სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » კატეხიზმო

ანტიეროვნული ძალების მიზნები აფხაზეთის ომში

აფხაზეთში შევარდნაძისა და მისი ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტის მიერ პროვოცირებული და გაჩაღებული ომი შემდეგ მიზნებს ისახავდა:

ა) შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების უმთავრესი პირობის - რუსეთისათვის აფხაზეთის გადაცემის აღსრულება

ბ) აფხაზეთში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის (აგრეთვე შეიარაღებული ძალის) ომში ჩათრევით მოსპობა (შესრულდა ომის მეორე ეტაპზე)

გ) სამეგრელოში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგობის ცენტრის (აგრეთვე შეიარაღებული ძალის) ომში ჩათრევით მოსპობა (ვერ შესრულდა აფხაზეთის ომის პერიოდში აუცილებელი გახდა ბალტინის საექსპედიციო კორპუსისა და ძერჟინსკის დივიზიის გამოყენება)

დ) კიტოვან-სიგუას „გვარდიის" ომში მოსპობა და ამითი სიგუა-კიტოვანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად განხორციელდა ომის პირველ ეტაპზე)

ე) ჯაბა იოსელიანის „მხედრიონის" ომში მოსპობა და ამითი ჯ.იოსელიანის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე)

ვ) გია ყარყარაშვილის შეიარაღებული დაჯგუფების მოსპობა და ამითი ყარყარაშვილის დასუსტება და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება (ძირითადად დასრულდა ომის მეორე ეტაპზე, ხოლო შემდეგ ყარყარაშვილზე ტერაქტით)

ზ) შინაგანი პოლიტიკური, და - რაც არსებითია - სოციალური დაძაბულობის გადატანა გარეგან სფეროზე - პროვოცირებულ „საქართველო-აფხაზეთის" ომზე, საომარ ისტერიაზე (არსებითწილად ეს მიზქანი მიღწეული იქნა)


ამ მიზნების შესრულებით შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიულმა ელიტამ გაინაღდა საქართველოზე 13 წლიანი განუყოფელი ბატონობა და განუკითხავობის ვითარებაში ერის სასტიკი ძარცვის პირობები.
________________

არც ერთ პოლიტიკურ ძალას ქართველი ხალხისათვის აფხაზეთში ომის მზადებისა და მიმდინარეობის პერიოდში არ გაუმხელია სიმართლე, გარდა ეროვნული ხელისუფლებისა.

მეორე მხრივ რუსეთისა და შევარდნაძის არსებული გეგმა არაერთხელ და წინგამსწრებად იქნა მხილებული ეროვნული ხელისუფლების მიერ:
________________

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს

”… ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას... უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ... ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე... საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას...”
________________

1992 წლის 19 აპრილს კარგა ხნით ადრე აფხაზეთში ომის დაწყებამდე პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდია „ღია წერილში ედუარდ შევარდნაძეს" ამხელდა შევარდნაძის ხუნტის მიერ აფხაზეთში ომისა და ეთნოკონფლიქტის გაჩაღების მცდელობას:

„თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს მხოლოდ ,,მხედრიონისა” და ,,გვარდიის” ხელით ვერ იმორჩილებთ და ამიტომ, ფართოდ ჩააბით სამხედრო ოპერაციაში სნგ-ს ჯარები, რომლებიც დღეს ხუნტის ჯარებთან ერთად დაბანაკებულნი არიან სოფ. რუხთან და ლამობენ აფხაზეთში შეჭრას, რათა იქ გააჩაღონ ახალი ეთნოკონფლიქტი. 23 მარტს (1992 წ)... ასე, რომ თქვენ საქართველოში იწყებთ მეორე ავღანეთის ომს და ნუ გგონიათ, მსოფლიო ბრმა იყოს და ვერ ხედავდეს ამას."
________________

მიუხედავად პრეზიდენტის ამ მცდელობისა, ვერ მოხერხდა აფხაზეთში ომის თავიდან აცილება. ზვიად გამსახურდია იმავე დღეს, 14 აგვისტოს გამოეხმაურა სისხლიანი კონფლიქტის დაწყებას:

”მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელ მსოფლიო საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს დაიცვან გენოციდისაგან მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, საკადრისი პასუხი გასცენ შევარდნაძის დამსჯელ ბანდებს და ამხილონ მისი მტაცებლური პოლიტიკა გენოციდისა და ძარცვა-გლეჯისა.”
________________

ზ.გამსახურდიას არც მოსკოვში 1992 წლის 3 სექტემბერს გამართული სამმხრივი შეხვედრა დარჩენია ყურადღების გარეშე:

”3 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ბ.ელცინს, ე.შევარდნაძესა და ვ.არძინბას შორის, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი შედეგი არ მოუტანა არც საქართველოს და არც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. ...მე დარწმუნებული ვარ, რომ სანამ არსებობს შევარდნაძის სისხლიანი, ფაშისტური რეჟიმი, აფხაზეთში კონფლიქტი უფრო გამწვავდება და მიიღებს უმძაფრეს ფორმებს”.

________________

განსაკუთრებით მწვავე იყო ზ.გამსახურდიას რეაქცია ე.წ. სამმხრივი ხელშეკრულების მიმართ, რომლის საფუძველზე სოხუმიდან გაყვანილ იქნა ქართული ჯარი და ფაქტობრივად დაუცველი დატოვეს ქართული მოსახლეობა. 1993 წლის 20 ივლისის მიმართვაში ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი პრეზიდენტი აღნიშნავს:

”უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ე. შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიზნას ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.

მზადდება ე.წ. "ცხინვალის ვარიანტი”, სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება, რასაც დაჟინებით მოითხოვს შევარდნაძისაგან რუსული და აფხაზური მხარე.

ე. შევარდნაძე ბუნდოვნად საუბრობს აფხაზეთის რაღაც "დემილიტარიზაციაზე”, კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარების გაყვანაზე, რაც არარეალურია და შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მტრის მიერ გადამწყვეტი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებისათვის. ჯერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა, რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ.პასტუხოვის მიერ შემოთავაზებული ე.წ. "სამმხრივი ხელშეკრულების” გეგმაც სწორედ ამას ითვალისწინებს.

სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას, ვინაიდან შეიარაღებული ძალების 90 პროცენტს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. სოხუმის ჩაბარებას მთელი აფხაზეთის ჩაბარება მოჰყვება, ხოლო ყოველივე ამას-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია.

მე მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ ე. შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს, არ დათმოთ აფხაზეთის ძირძველი ქართული მიწის არც ერთი გოჯი, არ ჩაბააროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები. აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის!”

________________

ეროვნული ხელიდუფლების მხილება, რომ აფხაზეთის „გაყიდვა" შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს შეადგენდა - დაფიქსირებულია უცხოელი დამკვირვებლების მიერაც, კერთოდ:

"გოლცი: - შევარდნაძის[!] ხალხმა გაილაშქრა აფხაზეთზე და გზადაგზა მძარცველობდნენ. ეს იყო კიტოვანი, შემდეგ მხედრიონი. ამან პრობლემები საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის მთავრობას შორის გადაზარდა ჯერ ჩვეულებრივ ომში და შემდეგ უარესშიც - ომში, რომელშიც ორივე მხრივ დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა [გვ. 8]".

"გოლცი: - დღეს შევარდნაძისათვის სამწუხარო და არსებითი მისი გადარჩენისათვის ისაა, რომ ყოველივე, რაც მოხდა 1992 წლის შემდგომ, პუტჩის შემდგომ, იყო გამსახურდიას მხარის წინასწარმეტყველების აღსრულება. მე არ დავეთანხმებოდი მათ წინასწარმეტყველებას, მაგრამ ყველაფერი ახდა. ისინი ამბობდნენ, რომ გამსახურდია დაამხეს იმისათვის რათა ისევ დაებრუნებინათ შევარდნაძე თბილისში. შევარდნაძის მომხრეები ამას უარყოფდნენ. მაგრამ, სამი თვის შემდეგ შევარდნაძე მართლაც დაბრუნდა თბილისში. თუ თქვენ გამსახურდიას მომხრეებს დაელაპარაკებით დღეს ან დაელაპარაკებოდით თუნდაც ერთი თვის წინ - მათი წინასწარმეტყველება იყო, რომ შევარდნაძის მიზანი იყო სოხუმის მიყიდვა[!] აფხაზებისათვის, მისი რუსებისათვის ჩაბარება და საქართველოს იძულება შესულიყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების კავშირში... ყველაფერი ეს მართლაც მოხდა. მე არ ვეთანხმები საქართველოს წინააღმდეგ 'დიდი შეთქმულების' იდეას, მაგრამ ფაქტები კიდევ ერთხელ წითელ ხაზად გასდევენ ყველაფერს... [გვ. 8]".

იხ.: Washington, DC და ყოვლისმძლევი ძალაყინი
________________

დასკვნა: ეროვნული ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაციონალისტური ისტერიის გაჩაღებით შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტამ საკუთარი ვიწრო-კლანური ანგარებითი მიზნების განსახორციელებლად ქართველი ხალხი ჩააბა წინასწარ „გაყიდულ", ყოვლად უიმედო, განწირულ ომში! მეტიც - შევარდნაძის ნომენკლატურულ-კლეპტოკრატიული ელიტამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ამ ომში საქართველო დამარცხებულიყო.

________________

აღნიშნულ თემაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი:

ლეგიტიმური ხელისუფლების ზუგდიდში ჩასვლისა და იქ უზენაესი საბჭოს სესიის გამართვის შემდეგ დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკებები ანუ „ბობოყვათის შეთანხმება" - უზენაეს საბჭოსა და პარლამენტს შორის ეროვნული შერიგების თაობაზე. ბობოყვათის მოლაპარაკებები დიდი წარმატებით მიმდინარეობდა და იმ მომენტში საქართველო დიდი და სასიკეთო გარდატეხის წინაში იდგა!

ეს აფხაზეთში ომის განახლების ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორი გახდა!

აფხაზეთში ომის დაწყების წინ - დაახლოებით 1-2 კვირით ადრე („კურთხეული" დაჩოქილ ფურთხისმლოკველთა აქციის თანხლებით — იხ.: დოკუმენტური ციდეო >>>) შევარდნაძემ შეაჩერა „პარლამენტის" უფლებამოსილებანი და აბსოლუტური დიქტატორის უფლებები ჩაიგდო ხელთ!



კატეგორია: კატეხიზმო | დაამატა: მოურავი (2010-03-12)
ნანახია: 1513 | ტეგები: აფხაზეთი, ანტიეროვნული ძალები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები