სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » კატეხიზმო

„მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო“ - პარტია?

პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკი
„მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო"

ანტიეროვნული ძალები მუდმივად ავრცელებდნენ და ავრცელებენ სიყალბეს, თითქოს „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო" რომლის თავმჯდომარეც ზვიად გამსახურდია გახდა -- წარმოადგენდა ჩამოყალიბებულ, სტუქტურირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც გააჩნდა რაღაც სპეციფიკური ერთიანი საკადრო სისტემა და მონოლითური შინაგანი სტრუქტურა.

ეს მითი სსრკ სახუშკომმა, ანტიეროვნულმა ძალებმა შექმნეს საგანგებოდ იმისათვის, რათა მსოფლიოსათვის ზვიად გამსახურდია წარმოედგინათ რაღაც პოლიტიკური მონოლითის, ზეორგანიზაციის სათავეში მდგომ ყოვლისშემძლე და ყოვლისმმართველ დიქტატორად.

ანტიეროვნული ძალები ცდილობენ მიჩქმალონ ის ფაქტი, რომ „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო" სპეციალურად და საგანგებოდ პირველი არაკომუნისტური, თავისუფალი არჩვენებისათვის ბლოკის, ალიანსის სახით შეიქმნა იმ მოძრაობების მიერ, რომელთა მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობა წარმოადგენდა -- ანუ ეს იყო არა პოლიტიკური პარტია -- არამედ მხოლო და მხოლოდ საარჩვენო ბლოკი, საარჩევნო ალიანსი -- რომელშიც არჩევნების შემდგომი პერიოდისათვის რაიმე მტკიცედ დათქმული ურთიერთპირობა და გარანტიები არ არსებობდა!

პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო" მთავარი საარჩვენო პოლიტიკური მიზანი იყო საბჭოთა პოლიტიკური სისტემის ჩარჩოებში მყოფ საქართველოში ჯერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება; შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება ანუ დე-ფაქტო, შიდა-სამართლებრივი დამოუკიდებლობის მიღწევა -- რაც უზრუნველყოფდა საქართველოს დე-იურე დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიებს საბჭოთავე სამართლებრივ სივრცეში.

იმ პერიოდში საარჩევნო ბლოკს „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო" ორი ძლიერი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გააჩნდა:

  • 1) კომუნისტური პარტია -- რომლის გავლენა იმ დროს ჯერ კიდევ ძალზე ძლიერი იყო
  • 2) „ეროვნული კონგრესი" -- რომელიც შექმნეს ორგანიზაციებმა, რომლებიც არსებითად უარყოფდნენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას

ისტორიის გამყალბებლები ჩქმალავენ და მალავენ იმ ფაქტს, რომ სსრკ პოლიტიკურ სისტემაში კომპარტიას განკარგულებაში ჰქონდა არა მხოლოდ უზარმაზარი თვალსაჩინო სახელმწიფო რესურსები, არამედ და რაც უფრო არსებითია არანაკლები სიდიდის ფარული პარტიული რესურსები -- როგორც ფინანსური, ასევე -- საკადრო, ძალოვანი და სხვა. და თუ -- საქართველოში „მრგვალი მაგიდის" არჩევნებში გამარჯვების შემდგომ კომპარტიან სახელმწიფო რესურსების არსებითი ნაწილზე კონტროლი დაჰკარგა, სამაგიეროდ -- მის ხელში კვლავ რჩებოდა კოლოსალური პარტიული რესურსები!

არსებითწილად კომპარტია და „ეროვნული კონგრესი" ერთიანი, კრემლიდან მართული „პერესტროიკისეული" პოლიტიკური გეგმის აღსრულებაში მონაწილეობდნენ: კომპარტიის პოლიტიკური მიზანი იყო უზენაესი საბჭოს არჩვენებში მოეპოვებინა მძლავრი პოზიციები -- რათა შემდგომ არსებითი ზეგავლენა მოეხდინა პარლამენტის მუშაობაზე. ხოლო „ეროვნული კონგრესის" მიზანი იყო ეროვნულად განწყობილი ელექტორატის ერთი ნაწილი მოტყუებითა და ცბიერებით არჩვენების ბოიკოტის გზით ჩამოეშორებინათ არჩვენებისაგან -- რაც კომპარტიას მეტ შესაძლებლობებს მისცემდა.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს კომპარტიამ უზენაესი საბჭოს არჩვენებში საკმაოდ სოლიდური 29,58% ანუ მესამედი მოიპოვა (რითაც მძლავრი ოპოზიციური პოტენციალი შეიძინა), მაშინ როდესაც „მრგვალმა მაგიდა -- თავისუფალმა საქართველომ" 53,99% (ნახევარზე ოდნავ მეტი).

საარჩევნო ბლოკში „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო" შედიოდა 7 დამოუკიდებელი პარტია და ორგანიზაცია:

  • საქართველოს ჰელსინკის კავშირი
  • სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება
  • სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
  • საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი
  • საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი
  • საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია

საკუთრივ იმ ორგანიზაციებს -- რომელთა ლიდერიც უშუალოდ ზვიად გამსახურდია იყო -- უპირატესად საქართველოს ჰელსინკის კავშირსა და ნაკლებად მ.კოსტავას „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას" (რომლმაც თავმჯდომარეც გამსახურდია მ.კოსტავას დაღუპვის შემდეგ მოიწვია) პარლამენტსა და „მრგვალ მაგიდაში" წევრებისა და ხმების მხოლოდ მესამედი გააჩნდათ (9 წევრი 16ის წინააღმდეგ).

„მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო" გაფორმდა 1990 წლის მაისი ბოლოს და უკვე 6 თვის შემდეგ შესძლო მოეგო უზენაესი საბჭოს არჩვენები.

ძალზე არსებითი ფაქტორი იყო ის, რომ „მრგვალ მაგიდას" არ გააჩნდა რაიმე არსებითი და მით უფრო ერთიანი ფინანსური ფონდები, დაფინანსება და არც სხვა რამ მატერიალური ბაზისი (საკუთარი მას-მედია და ასე შემდეგ) -- განსხვავებით კომპარტიისაგან (რომელიც აგრეთვე ფარულად აფინანსებდა „ეროვნული კონგრესის" პოლიტიკურ საქმიანობას).

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო თუნდაც ის, რომ „მრგვალი მაგიდის" ორგანიზაციების წევრები ნაკლებად იცნობდნენ პირადად ურთიერთს (გამგეობების დონეზეც კი) და უმეტესწილად რაიმე წინარე სოციალური ან სხვა კავშირები არ გააჩნდათ. ანუ -- „მრგვალ მაგიდას" სავსებით არ ახასიათებდა რაიმე ამქრული, კორპორატიული ანუ გილდიური (მაფიოზური) თვისებები და რაიმე ერთიანი სტიმულები.

საბოლოო ჯამში ზვიად გამსახურდიამ ვირტუოზულად, უდიდესი პოლიტიკური ტაქტითა და მოქნილობით (ძირითადად მისი შესანიშნავი ნიჭისა და ქარიზმის მეშვეობით), რაიმე ფინანსური ან ადმინისტრაციული რესურსების გარეშე -- შესძლო შემოეკრიბა და არჩევნებში მონაწილეობისათვის კონსოლიდირება მოეხდინა ჭრელი, განსხვავებული შეხედულებებისა და პოლიტიკური მრწამსის, ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებული და მოქიშპე -- სულ ახლახანს „არაფორმალური" ორგანიზაციებისთვის -- და, საბოლოოდ არა მხოლოდ მოეგო საპარლამენტო არჩვენები, არამედ (რაც უფრო არსებითია) შეენარჩუნებინა საარჩვენო ალიანსის, ბლოკის შინაგანი ერთიანობა, ინტეგრაცია, დაეცვა იგი შინაგანი განხეთქილებისაგან არჩევნების შემდგომ პერიოდშიც (უდიდესი გარეგანი დეზინტეგრაციული სტიმულების მიუხედავად) -- იმისათვის, რათა განეხორციელებინა „მრგვალი მაგიდის" საბოლოო მიზანი -- დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება და შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.

კატეგორია: კატეხიზმო | დაამატა: მოურავი (2010-03-12)
ნანახია: 1442 | ტეგები: მრგვალი მაგიდა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები