სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » კატეხიზმო

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა პრეზიდენტ ბორის ელცინთან ყაზბეგში, 23 მარტი 1991
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა პრეზიდენტ ბორის ელცინთან ყაზბეგში, 23 მარტი 1991

როგორც ცნობილია მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა რუსეთისა და მოღალატე ბოლშევიკების სურვილით ხელოვნურად შეიქმნა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები, სამხერეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ნელი მოქმედების ნაღმები ჩაიდო საქართველოს დასაშლელად. რუსეთის უშუალო ჩარევით 1921 წელს გამოცხადდა აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, 1925 წელს აფხაზეთის კონსტიტუციის მიღებით იყო მცდელობა რუსეთის მიერ საქართველოს ამ უძველესი ტერიტორიის მიტაცებისა.

ცარისტული თუ კომინისტური (ბოლშევიკური) რუსეთი ყოველთვის ცდილობდა ეროვნული უმცირესობების გამოყენებას სეპარატისტული მოძრაობების გასაძლიერებლად. ასე იყო 1919 წლის მარტში, 1919 წლის ივნისში, 1920 წლის მაისში, როცა ბოლშევიკური რუსეთის წაქეზებით და დახმარებით სამაჩაბლოში აჯანყდნენ სეპარატისტები: იგივე გაგრძელდა 1989-90 წლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

1990 წლის 9 დეკემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მესვეურებმა კრემლის დავალებით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის დაცვით გააუქმეს ავტონომიური ოლქი და ანტიკონსტიტუციური აქტით გამოაცხადეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 11 დეკემბერს მოახდინა ამ ფაქტის კონსტატაცია და საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით, გააუქმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკად გამოცხადების გადაწყვეტილება. შიდა ქართლში (სამაჩაბლოში) იქნა აღდგენილი ისტორიული სამართლიანობა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, უზენაესი საბჭო და მთავრობა მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდებით ახერხებდა სეპარატისტთა და რუსეთის იმპერიული ძალების განეიტრალებას. 1991 წლის 23 მარტს დაბა ყაზბეგში ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინს შორის ხელმოწერილი დოკუმენტით შიდა ქართლის (სამაჩაბლოს) საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივად გამოცხადდა.

1991 წლის მაისში სსრკ-ს, რუსეთის და საქართველოს პარლამენტების სამმხრივმა კომისიამ შექმნა დოკუმენტი ცხინავლის ზონის საკითხების მოგვარების მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივად ცნობის შესახებ (ოსური მხარე მოლაპარაკებებეში მონაწილეობდა მხოლოდ მეთვალყურის სტატუსით).

ზემოთმოყვანილი ფაქტების დასადასტურებლად გთავაზობთ, 1991 წლის 23 მარტს დაბა ყაზბეგში ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინის მიერ გაკეთებულ განცხათებათა აუდიოჩანაწერს! განცხადებაში ყველგან "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის" ნაცვლად დაფიქსირებული და ნახსენებია ყოფილი სამხრეთ ოსეთი, სამაჩაბლო ან შიდა ქართლი!

გთავაზობთ მაშინდელი "ნეზავისიმაია გაზეტას" (1991 წლის 26 მარტი) მოკლე ინფორმაციას:
В субботу в поселке Казбеги, расположенном в верхней точке Крестового перевала границы Республики Грузия и Северо-Осетинской ССР, состоялась встреча руководителей парламента России Бориса Ельцина с председателем ВС Грузии Звиадом Гамсахурдиа и премьер-министром Грузии Тенгизом Сигуа.
 
Сразу после беседы руководители двух республик дали короткую пресс-конференцию, на которой сообщили, что во время переговоров ими достигнута договоренность о подготовке к подписанию в апреле 1991 года проекта документа о сотрудничестве между РСФСР и Республикой Грузия. С этой целью должны быть созданы рабочие группы. На пресс-конференции отмечалось, что большое внимание в ходе встречи было уделено ситуации в Южной Осетии. Ельцин и Гамсахурдиа выразили уверенность, что сотрудничество двух суверенных государств, их совместные действия способны привести к реальному позитивному результату...
ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავდმჯდომარე, ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრისა და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:
1) 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის. ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:

2) რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთობლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.

3) რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

4) სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს, გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.

5) რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.

6) რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.

7) შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.

8) შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს”
(დაბა ყაზბეგი, 1991 წლის 23 მარტი).
 
აღნიშნულ რეგიონში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დარეგულირებას ისახავდა მიზნად საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცემული ბრძანებულება "შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის შესახებ” (1991 წლის 2 დეკემბერი), რომელშიც ვკითხულობთ:

”... საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ქვეყნის უშიშროების და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 121-ე მუხლიდ მე-2 პუნქტის საფუძველზე ვადგენ:

-ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ორგანოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1991 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებები.

-დაისვას საკითხი სსრ კავშირის სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინაშე შიდა ქართლში დისლოცირებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ნაწილების საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ”
 
 
 
კატეგორია: კატეხიზმო | დაამატა: მოურავი (2010-03-15)
ნანახია: 2239 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები