სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » თვალთახედვა

ქ-ნ ლეილა ცომაიას აზროვნების მარგალიტები

რატომ ეწინააღმდეგება ბესარიონ გუგუშვილი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ვერსიას?

საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიის შექმნამ (რომელსაც პრეზიდენტის უფროსი შვილი, პარლამენტარი კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობს) მოსვენება განსაკუთრებით დაუკარგა ეროვნული მთავრობის პრემიერ- მინისტრს ბესარიონ გუგუშვილს და პრეზიდენტის დაცვის იმ წევრებს, რომლებიც ბესარიონ გუგუშვილთან ერთად იმყოფებოდნენ პრეზიდენტის გარდაცვალების დროს (რობიზონ მარგველანი, ბაჩუკი გვანცელაძე და გოჩა კეკენაძე).

და ამას, მსუყე და „საინტერესო" ჭორების მოლოდინში -- წერს თითქოს-და სააკაშვილის რეჟიმის ოპონენტი და ოპოზიციონერი ქალბატონი. დარწმუნებული რომ სააკაშვილის უკანონო, კრიმინალური რეჟიმის უკანონო და არალეგიტიმური „პარლამენტის" კომისია „სიმართლეს" დაადგენს.

 საინტერესოა რით შეატყო ჭორების მოლოდინში შეხურებულმა ქალბატონმა „მოსვენების დაკარგვა" ვისმეს?...

სწორედ ამ ოთხეულის მიერ გავრცელდა ის თავზარდამცემი ინფორმაცია, რომ 1993 წლის 31 დეკემბრის ღამეს, ახალი წლის დადგომამდე რამოდენიმე წუთით ადრე, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა.

ტყუილი: ინფორმაცია არ გავრცელებულა „ამ ოთხეულის მიერ" -- ინფორმაცია გავრცელდა გროზნიდან ქვრივის მიერ რომელსაც ეს შეატყობინეს სამეგრელოდან ჩასულმა მცველებმა. იმავდროულად ოჯახმა საქართველოს ხუნტის პროკურატურას მიმართა გამოძიების მოთხოვნით და დააბეზღა, „ჩაუშვა", სასიკვდილოდ გასწირა გამსახურდიას სამეგრელოში, მის საფლავის დასაცავად დარჩენილი გარემოცვა. ალბათ -- ქალბატონ ლეილას რომ სცოდნოდა მათი ადგილმდებარეობა -- ისიც სიამოვნები „ჩაუშვებდა" მათ -- „სიმართლის გასაგებად".

აღნიშნული ინფორმაცია, შევარდნაძის ხუნტისტურმა ხელისუფლებამ ოფიციალურად მასმედიით 1994 წლის 5 იანვარს გაავრცელა. 5 იანვრამდე, დევნილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას «თვითმკვლელობის » ინფორმაცია არ გამოჟონილა მისი გარემოცვისაგან. არც თვით იმ სოფლებშიც, რომელშიც მოკლეს და შემდგომ გადაასვენეს პრეზიდენტი (ჯიხაშკარი და ძველი ხიბულა).

გამსახურდიას სიკვდილის ამბავი არც უნდა გაჟონილიყო, მანამ -- სანამ ამას არ შეიტყობდა მისი ოჯახი და თავად არ გადაწყვეტდა შემდგომ განვითარებას. ამ მხრივ დაცვამ უნაკლოდ იმოქმედა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 5 დღის განმავლობაში (31 დეკემბრიდან 5 იანვრამდე), პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარემოცვა, შევარდნაძის ხუნტისტურ რეჟიმთან თანამშრომლობით ხვეწდა და ამუშავებდა ორივე მხარისათვის სასურველი თვითმკვლელობის ვერსიის, რაც შეიძლება მეტი დამაჯერებლობით გავრცელების დეტალებს, რომლის მთავარ ეპიზოდად და არგუმენტად იქცა პრეზიდენტის საფლავის ადგილსამყოფელის საიდუმლოდ შენახვა ხუნტისტური ხელისუფლებისაგან, ვითომდაც დაცვის არგუმენტით.

გამსახურდია ჯიხაშკარში დაიკრძალა (ბალზამირებისა და „გაპატიოსნების" შემდეგ) 2 იანვარს ღამით -- შემდეგ დღეს, 3 იანვარს შესაძლებელი გახდა ტრანსპორტის პოვნა და ორი მცველი ბათუმის გავლით გაგზავნა გროზნიში, სადაც ჩააღწიეს 4 იანვარს გვიან ღამით. უფრო ადრე ამბავი ვერაფრით ვერ ჩააღწევდა გროზნიში -- თუნდაც ეს აზროვნების გიგანტ ქალბატონ ლეილას ეკისრა...

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი გარემოცვისა და შევარდნაძის ხუნტისტური ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა «თვითმკვლელობის » ვერსიამ, 16 წლის განმავლობაშიც კი, ვერც მის მომხრეებსა და ვერც მოწინააღმდეგეებს შორის, დამაჯერებლობის ვერც ერთი პროცენტით ვერ იმუშავა, ზვიად გამსახურდიას პიროვნული ფაქტორების გათვალისწინებით. არამედ, სწორედ ამ ვერსიამ გააჩინა პარადოქსალური იმედი ზვიადის სიცოცხლის შესახებ, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ნაწილს დღემდე ასულდგმულებს მისი დაბრუნების (გამოჩენის) იმედი.

„დაბრუნების" და სხვა მაგვარი სუბიექტური, პირადული განწყობების გათვალისწინებით -- გამსახურდიას სიკვდილის გარემოებები სამუდამოდ გაურკვეველი დარჩება იმათთვის, ვინც არაა განწყობილი დაიჯეროს სიმართლე და ძალი-ძალაზე უნდა რომ დამტკიცდეს მაინც და მაინც მკვლელობა. რისი ერთ-ერთი მაგალითია აზროვნების გიგანტი ქალბატონი ლეილა ცომაია...

თბილისის პეტრე- პავლეს ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა (იგი ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო), ამა წლის კვირაცხოვლობას (11 აპრილს), ორიათასამდე მრევლის წინაშე იქადაგა: ზვიად გამსახურდია ცოცხალია, იგი იმყოფება ევრაზიის ერთ-ერთ მონასტერში, დაბრუნდება საქართველოში და ჩამოიყვანს მეფეს. ამიერიდან მე ზვიად გამსახურდიას ცოცხლებში მოვიხსენიებო... მას შემდეგ ცოცხალთა ლოცვებში იხსენიებს - კიდეც!

არანაირი „გამსახურდიას უზენაესი საბჭო" არ არსებობდა -- არსებობდა საქართველოს უზენაესი საბჭო, რომელიც ლეგიტიმურად არ შეცვლილა, არ დაშლილა და უფლებები არ აუყრია, -- ამდენად ის ვინც ცნობილია როგორც „ყოფილი დეპუტატი" ანუ „დეპუტატყოფილი" -- ლეგიტიმურობის მოღალატეა.

აღნიშნული ფაქტი კი ზედმიწევნი ასახავს პრიმიტიულად მოაზროვნეთა განწყობის ზეგავლენას გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების მიმართ.

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი გარემოცვა (გუგუშვილი, მარგველანი, გვანცელაძე, კეკენაძე) აცხადებს, რომ პრეზიდენტი მოწამლული იყო და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალიან ცუდად გრძნობდა თავს (ხდებოდა, ვერ ჭამდაო). საზოგადოებისათვის დღემდე პასუხგაუცემლად რჩება კითხვა, თუ რა ვითარებაში მოიწამლა პრეზიდენტი და რით! თუ იგი საკვებით მოიწამლა, მაშინ იმავე საკვებით ან წყლით ისინიც ხომ უნდა მოწამლულიყვნენ. რამდენადაც ვიცით, დევნილ მთავრობას, საველე და ექსტრემალურ ვითარებაში საკვების ფართო ან განსხვავებული ასორტიმენტი არ გააჩნდათ და ყველანი (პრეზიდენტიც) ერთი საკვებით იკვებებოდნენ.

სიცრუე: გარემოცვის არც ერთ წევრს არასოდეს და არც ერთხელ არ განუცხადებია, რომ იგი მოწამლული იყო. ისინი ადასტურებდნენ და კვლავ ადასტურებენ, რომ გამსახურდია ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა, დაიკლო წონაში, უჭირდა სიარული, უჩიოდა ტკივილებს და მეტიც -- თვლითმკვლელობის წინა დღეს გონება დაჰკარგა.

არის ერთი სიცარიელეც! ვინაიდან, აფექტის მდგომარეობა და მოტივაცია, როგორც ასეთის იმ მომენტისათვის აღარ არსებობდა, პრეზიდენტი, თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე, განსჯით უნდა მისულიყო. ასეთ შემთხვევაში მას, თავისი უკიდურესი გადაწყვეტილების ახსნისა და ერის მიმართ სათქმელი, წერილობით უნდა დაეტოვებინა, რამეთუ ზვიად გამსახურდიაში უდავოდ მაღალი იყო ერისა და ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობის ხარისხი.

გარემოცვა ბოდიშს იხდის, მაგრამ სამწუხაროდ გამსახურდიამ ვერ შეასრულა ქალბატონ ლეილას ეს კატეგორიული მოთხოვნა.

საზოგადოების ყურადღება ერთ თვალსაჩინო საეჭვო გარემოებაზეც მსურს გავამახვილო: ტელევიზიებით გავრცელებულ კადრებში, ჩასასვენებელში მყოფ გარდაცვლილ პრეზიდენტს ხელებზე, რატომღაც წამოცმული აქვს უთითო თეთრი ხელთათმანები, ხოლო ხელები მკერდზე ბუნებრივად დაწყობილი კი არ აქვს, არამედ, არაბუნებრივად დაყრილი, როგორც დამტვრეულ- პარალიზებული.

ქალბატონის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს -- მან დაინახა ის, რაც არ ყოფილა და სხვას არავის დაუნახავს -- „თეთრი ხელთათმანები"! -- ესაა ქლბატონ ლეილას აზროვნების მთავარი მარგალიტი! ყოჩაღ ქალბატონო!

და რა თქმა უნდა... გამსახურდიამ ხელები სიკვდილის შემდეგ და განსაკუთრებით მეორეჯერ დამარხვისას გულზე „ბუნებრივად" არ დაიწყო...

ხელთათმანის დანიშნულება და ფუნქციაც, უთუოდ ამით არის განსაზღვრული - საზოგადოების თვალს დაუმალოს, შეუფუთოს დაზიანებული (ნაწამები) ხელები.

„ნაწამები ხელები"... -- რა თქმა უნდა ეს მოდის ი ლაფსუსიდან რომელიც ქალბატონმა ტელევიზორიდან გაიგო -- რომ „ნეშტს ცალ ხელზე არ აქვს ფრჩხილები"...

საზოგადოების უნდობლობასა და ეჭვებს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტის გარემოცვა (გუგუშვილი, გვანცელაძე, მარგველანი, კეკენაძე) «პედალირებენ » მათივე ერთადერთ «თვითმკვლელობის » ვერსიაზე (რაც საკუთარი თვალებით, არც ერთს არ უნახავს) და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მკვლელობის ვერსიაზე მომუშავე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, პრინციპულად არ თანამშრომლობენ მათთან, არამედ სხვადასხვა დემაგოგიური განცხადებებით, თავიდან იცილებენ გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულებას.

საზოგადოებამ უნდა დაამტკიცოს სიმართლის ცოდნის სურვილი იმითი, რომ უნდა შეუკრიბონ კოკოს 10 ათასი დოლარი „ამერიკელი სპეციალისტისთვის", რომელიც თურმე უეჭველად დაამტკიცებ გამსახურდია წამებით მოკვლას. 10 ათსი დოლარის გარეშე არ იქნება „სიმართლე" ქალბატონო ლეილა.

ქვემოთ ვბეჭდავთ ბესარიონ გუგუშვილის კონტრ-დაკითხვის ტექსტს: (მკითხველებს შევახსენებთ, რომ ბატონი ბესარიონი დევნილი მთავრობის სტატუსით ცხოვრობს ემიგრაციაში - ფინეთში).

როგორ ექნება კოკოს მაიმუნურ კომისიას წარმატება -- როდესაც მასში არ მონაწილეობს გამოძიების ისეთი გიგანტური ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი, როგორიც ქალბატონი ლეილაა?

გაზ. „განმათავისუფლებელი", 2010, მაისი,№25

ლეილა ცომაია
http://ganmatavisuflebeli.webs.com/

ასლი:
http://www.box.net/shared/uj7ndyli4g



წყარო: http://ganmatavisuflebeli.webs.com/
კატეგორია: თვალთახედვა | დაამატა: მოურავი (2010-08-25)
ნანახია: 1723 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები