სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » კატეხიზმო

გამსახურდიამ დააგვიანა, შეაფერხა პრივატიზება და ამითი დაღუპა საქართველოს ეკონომიკა?

საკანონმდებლო ბაზის მომზადება საქართველოში

ეროვნული ხელისუფლებს დამყარებისას (1990 წლის ნოემბერი) პრივატიზების პროცესისათვის აცილებელი საკანონმდებლო ბაზა არ არებობდა და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ერთ-რთი რესპუბლიკა იყო. ამდენად -- პრივატიზების პროცესის დაწყებისათვის აუცილებლი და სავალდებულო იყო საქართველოსა და სსრკ შორის ქონების (ფაბრიკა-ქარხნები, აღაზიები და სხვა) გამიჯვნა, რასაც სსრკ ცენტრი არ ახორციელებდა. ასეთი გამიჯვნის გარეშე კი -- ნებისმიერი ქოების დაპრივატება საქართვეოს მიერ წინააღმდეგობაში მოდიოდა სსრკ კანონმდებლობასთან და შესაძლოა ჰყოლოდა სსრკ „სამართალდაცავი და ძლოვანი" სრუქტურების მხრივ რეპრესიები -- როგორც მთლიანად საქართველო მიართ, არეთვე -- დაპრივატებაში ჩაბმული კერძო მოქალაქეების მიმართ. პრივატიზებას იურიდიულ საფუძველს უსუსტებდა აგრეთვე ის ფაქტორები, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ გააჩნდა საკუთარი ვალუტა და მოქალაქეობა. მაგრამ -- საქართველოში დაწყებული იყო ინტენსიური მზადება პრივატიზების პროცესის სამართლებრივი ბაზის შექმნისათვს და დაიწყო საცდელი პრივატიზება გამოცდილების მიღების მიზნით.

1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესიამ საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლების მომზადებისათვის, ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე მიიღო კანონი "საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ" -- რამაც მყარი იურიდული საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ რეფორმაბს.

1991 წლის 26 მაისს სოციალ-ეკონომიკური გარდაქმნების დაწყების მიზნით მიღებულ იქნა არაერთი კანონი, მათ შორის "საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკაში ეროვნული ბანკის შესახებ", "საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ", "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" და სხვა.

1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს რესპუბლიკის წილის შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაავალა მინისტრთა კაბინეტს დაეწყო მოლაპარაკება სსრ კავშირის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან, სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრების არსებულ ქონებაში (ოქროსა და ალმასის ფონდები, სავალუტო რეზერვები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თავდაცვის ობიექტები და სხვ.) საქართველოს წილის განსაზღვრისა და მისი მიღების პირობების შესახებ, ასევე, სსრ კავშირის საშინაო და საგარეო ვალებში საქართველოს რესპუბლიკის წილის განსაზღვრისა და აღებული ვალდებულებების შესრულების წესებისა და პირობების შესახებ.


პრივატიზების პრაქტიკული პროცესი

დეტალურ ინფორმაციას ყოფლი საბჭოთა რესპუბლიკებში პრივატიზების პროცესზე იძლევა „მსოფლიო ბანკის" - „პრივატიზების მონაცემთა ბაზა".
http://rru.worldbank.org/Privatization/

მის შესაბამისად პირველი საცდელი პრივატიზებები ისეთმა მოწინავე ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა - როგორიც იყვნენ „ევროკავშირის" კანდიდატები ესტონეთი, ლატვია და ლიტვა ჩაატარეს:

ესტონეთი 1992 - „Manufacturing & Services Eestii Piim-Est Milk Ltd" (ამ წელს მხოლოდ ერთი საწარმო - რძის კომბინატი)
ლატვია 1992 - „Manufacturing & Services Aldaris" (ამ წელს მხოლოდ ერთი საწარმო - ლუდის კომბინატი - შემდგომი აქტები მხოლოდ 1994 წელს)
ლიტვა 1992 - „Manufacturing & Services Hotel Meguva" (სულ ამ წელს 4 ობიექტი - 1 სასტუმრი, დანარჩენი საპარიკმახერო, რესტორანი)

ბალტიის სამივე მოწინავე და სამაგალითო რესპუბლიკამ 1992 წელს გააპრივატა ჯამში: 6 მცირე და საშუალო ზომის საწარმო.

1990 ან 1991 წელს ბალტიის არც ერთ რეპუბლიკას (ისევე, როგორც სხვებს) პრივატიზების არც ერთი შემთხვევა არა ჰქონიათ!

საქართველოში კი პრივატიზების პირველი აქტი მოესწრო ჯერ კიდევ 1991 წელს (სამაჩაბლოში სსრკ მიერ გაჩაღებული ომის, კატასტროფული მიწისძვრისა და „მცოცავი პუტჩის" პირობებში) - ხოლო ჯამში - 1991 წლის საპრივატიზაციო სიაში რამდენიმე ათეული ობიექტი იყო. „სამწუხაროდ" ანუ სპეციალურად „მსოფლიო ბანკის" საქართველოს მონაცემთა ბაზაში მაღაზია „გოლიათის" 1991 წლის ოქტომბერში ღია საჯარო ვაჭრობით - აუქციონით დაპრივატება არაა დაფიქსირებული - რომელიც მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე პრივატიზების პირველ აქტს წარმოადგენდა - ანუ მიჩქმალულია საქართველოს პიონერული როლი!

ამას გარდა, ჯერ კიდევ 1991 წლის პირველ ნახევარში ჩატარდა ფარძთომასშატაბოვანი პრივატიზაციული ხასიათის ეკონომიკურ რეფორმა საქართველოს კინემატოგრაფიულ მრეწვწლობაში -- როდესაც სახელმწიფო კინოკორპორაციის შიგნით შეიქმნა რამდენიმე კერძო-პრივატული საწარმო, რომლებსაც პრივატულ საწყისებზე გადაეცათ შესაამისი საწარმოო სიმძლვრეები და ფინანსური რესურსები.

დასკვნა:
საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არა თუ არ ჩამორჩებოდა, არამედ - უსწრებდა ყველა სხვა რესპუბლიკებს პრივატიზების დარგში (ისევე, როგორც რეფორმების ყველა სხვა მიმართულებაში).



კატეგორია: კატეხიზმო | დაამატა: მოურავი (2010-03-12)
ნანახია: 1229 | ტეგები: პრივატიზება, ეკონომიკა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები