თვალთახედვა: მომხიბლავობის ფასი - თვალთახედვა - თეორია და პრაქტიკა - პუბლიკაციები - საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში
 
 
 

სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 173

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » თვალთახედვა

თვალთახედვა: მომხიბლავობის ფასი
მავანს შეუძლია გვითხრას (უფრო სწორედ შეეცადოს მოგვატყუოს), რომ დასავლეთი საკმარისად ეხმარება საქართველოს, რათა საქართველოს ეკონომიკამ თანდათანობით გაასწროს რუსეთისას, მოუახლოვდეს ევროპულ დონეს და ამითი გახდეს „მომხიბლავი".

კიდევ კარგი არსებობს საკმარისად თვალნათელი ფაქტობრივი მაგალითები -- განვიხილოთ:

კომუნისტური სისტემის ერთ-ერთი ყოფილი ბურჯის -- აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობა 1990 წელს იყო დაახლოებით 16 მილიონი კაცი -- ასეთი მოსახლეობის ტერიტორიის განვითარებისათვის 1990-2009 წლებში დასავლეთ გერმანიას დაუხარჯავს 1600 მილიარდი ევრო (ანუ ტრილიონ ექვსასი მილიარდი ევრო).

თუ საქართველოზე გადავიანგარიშებთ (რომლის მოსახლეობა ოთხჯერ ნაკლებია) -- მომავალ ათიოდე წელში იგივე ან თუნდაც მიახლოებული დონის, „მომხიბლაობის" მისაღწევად საჭიროა დაახლოებით 400 მილიარდი ევრო დახმარება... -- ან თუ გნებავთ მომავალზე ექტრაპოლაცია -- მომავალი ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს უნდა აჩუქონ წლიურად დახმარების სახით 20 მილიარდი ევრო. უნდა დავამატოთ მხოლოდ ის, რომ აღმოსავლეთ გერმანია 1990 წლებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ბევრად უფრო მაღალ დონეზე იდგა ვიდრე იმავე პერიოდის (ან თუნდაც დღევანდელი) საქართველო.

კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი -- ზუსტად ამჟამად მიმდინარეობს გამოთვლა თუ რა დახმარება სჭირდება საბერძნეთს (საქართველოზე გაცილებით განვითარებულს) რათა მინიმალურ დასაშვებ ევროპულ დონემდე განვითარდეს -- და ლაპარაკია 130-170 მილიარდ ევროზე (10 მილიონიანი მოსახლეობის საბერძნეთისათვის) უახლოეს რამდენიმე წელიწადში. თუ საქართველოს შევადარებთ, კვლავ დავინახავთ, რომ „მომხიბლავი" დონის მისაღწევად საქართველოს სჭირდება საჩუქრად უახლოეს 5-7 წელიწადში არანაკლებ 60-70 მილიარდი ევრო დახმარება.

საბაზისო ინფორმაციის გარკვევის ეს მონაკვეთი იმით უნდა დავასრულოთ, რომ მცდარი და ყალბია მმართველი რეჟიმის ქადნებები რომ დასავლეთი საქართველოს საკმარისად ეხმარება და რომ ამ დახმარებების მეოხებით საქართველოს შანსი აქვს რუსეთს გაუსწროს, მინიმალურ ევროპულ დონემდე განვითარდეს! მცდარი და ყალბია იმედი, რომ საქართველო დახმარების ასეთი დონის პირობებში ოდესმე შესძლებს „მომხიბლავი" გახდეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობისთვის.
კატეგორია: თვალთახედვა | დაამატა: მოურავი (2010-05-14)
ნანახია: 764 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
3  
ბატონებო რა გვირაბზეა საუბარი??? ეს, სადაც ეხლა დე ფაკტო რეჟიმი ქვეყანას მიაქანებს სეთურის გვირაბია, ანუ ჩიხი, რომელიც არსად არ გამოვა მზის სინატლეზე. მე გეკიტხებიტ: კონკრეტულად რა გზები უნდა დავსახოტ და დავიწყოთ ქმედება ერის გადასარცენად??? როგორ გავაგებინოთ და ავუხსნათ მომავალ ტაობებს რა გზააა ეროვნული??? ერის ფუნქცია და მიზნები?? რა ღირებულებას ტვირთულობს ერი???
აქ უცხო ფულზე არის საუბარი:: ეს კი ბატონებო არის დე ფაკტო მტავრობი გაძლერებისატვის საკმარისი თანხები მხოლოდ, და არა ერის აღორძინებისა და განვითარებისათვის. ხალხი სამცუხაროდ იმდენად მატერიალურად აზროვნებს რომ საქართველოს მტავრობად აღიკვამს იმას ვინც თბილისში ზის ფაკტიურად. ეკლესიად და მის სწავლებად აღიქვამს იმას რასაც საპატრიარქო ავრცელებს თავის ტაძრებში, ორივე ერტად, საპატრიარქო და ხელისუფლება შეთანხმებულად ატყუებს მოსახლეობას ცრუ დაპირებებით და მხოლოდ იმაზე მუშაობენ ,ტუ როგორ აკონტროლონ ეს მოსახლეობა და რაც შეიდზლება მეტი ფული ამოიღონ მათი ჯიბიდან, ფულისათვის უცხო ძალებს ემონებიან,ისინი კი უხდიან,ესენი კი იღებენ და ასრულებენ ერის დამუნატების გამყიდველურ საქმეს,სადაა გამოსავალი??/ სად??? ამატ ხალხიც ხედავს!! მარა ხალხი გამოსავალს ვერ ხედავს?!?!?მივიდა ტაძრებში და იქ დახვდა მოსყიდული ეპისკოპოსების სიტემა: ანუ საპატრიარქო არის სახელმწიფო სისტემის ნაწილი, ამას ვერ ხედავენ. მინდა მოგახსენოტ რომ საქარტველოს მოსახლეობა კანონის უზენაესობის არ ესმის,ეს ხალხი მიეცვია ქურდულ-კრიმინალურ ძალადობას ყველა სფეროში, სამწუხაროდ.
აქ კეთილ სინდისიერებაზე იკო საუბარი. სად?? ამ ქვეყანაში 20 წელია დეზინფორმაციის საშინელ მორევში ვცხოვრობთ.
1.ირღვევა რჯულისკანონი;ანუ უზენაესი ღმერტის სახელით ცრუობს მაღალი საეკლესიო თანამდებობის პირნი.
2.დახიეს და გადააგდეს კონსტიტუცია(1991წ.) და რომელიც ტვითონ დაწერენ(1995)თვითონვე არ სცემენ პატივს და როგორც უნდატ ისე განმარტავენ.
მეტს აგარ დავაწვრილმანებ საკიტხებს.
გამგები გაიგებს.

4  
უმეტესწილად გეთანხმებით.

2  
ბ-ნო „გეორგიანელი“, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დევნილი ხელისუფლების საითზე!

ჩვენი აზრით, დღევანდელ დე-ფაქტო ხელისუფლებას იმიტომ ეძლევა დიდი თანხები, ვინაიდან გლობალიზაციის ანტიეროვნულ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოში. თუ, ჩვენს სიცოცხლეში, საქართველოში კანონიერება აღსდგა და ახალი ეროვნული ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში, მაშინ აღარც მილიარდებს მოგვცემენ და აღარც იმაზე მოგვიწევს ფიქრი, თუ როგორ დაიხარჯოს ეს თანხები კომპეტენტურად.

გვირაბის დასაწყისში კი ვართ ძვირფასო გეორგიანელო, მაგრამ ამ გვირაბში ძალიან ბნელა. ეროვნული ხელისუფლებისადმი მტრულად გამწყობილი ძალების ფულები კი „მეგზურად“ ვერ გამოგვადგება ამ გირაბის ბოლომდე რომ მივაღწიოთ. ამას გარდა ამ ფულების იმისთვისაც იძლევიან, რომ ქართველობაში ეროვნული თვითშეგნება გაანადგურონ და მართლმადიდებლობაზე ხელი ააღებინონ!

კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა კარგი რამ არის, მაგრამ უმთავრესი მაინც სულიერებაა! სულიერების ნაკლებობაა ალაბთ, რაც ვერ გვაერთიანებს დღეს ქართველობას ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

სულიერებას ვინღა ჩივის, როდესაც ელემენტარული სამართლიანობის აღდგენის სურვილიც კი აღარ არსებობს!


1  
და ეს ყველაფერი + იმ შემთხვევაში, თუკი ეს არარსებული თანხები მართებულად, კეთილსინდისიერად და კომპეტენტურად დაიხარჯება. მაგრამ რადგანაც, არც თანხებია, არც მართებული, არც კეთილსინდისიერი და არც კომპეტენტური ხარჯი........... თუმცა, ამ ყველაფერზე უფრო მთავარი გვაკლია..... გვირაბის დასაწყისში ვართ რა...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2016
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები