სექციის კატეგორიები

განცხადებები [4]
მიმართვები [1]
დადგენილებები [2]
ბრძანებულებები [1]
ინფორმაცია [9]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » ოფიციალური მასალა » ინფორმაცია

ვახტანგ ხმელიძე: სიტყვა საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთის დიასპორათა მსოფლიო ფორუმზე, 2010 წლის 25 აპრილი
ვახტანგ ხმელიძის სიტყვა საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთის დიასპორათა მსოფლიო ფორუმზე, 2010 წლის 25 აპრილი.
http://congress-georgia.org/

ძვირფასო მეგობრებო! ქალბ. და ბატ. მოგესალმებით და თქვენი სახით მივესალმებით საქართველოს მსოფლიო ხალხთა კონგრეს, და გამოვთქვამთ იმედს კონგრესის მუშაობა იქნება ნაყოფიერი ქართველი ხალხისათვის.

მე მინდა შეგახსენოთ შემდეგი ისტორიული ფაქტები : 1991.წლის ბოლოს და 1992 წლის დასაწყისში საქართველოში მოხდა შეიარაღებული სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება კანონიერად არჩეული მთავრობა და უზენაესი საბჭო იქნა დამხობილი. შედეგად მივიღეთ განახევრებული და გაგლეჯილი საქართველო.

1991წელს საქართველოს უზენაეს საბჭოს მიერ 1978 წლის კონსტიტუციაში იქნა შესწორებები შეტანილი და მიღებული, სადაც არის აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი, სამხედრო საბჭომ კი შეაჩერა 1978 წლის კონსტიტუცია და თავი რომ გაემართლებინა მსოფლიოს წინაშე აამოქმედეს 1921 წლის კონსტიტუცია სადაც აფხაზეთი არ არის დაფიქსირებული რომ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. აფხაზებმა თავიანთი რესპუბლიკის მშენებლობა დაიწყეს 1923 წლის კონსტიტუციის საფუძველზე.

ისმის კითხვა რას ვერჩით ჩვენ აფხაზებს ვინ დაიწყო აფხაზეთის წინააღმდეგ ომი-შევარდნაძემ. არავითარი რკინიგზის გაკონტროლება, ქართველი ხალხის ყურადღება რომ გადაეტანა და სკამი შეენარჩუნებინა მას უნდოდა ომი რომელიც იცოდა რომ იქნებოდა წამგეიანი მაგრამ მაინც დაიწყო რომ შეენარჩუნებინა სკამი იმისათვის რომ შეესრულებინა თავისი მასონი მეგობრების დავალება.

მე გეტყვით ფაქტს ჩეჩნეთის მხარემ ზვიად გამსახურდიას დავალებით მოლაპარაკება აწარმოვა აფხაზეთის მთავრობასთან და უზენაეს საბჭოსთან რომ შევარდნაძის მთავრობასთან მოლაპარაკებაზე წასულიყვნენ ომის შეჩერების შესახებ. შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნებული იქნა მაშინდელ საინფორმაციო საშუალებებით. ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტს ზელიმხან იანდარბიევს შევარდნაძე ეუბნება გროზნოში მჯდომა გამსახურდიამ ამას რომ მიაღწია მე ეს შეთანხმება არ მაწყობსო.

ვინ დაიწყო შიდა ქართლში ომი, სააკაშვილმა -- შედეგი სახეზე გვაქვს.

რას ვითხოვთ ჩვენ. შევარდნაძე, სააკაშვილი ბურჯანაძე და ყველა ის პიროვნება ვინც თავს სდებს ლიდერობაზე ყველა იქნება არაკანონიერი საქართველოს ისტორიაში და საქართველოს ისტორიაში შევლენ როგორც არაკანონიერი პრეზიდენტები. იცოდეს ყველამ, და გააცნობიერონ -- საქართველოს ისტორია იწერება. ჩვენ ვითხოვთ და ვეუბნებით ყველას ჩვენს ძმებს და დებს აფხაზებსაც, ოსებსაც და საქართველოში მაცხოვრებელ ყველა სხვა ერის წარმომადგენლებს -- დაგვიჭიროს მხარი კანონიერების აღსადგენათ, კანონიერი ხელისუფლება დღესდღეობით იმყოფება ემიგრაციაში.

კანონიერების აღდგენით საქართველო უბრუნდება 1991 წლის მდგომარეობას, აუქმებს ყველა იმ ხელშეკრულებას და შეთანხმებას რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ერის ინტერესებს. ვაკეთებთ მიმართვას აფხაზებზე და ოსებზე რომ სამხედრო გადატრიალებით ყველაზე დიდი ზარალი ქართველმა ხალხმა მიიღო, დამნაშავე უნდა დაისაჯოს როგორც შევარდნაძე ასევე სააკაშვილი, უნდა გადაეცეს ჰააგის სამხედრო ტრიბუნალს ამ ხალხმა დანაშაული მარტო თქვენს მიმართ კი არ ჩაიდინეს არამედ ქართველი ხალხის მიმართ ჩაიდინეს. საქართველოში გამოცხადება გარდამავალი პერიოდი და ქვეყანა შეუდგება ნორმარულ ცხოვრებას.

კანონიერების აღდგენით, იცოდეს ყველამ საქართველოში, მოისპობა ყველა ის წინააღმდეგობა, ურთიერთდაპირისპირება, შუღლი, ბოროტება, ურთიერთგაუტანლობა რაც არსებობს სამწუხაროდ ჩვენს შორის დრესდღეობით.

ჩვენ ვალდებული ვართ მომავალ თაობას დავუტოვოთ რეალური გზა საქართველოს გადარჩენისა.
კატეგორია: ინფორმაცია | დაამატა: მოურავი (2010-04-30)
ნანახია: 1371 | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები