოქვეყნდა, გთავაზობთ რამდენიმე შენიშვნას, რომელიც მომავალში, შეიძლება წაადგეს დევნილი მთავრობისა და მანიფესტის სულისჩამდგმელთა შორის დაწყებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას:

ა:მანიფესტი ძირითადში სწორ იდეოლოგიაზეა დაფუძნებული, მაგრამ შესაძლოა მომავალში რამდენი საკითხის დაზუსტება. შეიძლება მანიფესტში შეუძლებელი იყო ყველაფრის ასახვა, მაგრამ ვფიქრობთ რომ 1991-1992 წ.წ. პუტჩით განკარგული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ, რომელიც ჯერაც ვერ აღგვიდგენია, უფრო მეტი იყო სათქმელი. თავისუფლება კარგია, მაგრამ ჯერ დამოუკიდებლობაა აღსადგენი!

ბ:კანონიერების და ლეგიტიმურობის აღდგენისათვის მებრძოლ საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წარმომადგენლებისათვის დიდი მნიშველობა აქვს იმას, თუ რა როლი და ფუნქცია ენიჭებათ მათ ამ მანიფესტიდან გამომდინარე.

„დემოკრატიის გარეშე კი შეუძლებელია რაიმე სახის სულიერების გავრცელება.“- დემოკრატია, რომელსაც დღევანდელი დასავლეთის მოწინავე სახელმწიფოთა სთავაზობენ დღევანდელ მსოფლიოს დიამეტრალურად ეწინააღმდეგება სულიერებას და მორალს, რაშიც ქართველი ერი მრავალგზის დარწმუნდა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეძებოთ ეროვნულ მოძრაობის მონათესავე და მასთან ლოიალურად განწყობილი ძალები მსოფლიოს მოწინავე თუ არამოწინავე ქვეყნებში, მაგრამ ისიც უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული, რომ დღევანდელი მსოფლიოს ქვეყნების პოლიტ-ელიტები გლობალიზაციის გზით მიდიან და ეროვნული მოძრაობის მოკავშირეობას ვერ და არ გასწევენ.

ღმერთმა დაგლოცოთ!


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები