სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » თვალთახედვა

თვალთახედვა: ვინ დაბრუნდება აფხაზეთში? -- დემოგრაფიული კატასტროფა
და მაინც -- ყველაზე მწვავე და მძიმე პრობლემა, რომელიც ქართველი ერის, მოდგმის (და არა კომპრადორული სახელმწიფოს) წინაშე დგას -- ეს არის ქართველთა მოდგმის დემოგრაფიული კატასტროფა -- რომლის მიჩქმალვასაც ყოველგვარად ცდილობს სააკაშვილის გლობალისტურ-კომპრადორული და ამდენად ანტიეროვნული რეჟიმი.

ძალზე კომპეტენტური და ღრმადმეცნიერული დაანგარიშებებით საქართველოს მოსახლეობა სულ მალე, 2050 წლისათვის კიდევ დაახლოებით მილიონნახევრით შემცირდება და დავა 3 მილიონამდე, რომელშიც თითქმის ნახევარი მილიონი არაქართული ეთნოსები იქნებიან. ამასთანავე დარჩენილი 2,5 მილონი ქართველის უდიდესი ნაწილი იქნებიან მოხუცები და დაახლოებით 2 მილიონი იცხოვრებს თბილისში.

აქედან გამომდინარე -- საქართველოს ეროვნულად განწყობილი ხელისუფლების უმავრესი და ყველაზე პრიორიტეტული საზრუნავი უნდა იყოს ქართველთა მოდგმის გადარჩენა. ეს კი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქართული ოჯახის საშუალო შვილიანობა იქნება არანაკლებ 3-სა.

საყოველთაოდ ცნობილია და ობიექტური კანონზომიერებაა, რომ მრავალშვილიანობა ახასიათებს მხოლოდ ტრადიციულ, მამა-პაპურ, დიდ ოჯახს. ასეთი ოჯახების მოსამრავლებლად კი ყოვლად აუცილებელია შესაბამისი სოციალური გარემო, ტრადიციები და უპირველეს ყოვლისა ზნეობრიობის შესაბამისი სახე და დონე.

სამწუხაროდ -- ანტიეროვნული, გლობალისტურ-კომპრადორული მტერი პირველ რიგში არღვევს სწორედ ზნეობრიობას, ტრადიციულობას და ამითი საფუძველს ართმევს პროდუქტიულ, მრავალშვილიან ოჯახს -- იწვევს ქართული სოციუმის ატომიზებას, დაქსაქსვას და გადაგვარება-დეგენერაციას.

ხოლო -- თუ უახლოვეს პერიოდში ქართველთა მოდგმის აღწარმოების პრობლემა არ გადაიჭრა -- აფხაზეთში და სამაჩაბლოში დამბრუნებელი ფიზიკურად არვინ იქნება ქართველი...
კატეგორია: თვალთახედვა | დაამატა: მოურავი (2010-05-14)
ნანახია: 1666 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 მათე  
1
დგევანდელი რეჯიმი არააა ეროვნული, ანუ არ ემსახურება ქარტველი ერის ინტერესებს, ეს მარიონეტები ნებისმიერ ოჯახს უკმნიან საფრტხეს,მატ საქარტველო ტურისტუ და გასარტობ ცენტრად უნდატ აქციონ და მისატვის ოჯახები სულ არ სჭირდებატ, ამ გაბატონებულ მაფიოზ კრიმინალებს მხოლოდ ტავიანტი ჯიბის გასკელება და გავლენის სფეროები აინტერესებტ, მტელი8 ერი და ქვეYანა ფეხებზე კიდიატ, ტვიტონ იკონ ოგონდ ტანამდებობებზე და ამას ებგაუცებიან,ეს რო არ დაკარგონ მიტო დააამხვეს ამ კომუნისტმა კრიმინალ- ინტელიგენტებმა ეროვნული მტავრობა!!! და ახლა ტავისი სჰვილები და სჰვილისვილები დაგვასვეს ტავზე და მატ ბუხრებტან გადაჯდნენ, იკედან ადზლევენ რცევა დარიგებას როგორ აკეტონ ბიზნესი ერის საზიანოდ და ტავისი კლანის სასიკეტოდ. რა ვუსჰველორ და როგორ ჩვენ ერს და კვეყანას??

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები