სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » თვალთახედვა

1992-1993 წლების ომი აფხაზეთში პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილების სამართლებრივ ასპექტებში

როგორც ცნობილია, საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების ე.წ. პარლამენტმა 2005 წლის 11 მარტს მიიღო დადგენილება (N 1104 - Iს) რომელშიც აღნიშნულია:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

ამ დადგენილების შესაბამისად საქართველოს 1990 წლის პარლამენტის ლეგიტიმურობა აღიარებულია არჩევიდან 5 წლის განმავლობაში ანუ 1995 წლამდე, ხოლო 1991 წელს არჩეული პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას ლეგიტიმურობა აღიარებულია 1996 წლამდე -- ანუ სათანადო კანონებით დადგენილი ვადების შესაბამისად.

გამომდინარე ამ დადგენილების სამართლებრივი არსიდან, 1992-1993 წლებში, როდესაც აფხაზეთში მიმდინარეობდა ომი შევრდნაძის ხუნტის შეიარაღებილ ბანდებსა (ე.წ. სამთავრობო ძალები) და აფხაზეთის სეპარატისტულ ძალებს შორის -- ეს ორივე მხარე არალეგიტიმური, უკანონო იყო -- ანუ სამართლის თვალსაზრისით წარმოადგენდა კრიმინალურ დაჯგუფებებს.

ამერიკის კონგრესის უაღრესად მნიშვნელოვან დოკუმენტში - "Briefing on Current Situation in Georgia and Implications for U.S. Policy (თანამედროვე სიტუაცია საქართველოში და დასკვნები აშშ პოლიტიკისათვის)", Commission on Security and Cooperation in Europe, Monday, October 25, 1993, Washington, DC. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ეს კომისია ამერიკის კონგრესის ორგანოა, რომელსაც ევროპაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის შემუშავებაზე გადამწყვეტი გავლენა აქვს. შეკრებას უძღვებოდა კომისიის დირექტორი სამუელ ვაისი (Samuel Wise). მთავარი მომხსენებლები იყვნენ: ჩარლზ ფერბენკსი (Charles H. Fairbanks, Director of the Central Asia-Caucasus Institute) - რეიგანისა და ბუშის საარჩევნო კამპანიების საგარეო-პოლიტიკური მრჩეველი; და, თომას გოლცი (Thomas Goltz) - აღმოსავლეთმცოდნე და კავკასიის სპეციალისტი, რომელიც დამკვირვებლად მივლინებული იყო საქართველოში და იმყოფებოდა სოხუმში მისი დაცემის ბოლო დღემდე.

კომისიაზე კერძოდ აღინიშნა:

"გოლცი: - შევარდნაძის[!] ხალხმა გაილაშქრა აფხაზეთზე და გზადაგზა მძარცველობდნენ. ეს იყო კიტოვანი, შემდეგ მხედრიონი. ამან პრობლემები საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის მთავრობას შორის გადაზარდა ჯერ ჩვეულებრივ ომში და შემდეგ უარესშიც - ომში, რომელშიც ორივე მხრივ დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა [გვ. 8]".

როგორც კომისიის მოხსენებიდან ჩანს, ამერიკის კონგრესის ეს დოკუმენტი შევრდნაძის ძალების აფხაზეთში შეჭრას აფასებს როგორც კრიმინალური ბანდების ყაჩაღურ, მძარცველურ აქციას -- რამაც არსებითწილად გამოიწვია სასტიკი ომი.

ამერიკის კონგრესის ეს დებულება სავსებით ეთანხმება ზემოთაღნიშნულ 2005 წლის 11 მარტის დადგენილებას, რომ იმ პერიოდში ლეგიტიმური იყო მხოლოდ ზ.გამსახურდიას ხელისუფლება და მისი შეიარაღებული ძალები -- ხოლო, შევარდნაძის ე.წ. სამთავრობო ჯარები და ომში მონაწილე სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები კრიმინალური სტრუქტურები იყვნენ. ამ ომის ეს კრიმინალური ხასიათი შევარდნაძის მიერ კონტროლირებადი საქართველოს მხრიდან უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გარემო შეიქნა იმისთვის, რომ აფხაზეთი საქართველოსათვის ჩამოეშორებინათ.

ანუ -- აფხაზეთში შევარდნაძის არალეგიტიმური ფორმირებების მიერ მოღალატუურად წამოწყებული და წარმართული ომი -- რომელიც შევარდნაძის მიერ კონტროლირებადი საქართველოს მხრივ არალეგიტიმური იყო --  შევარდნაძისვე აფხაზ სეპარატისტებთან და რუსეთთან ხელმოწერილი არალეგიტიმური და მოღალატური გარიგებები გახდა უშუალო მიზეზი იმისა, რომ აფხაზეთზე დაწესდა რუსულ-სეპარატისტული კონტროლი.

სამწუხაროდ -- ქართული საზოგადოებრიობაში აფხაზეთში ომის ეს სამართლებრივი საკითხი და პრობლემა სავსებით მიჩქმალულია და პრაქტიკულად არაა ინფორმაციულ მიმოქცევაში. ამავე დროს -- აფხაზეძის შემოერთების ნებისმიერ პრაქტიკულ მცდელობები ვერაფრით ვერ აუვლის გვერდს, ვერ აიცილებს თავიდან ამ, სამართლებრივ ასპექტს.

სამართლებრივი დასკვნა:

აფხაზეთის დაკარგვის უმთავრესი მიზეზი იყო მისი სამართლებრივი დაუცველობა!

________________

იხილეთ აგრეთვე:

კატეხიზმო: ანტიეროვნული ძალების მიზნები აფხაზეთის ომში

http://besarion.wordpress.com/2010/08/24/catechizm_abkh_targets/
http://www.facebook.com/note.php?note_id=381903554482

კატეხიზმო: კანონიერი სეპარატიზმი ანუ სეპარატიზმის დაკანონება

http://besarion.wordpress.com/2010/09/28/separatizm_/
http://www.facebook.com/note.php?note_id=419198404482

კატეხიზმო: ეროვნული ხელისუფლება და აფხაზეთი

http://besarion.wordpress.com/2010/08/24/catechism_abkh_legitime/

http://www.facebook.com/note.php?note_id=381904629482


წყარო: http://wp.me/ph17g-7H
კატეგორია: თვალთახედვა | დაამატა: მოურავი (2010-10-03)
ნანახია: 1529 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები