სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » კატეხიზმო

ზვიად გამსახურდია: 1993 წლის 29 თებერვლის მიმართვა სტუდენტი ახალგაზრდობისადმი
ძვირფასო ახალგაზრდებო!

ყველა მოწინავე და ცივილიზებულ ქვეყანაში სტუდენტი ახალგაზრდობა ბარომეტრია ერის პოლიტიკური ცხოვრებისა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს. სქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ძირითადად ახალგაზრდული მოძრაობა იყო, სტუდენტი ახალგაზრდობა ძირითადი საყრდენი იყო ჩვენთვის საბჭოთა პერიოდში, შევარდნაძის კომუნისტურ, რუსიფიკატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში.

თუმც იმპერიის აგენტურა საქართველოში ყოველნაირად ცდილობდა ეროვნული მოძრაობისათვის და საერთოდ ეროვნული იდეოლოგიისათვის ჩამოეშორებინა სტუდენტი ახალგაზრდობა, დაენერგა მასში პოლიტიკური ინდიფერენტიზმი, ეროვნული ნიჰილიზმი, ყალბად გაგებული კოსმოპოლიტიზმი, ხოლო ახალგაზრდობის ნაკლებად მოაზროვნე ნაწილში - კრიმინალური იდეოლოგია. ეროვნული იდეალების ერთგულება ახალგაზრდობის ამ ცრუ მოძღვრებმა პროვინციალიზმად და ჩამორჩენილობად მონათლეს, რწმენის ერთგულება - ფანატიზმად, ნერგავდნენ დასავლეთის ფსევდოკულტურას, ფსევდომონდიალიზმს, უინტელექტო პროვინციალებს უწოდებდნენ ეროვნული მოძრაობის თავკაცებს, თავად პროვინციელები. ისინი ახალგაზრდობას უმალავდნენ ან, შესაძლოა, თავადაც არ უწყოდნენ, რომ ყოველ დროში თვით უნივერსალური, კოსმოპოლიტიურად მოაზროვნე გენიოსები ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების თუ პოლიტიკის დარგში, თავისი ერის გულმხურვალე პატრიოტები იყვნენ მუდამ და რომ კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ურთიერთგამომრიცხავი არ გახლავთ, როგორც ეს შესანიშნავად აღნიშნა ჩვენმა დიდმა ვაჟა-ფშაველამ. მიუხედავად ამისა, კრემლის ზემოხსენებული ემისრები განაგრძობდნენ თავის ბნელ საქმიანობას და ერთხანს მათ დიდ შედეგებს მიაღწიეს იმით, რომ ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოაშორეს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და, უფრო მეტიც, ეროვნული ხელისუფლებისადმი მტრულად განაწყეს და ფსევდოოპოზიციურ საქმიანობაში ჩაითრიეს.

ეს ყოველივე კარგად გამოვლინდა ოპოზიციური ახალგაზრდობის ჩემთან შეხვედრისას 1991 წლის შემოდგომაზე.

მაგრამ განვლილმა ერთმა წელმა კარგად დაანახა ჩვენს ახალგაზრდობას, თუ ვინ არის ის პიროვნება, ვის ჩამოსაყვანადაც მათ ზურგი აქციეს კანონიერ ხელისუფლებას და იდეური პლატფორმა გაუმაგრეს პუტჩისტებს. ახლა, ვგონებ, ყველასთვის ნათელია, თუ რა მისიით იქნა იგი მოვლენილი საქართველოში და რას უქადის ჩვენს ქვეყანას მისი შემდგომი საქმიანობა პოლიტიკურ ასპარეზზე: დაქცეული საქართველო, დანგრეული და იავარქმნილი თბილისი, დაკარგული სამაჩაბლო და აფხაზეთი. კატასტროფის პირას მისული ეკონომიკა, ცრუ არჩევნები, ხელისუფლებაში დაბრუნებული ნომენკლატურულ-კომუნისტური მაფია კარგად მეტყველებენ მის როლზე და ამოცანებზე. დღეს მის გვერდით მხოლოდ დოლარებზე გაყიდული "პოლიტიკოსები" და პარტოკრატი მაფიოზები დგანან.

უკანასკნელ ხანებში სანუგეშო ძვრებს ვხედავ ჩვენი ახალგაზრდობის აზროვნებაში ამ მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ სტუდენტობა საბოლოოდ გაარჩევს თეთრს და შავს, დაუბრუნდება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას და იხსნის საქართველოს დაღუპვისაგან.

მსურს, აგრეთვე ყველას ვამცნო, რომ ჩვენი მიზანია არის არა თანამდებობის დაბრუნება, არამედ ჩვენს ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის, კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდობის ჯანსაღი ნაწილი კვლავ მხარში ამოგვიდგება საქართველოს ხსნისთვის ბრძოლაში.

„ქუჯი" #29 21 ნოემბერი - 4 დეკემბერი, 2001 წელი

კატეგორია: კატეხიზმო | დაამატა: მოურავი (2010-03-13)
ნანახია: 1456 | კომენტარი: 1 | ტეგები: ახალგაზრდობა, სტუდენტობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ioseb  
0
ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების ის წარმომადგნელები, რომლებიც კანონიერების აღდგენას არ მოითხოვენ, თავის თავს ამ მოძრაობის გარეთ აყენებენ!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები