სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » კატეხიზმო

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 10
ნაჩვენებია მასალა: 1-10

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავდმჯდომარე, ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე
კატეხიზმო | Views: 2248 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-15 | Comments (0)

პირველად ქართულ ინტერნეტში წარმოდგენილია ფილმი, რომელიც მოამზადეს და დასავლეთელ ჟურნალისტებს შორის ავრცელებდნენ ზვიად გამსახურდიას ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეები 1992 წლის დასაწყისში იმ იმედად, რომ მსოფლიოს გააგებინებდნენ სიმართლეს.
კატეხიზმო | Views: 1489 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-15 | Comments (1)

უკანასკნელ ხანებში სანუგეშო ძვრებს ვხედავ ჩვენი ახალგაზრდობის აზროვნებაში ამ მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ სტუდენტობა საბოლოოდ გაარჩევს თეთრს და შავს, დაუბრუნდება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას და იხსნის საქართველოს დაღუპვისაგან.
კატეხიზმო | Views: 1460 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-13 | Comments (1)

დევნილმა უზენაესმა საბჭომ, მინისტრთა კაბინეტმა და რაიონულმა ხელისუფლებებმა არ დათმეს კანონიერება, არ შეუშინდნენ კრიმინალური ხუნტის ტერორს და 1992 წლის მარტში შეიკრიბენ გროზნიში, სადაც, 73 დეპუტატის შემადგენლობით ჩატარდა უზენაესი საბჭოს სხდომა. დეპუტატთა დიდი უმეტესობა საქართველოდან ჩამოვიდა. უზენაესმა საბჭომ დასახა კრიმინალურ ხუნტასთან ბრძოლის ღონისძიებები. ჩატარდა აგრეთვე მინისტრთა კაბინეტისა და პრეფექტების ერთობლივი სხდომა, რომელთაც მოისმინეს პრეზიდენტის წინადადებები კანონიერი ხელისუფლების ორგანოების მუშაობის შესახებ.
კატეხიზმო | Views: 1662 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-12 | Comments (0)

საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არა თუ არ ჩამორჩებოდა, არამედ - უსწრებდა ყველა სხვა რესპუბლკას პრივატიზების დარგში (ისევე, როგორც რეფორმების ყველა სხვა მიმართულებაში).
კატეხიზმო | Views: 1238 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-12 | Comments (0)

პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო" ანტიეროვნული ძალები მუდმივად ავრცელებდნენ და ავრცელებენ…
კატეხიზმო | Views: 1444 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-12 | Comments (0)

ნეოპუტჩისტური, ნაცური ხელისუფლების ერთგული მას-მედია ბოლო ხანებში ინტენსიურად ნერგავს სიცრუეს, თითქოს ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ პუტჩი მოაწყეს თვით ეროვნული ხელისუფლების მოღალატე ძალებმა - სიგუა-კიტოვანის დაჯგუფების სახით. ამით პუტჩისტები და ნეოპუტჩისტები ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალება საკუთრივ ეროვნულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას დააკისრონ - მისი „შეცდომებით" განაპირობონ.
კატეხიზმო | Views: 1237 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-12 | Comments (0)

ზვიად გამსახურდია: „ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ...ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე... საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას... "
კატეხიზმო | Views: 1261 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-12 | Comments (0)

აფხაზეთში შევარდნაძისა და მისი ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტის მიერ პროვოცირებული და გაჩაღებული ომი შემდეგ მიზნებს ისახავდა: ა) შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების უმთავრესი პირობის - რუსეთისათვის აფხაზეთის გადაცემის აღსრულება, ბ) აფხაზეთში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის ომში ჩათრევით მოსპობა (შესრულდა ომის მეორე ეტაპზე), გ) სამეგრელოში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის ომში ჩათრევით მოსპობა (ვერ შესრულდა აფხაზეთის ომის პერიოდში აუცილებელი გახდა ბალტინის საექსპედიციო კორპუსისა და ძერჟინსკის დივიზიის გამოყენება), დ) კიტოვან-სიგუას „გვარდიის" ომში მოსპობა და ამითი სიგუა-კიტოვანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად განხორციელდა ომის პირველ ეტაპზე), ე) ჯაბა იოსელიანის „მხედრიონის" ომში მოსპობა და ამითი ჯ.იოსელიანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე), ვ) ყარყარაშვილის შეიარაღებული დაჯგუფების მოსპობა და ამითი ყარყარაშვილის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე, ხოლო შემდეგ ყარყარაშვილზე ტერაქტით), ზ) შინაგანი პოლიტიკური, და - რაც არსებითია - სოციალური დაძაბულობის გადატანა გარეგან სფეროზე - პროვოცირებულ „საქართველო-აფხაზეთის" ომზე, საომარ ისტერიაზე (არსებითწილად ეს მიზქანი მიღწეული იქნა). ამ მიზნების შესრულებით შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიულმა ელიტამ გაინაღდა საქართველოზე 13 წლიანი განუყოფელი ბატონობა და განუკითხავობის ვითარებაში ერის სასტიკი ძარცვის პირობები.

კატეხიზმო | Views: 1514 | Added by: მოურავი | Date: 2010-03-12 | Comments (0)

1992 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც განდევნეს ეროვნული ხელისუფლება, არ შემწყდარა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემის აქტუალობა. წლები გადის და ეს საკითხი ისევ რჩება საქართველოს უმძაფრეს პოლიტიკურ პრობლემად. ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების აღდგენა საქართველოს სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის ერთადერთ გარანტიად რჩება.ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენდა ეროვნული ხელისუფლება და ეს საფიქრებელია მიუთითებს იმასაც თუ რა გზებით შეიძლება ამ და ასეთი ხელისუფლების აღდგენა - ზოგადად ლეგიტიმურობის აღდგენა.

კატეხიზმო | Views: 1203 | Added by: მოურავი | Date: 2009-08-10 | Comments (0)

© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები