სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » თვალთახედვა

თვალთახედვა: საქართველო ქართველი ერის წინააღმდეგ
საქართველოსა და ქართველ ერში ჩანერგილი მტრული გლობალიტურ-კომპრადორული სისტემის მიერ ქართველობის ერთ-ერთი არსებითი სატყუარა გახლავთ ქართველი ერის (როგორც ეთნიკური ქართველობის, ქართველთა მოდგმის) და საქართველოს (როგორც ისტორიული საქართველოს ტერიტორიის ერთი, მცირე ნაწილის) სისტემების ურთიერთ აღრევა პოლიტიკაში, იდეოლოგიასა და პროპაგანდაში.

მინდა ამ მხრივ შეგახსენოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არსებობდა დედამიწაზე ადამიანის გაჩენამდე, ქართველთა მოდგმის გაჩენამდე და იარსებებს მაშინაც თუ და ოდეს ქართველთა მოდგმა დედაბუდიანად ამოწყდება. კაცობრიობას საკმარისზე მეტი მაგალითები აქვს იმისა, თუ როგორ გადაიქცა აყვავებულ ტერიტორიებად ისეთები, სადაც ადგილობრივი ანუ ავროქტონური მოსახლეობა, მოდგმა სავსებით ამოწყვიტეს ან გააჩანაგეს...

ამიტომ -- რაიმე ტერიტორიის და თუნდაც სახელმწიფოს ინტერესები ყოველთვის და სრულად არ ემთხვევა ამ ტერიტორიის ავტოქტონული, აბორიგენული მოსახლეობის ინტერესებს -- მეტიც, შეიძლება ძიფესვიანად ეწინააღმდეგებოდეს კიდეც. შესაძლოა რაღაც ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო აბსოლუტურად მტრულიც კი იყოს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები აბორიგენული მოსახლეობის მიმართ.

ჩვენ, ქათველებმა, ქართული მოდგმის, ეთნოსის წამომადგენლებმა უნდა ვისწავლოთ პირველ რიგში და უმთავრესად ვიაზროვნოთ და ვიფიქროთ ჩვენი მოდგმის, ქართველი ეთნოსის ინტერესებიდან გამომდინარე (თუმცა ამავე დროს არ უნდა დავჩაგროთ სხვები). მხოლოდ ჭკუათხელი, ბრიყვი და სულელი ამჯობინებს სხვის შვილს, სხვის დედ-მამას, სხვის და-ძმას საკუთარს, ღვიძლს.

უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო შესაძლოა იყოს (გამოიყენონ) როგორც ქართველთა მოდგმის წინააღმდეგ, მის მოსასპობად მიმართული ბასრი და საშიში იარაღი! ამიტომ ქართველთა მოდგმას, ქართველ ერს სჭირდება უპირველეს ქართული ეროვნული ინტერესების განმახორციელებელი სახელმწიფო -- ეროვნული სახელმწიფო (და არა ნაციონალისტური სახელმწიფო გინდა ნაცმოძრაობების სახელმწიფო).

შესაძლოა ოდესმე აჭარა გადაიქცებს შესანიშნავ კურორტად, სადაც უცხოელების მიერ აშენებულ ჰოტელებში მშვენივრად დაისვენებენ უცხოელები, რომლებსაც მოემსახურებიან კარგად გაწვრთნილი უცხოელები -- მაგრამ ამითი ქართველობას რა?

საქართველოში ამჟამად საკმაოდ გამოცოცხლებულია მშენებლობა -- ვისთვის? ქართველობის მასსებისათვის? -- არა ბატონო. უცხოელებისათვის და კომპრადორებისთვის! -- მაშ რა უნდა გვიხაროდეს ჩვენ, ქართველებს? -- რატომ უნდა უხაროდეთ მოჰიკანების სულებს მათი მამულის, ამერიკის წალკოტად გადაქცევა?

კატეგორია: თვალთახედვა | დაამატა: მოურავი (2010-05-14)
ნანახია: 1699 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
3 მათე  
0
ვეთანხმები ამ წერილში გამოტქმულ აზრს აზრს,რა უნდა გაკეტდეს კონკრეტულად, ეროვნული სახელმწიფოს ჩამოსაყაკიბებლად??მე ერტი ჩვეულებრივი ქართველი ვარ და ვიტანჯები ამ უზურპატპების მერ, გული მტკივა რომ ამ ქვეYანას უცხო ძალები მართავენ, ეტნიკური ქარტველების ხელიტ. დევნიან ეროვნულად მოაზროვნე ქარტველს, ღიად ან ფარულად.ასულელებენ და აბოლებენ მოსახლეობას,სამწუხაროა რომ საპატრიარკოს ამაში დიდი როლი მიუძღვის,მილიონებს უხდიან მატ რომ ის ილაპარაკონ მრევლს, რაც ოფიციოზზს აცკობს.

4 მოურავი  
0
პასუხი თქვენს შეკითხვებზე აქაა:
http://georgia.eu.com/publ/teoria_praqtika/katehizmo/5-1-0-1
საქართველოში ლეგიტიმურობის აღდგენის საკითხები

2 მოურავი  
0
გეორგიანელი -- მადლობთ შენიშვნისთვის, დამატებულია...

1 გეორგიანელი  
0
თუ შეიძლება პუბლიკაციების ამ საითიდან პირდაპირ ფეისბუქში გავრცელების ფუნქციის დამატება? წინასწარ გმადლობთ.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები