სექციის კატეგორიები

განცხადებები [4]
მიმართვები [1]
დადგენილებები [2]
ბრძანებულებები [1]
ინფორმაცია [9]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » ოფიციალური მასალა » განცხადებები

9 აბრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
9 აპრილის გმირები

1985 წელს საბჭოთა კავშირში გარდაქმნის კურსის გამოცხადებამ, რამელიც დანგრევის პირას მისული სსრკ-ს მოდერნიზაციისთვის მოიგონეს „დემოკრატიის მამებმა”, გამოიწვია საბჭოთა კავშირის შემადგენელობაში ძალადობით შეყვანილი სახელმწიფოებში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობების აღმავლობა. ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ ყველაზე დიდი მასშტაბები მიიღო საქართველოში, ჩამოყალიბება იწყეს სხვადასხვა პარტიებმა და პოლიტიკურმა ოროგანიზაციებმა, რომელსაც მაშინ არაფორმალურ გაერთიანებებს უწოდებდნენ. გაჩნდა იმედი დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და საქართველოს გათავისუფლებისა, რომელსაც ყოველთვის სათუთად, გულში ინახავდა ქართველი კაცი.

ეროვნულმა მოძრაობა, რომელსაც სათავეში ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ედგნენ, განსაკუთრებით მძლავრი ხდება 1988 წლიდან. ქართველი მამულიშვილების ძალისხმევით ეწყობოდა მიტინგები და საპროტესტო აქციები საბჭოთა ხელისუფლების დიქტატორული პოლიტიკის წინააღმდეგ. 1989 წლის 4 აპრილს საქართველოს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის და დამოუკიდებლობის აღდგენის ლოზუნგი წამოაყენეს. მიტინგის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა დაიწყო პოლიტიკური შიმშილობა.

ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური მოთხოვნები კომუნისტური ხელისუფლებისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადამჭრელი ზომები მიეღო და ძირშივე აღეკვეთა ეროვნული მოძრაობის გაძლიერება. 1989 წლის 8 აპრილს, კრემლის დავალებით, საქართველოს რესპუბლიკური აქტივის სხდომაზე მხარი დაუჭირეს მომიტინგეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების წინადადებას. იმავე დღეს გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მკაცრდებოდა მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები. ეს ბრძანებულება უშუალოდ თბილისის მოვლენების აღკვეთის მიზნით მიიღეს. ყოველივე ამით შეიქმნა მიტინგის დარბევის „იურიდიული” საფუძველი.

9 აპრილის დილისათვის მიტინგის დასაშლელად გამოყენებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები. მოსკოვიდან თვითმფრინავებით გადმოისროლეს საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების ასობით ჯარისკაცი გენერალ ეფიმოვის მეთაურობით. მიტინგის დაშლის ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი. დილის 4 საათზე დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ყველა მხრიდან შემოარტყეს ალყა. ისინი შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებით, ორლესული მახვილებითა და მომწამვლელი გაზით.

სამხედრო ჯავშანმანქანების კოლონა, რამდენიმე ასეული ჯარისკაცის თანხლებით, იერიშით შეიჭრა მთავრობის სასახლის წინა მოედანზე და შეუბრალებლად დაუწყო ჩეხვა მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს, რომელთა უმრავლესობა ქალები იყვნენ. სადამსჯელო ჯარებმა, რომელსაც გენერეალი ი. როდიონოვი ხელმძღვანელობდა, ქართველი მამულიშვილების აქცია სისხლში ჩაახშო. საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც ეროვნული მოძრაობა 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების ორგანიზატორად თვლის დღესაც დაუსჯელია! საბჭოთა არმიის სადამსჯელო ნაწილებმა გაუგონარი სისასტიკით დაშალეს მშვიდობიანი მიტინგი, რის შედეგადაც მოედანზე დარჩა 19 მოკლული ადამიანის, აქედან 16 ქალის (მათ შორის, ერთი ორსულის) გვამი. 2000-ზე მეტი ადამიანი გაზით მოიწამლა, მრავალი კი დაიჭრა. 9 აპრილს უღმერთო-კომუნისტურმა სადამსჯელო ორგანობმა ადამიანების მოსაწამლად გამოიყენეს მანამდე უცნობი ქიმიური შემადგენლობის მომწამვლელი გაზი, რომლის გამოყენებაც აკრძალული იყო საერთაშორისო კონვენციით.

9 აპრილის სისხლიანმა მოვლენებმა კიდევ უფრო გააძლიერა ეროვნული მოძრაობა, კიდევ უფრო შეუპოვარი გახდა ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. და აი, 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას მიეცა საშუალება, აერჩია ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ამ დღეს ქართველი ერის ზეიმს სევდაც დაჰკრავს… ეს დღე 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა არმიის ნაწილების მიერ სასანგრე ნიჩბებით აჩეხილი ქართველების ხსოვნის დღე არის…

საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და 9 აპრილი, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა!

კატეგორია: განცხადებები | დაამატა: ioseb (2010-04-09)
ნანახია: 1647 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ioseb  
0
იხ. ჩვენი თანამემამულეების მოლოცვები ამ ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით.

------------------------

არსებობენ ისეთი გამონათქვამები და ქმედებანი, რომლებიც ირიბად ცოდვას, ხოლო აშკარად _ სახელმწიფო დანაშაულს წარმოადგენენ. ასეთთა რიცხვს განეკუთვნება საქართველოს მოქალაქეების და მით უფრო, მისი ,,ხელისუფლების“ მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს. ეს უკანასკნელი თარიღი, 1918წ-დან მოყოლებული, ძალაში იყო იმ დღემდე ანუ 1991წ. 9. 04-მდე, როცა საქ. ეროვნულმა ხელისუფლებამ, საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის ოკუპირებისა და დაპყრობის (,,ანექსია“) გამო, კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ამდენად, ეს ბოლო მოვლენა უნდა აღინიშნოს. ასე, საქ. ისტორიაში ბევრჯერ მომხდარა დამოუკიდებლობის აღდგენა და ყველა იმ თარიღს ხომ არ ვიდღესასწაულებთ (არასწორი მაგალითი მოჰყავთ, ზოგჯერ, ა. შ. შ-ის მიერ 1776წ-ის 4. 07-ს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღემდე აღნიშვნის სახით და მხედველობიდან ,,რჩებათ“ ის გარემოება, რომ ამ ქვეყანას, მას მერე, დამოუკიდებლობა არ დაუკარგავს; აქედან გამომდინარე, არც კვლავ აღუდგენია იგი და ამიტომ, ეს თარიღი მათთვის რჩება არამარტო პირველ, არამედ უკანასკნელ თარიღადაც და ამის გამო, აღნიშნავენ მას დღემდე)?!

ქართველ მამულიშვილებსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც მტრულად არ არის განწყობილი მის მიმართ, ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი

http://saqme.fr/


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები