სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » აპოლოგეტიკა

ეროვნული იდეოლოგიისა და მოძრაობის, ეროვნული ცნობიერების აპოლოგეტიკის აუცილებლობა

(პროექტი)

აპოლოგია ἀπολογία (დაცვა, გამართლება, გამოსარჩლება) — წერილი, თხზულება, ტექსტი, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიის, ვისიმე ან რისიმე დაცვას, გამართლებას, გამოსარჩლებას.

ქართული ეროვნული იდეოლოგიისა და მოძრაობის, ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ -- მისი ილია ჭავჭავაძის თაობის მიერ შექმნა-ჩამოყალიბებისთანავე -- საუკუნეზე მეტია, რაც გააფთრებული თავდასხმები და აგრესია ხორციელდება. ეს აგრესია განსაკუთრებით გამძაფრდა და გაძლიერდა საქართველოში ჯერ ანტიეროვნული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ და შემდგომ კი სააკაშვილის ანტიეროვნულ-გლობალისტურ-კომპრადორული რეჟიმის ზეობისას.

ქართული ეროვნული იდეოლოგიისა და მოძრაობის, ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ -- „ენა, მამული, სარწმუნოება" წინააღმდეგ -- ამჟამად საქართველოში მუშაობენ გლობალიზმის მიერ მსუყედ დაფინანსებული ინსტიტუციები -- როგორც ე.წ. სამეცნიერო და არასამთავრობო, - აგრეთვე მას მედიის ყველა სახეობა. იმათ შორის კი, ვინც თვალთმაქცურად ვითომც იცავს ეროვნულ იდეალებს დიდი უმეტესობაც შეფარული მტრები, შემრყვნელები და გამყალბებლებია. არაერთი გამყალბებელი ცდილობს დააშოროს ერთმანეთს, გამიჯნოს ეროვნულობის შემადგენელი ცნებები -- მაგალითდად, ჩამოაშოროს ეროვნულობას სარწმენოებრივი შემადგენელი, ან -- სავსებით უგულველყოს მოდგმითი, გენეტიკური შემადგენელი და ეროვნულობა მხოლოდ-ღა კულტურის თვისებად წარმოაჩინოს.

მუდმივი, გააფთრებული, მასიური და კაპიტალური თავდასხმებია თვით ტერმინზე, ცნებაზე: „ეროვნული"... -- ამ ტერმინის, ცნების გაიაფებით, უადგილო გამოყენებითა და გაშარჟებით ცდოლობენ ეროვნულობის თვით ცნების საფუძვლების შერყევასა და შელახვას...

და, ასეთ ვითარებაში, ქართული ეროვნული იდეოლოგიისა და მოძრაობის, ეროვნული ცნობიერების დასაცავად, ქართველთა მოდგმის დასავად -- მისი აპოლოგიისათვის -- მცდელობს და საქმიანობს სიმრავლით უმცირესი და მატერიალურად უსუსტესი არაფორმელური ძალები -- რომელთაც ხელეწიფებათ არსებითად მხოლოდ ინტერნეტის, ვების მეშვეობით იდეოლოგიური შებრძოლება. ეროვნულად მოაზროვნე მამულიშვილების მიერ შექმნილია და მოქმედებს რამდენიმე რესურსი ინტერნეში, რომლებზეც არსებითი აპოლოგეტიური ხასიათის მასალაა გამოქვეყნებული და მისაწვდომი.

ამავე დროს -- საჯაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ იმათი დიდი უმეტესობა -- ვინც 1990-იან წლებში ქართველმა ერმა ეროვნულობის ცვა-ფარვის მიზნით სახელმწიფოს სამართლებრივი სადავეებისა და ორგანიზაციული სისტემით სამართავად აირჩია და დანიშნა (საკანონმდებლო, აღმასრულებელსა და სასამართლო სფეროებში) -- საკუთარ მოვალეობებს გაემიჯნენ, ხალხის არჩევანს უღალატეს, თითს თითზე არ აკარებენ რათა ეროვნულობის წინააღმდეგ ქართველი ერის მტრის გააფთრებული თავდასმებს შეეპასუხონ, დაიცვან ეროვნილი იდეალები -- მეტიც, ძალზე ხშირ შემთხვევაში ეს „ხალხის რჩეულები" შეერწყენ, შეეთვისენ სააკაშვილის ანტიეროვნულ-გლობალისტურ-კომპრადორულ რეჟიმს და მასთან აქტიურად თანამშრომლობენ-კოლაბორანტობენ.

ასეთ ვითარებაში, ემიგრაციაში მყოფი ეროვნული ხელისუფლება, მთავრობა კიდევ ერთხელ ამახვილებს მამულიშვილთა ყურადღებას ქართული ეროვნული იდეოლოგიისა და მოძრაობის, ეროვნული ცნობიერების დაცვის, აპოლოგიის აუცილებლობაზე და მოუწოდებს მათ მჭიდროდ ითანამშრომლონ ამ მიმართულებით ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან.



წყარო: http://www.facebook.com/note.php?note_id=447670069482
კატეგორია: აპოლოგეტიკა | დაამატა: მოურავი (2010-10-09)
ნანახია: 1494 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები