საქართველოს ეთნიკური უმცირესობები და 1991 წ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი - აპოლოგეტიკა - თეორია და პრაქტიკა - პუბლიკაციები - საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში
 
 
 

სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 173

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » აპოლოგეტიკა

საქართველოს ეთნიკური უმცირესობები და 1991 წ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი
1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი. მის მონაწილეთა 90,8 პროცენტმა დადებითად უპასუხა შეკითხვაზე: თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებულია დასკვნა, რომელიც ავლენს განსაცვიფრებელ შედეგებს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმისას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზოგიერთი დეტალი, რომელიც დაკავშირებულია არაქართული მოსახლეობის მონაწილეობასთან რეფერენდუმში.

დემოგრაფიული მონაცემები აღებულია მოსახლეობის აღწერის 1989 წლის მონაცემების მიხედვით.

ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები:

ახალქალაქის რაიონი - ქართველები 4,3%, სომეხი - 91,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90%. კითხვას უპასუხა დიახ 97,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 87,31%.

ნინოწმინდის რაიონი, ყოფილი ბოგდანოვკის რაიონი: ქართველები 1,1%, სომხები 89,4%, რუსები 8,3%. კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა 88,5%, კითხვას უპასუხა - დიახ 91,58%, ანუ ყველა ამომრჩევლის 81,04%;

წალკის რაიონი: ქართველები 3,3% , ბერძნები 61%, სომხები 28,5%, აზერბაიჯნელები 5,1%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 88,19%, კითხვას უპასუხა დიახ 96,56%, ანუ ყველა ამომრჩევლის 85,16%.

დმანისის რაიონი: ქართველები 28%, აზერბაიჯნელები 63,7%, ბერძნები 6,1%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,19%. კითხვას უპასუხა დიახ 99,17%, ანუ ყველა ამომრჩევლის 92,42%.

ბოლნისის რაიონი: ქართველები 21%, აზერბაიჯნელები 65%, სომხები 6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 90,86%, კითხვას უპასუხა დიახ 99,54%, ანუ ყველა ამომრჩევლის 90,44%.

მარნეულის რაიონი: ქართველები 6,6%, აზერბაიჯნელები 80%, სომეხი 6,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97,7%. კითხვას უპასუხა დიახ 98,94%, ანუ ყველა ამომრჩევლის 96,74%.


სამაჩაბლო:

ახალგორის რაიონი: ქართველები 53,8%, ოსები 44%, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,15%, კითხვას უპასუხა დიახ 99,44, ანუ ყველა ამომრჩევლის 92,63%.

ცხინვალის რაიონი: ქართველები 46%, ოსები 52,4%. რეფერენდუმი ჩატარდა 12-დან 7 საკრებულოს ტერიტორიაზე, საომარი მდგომარეობის გამო. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რაიონის ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 64,55%... საკრებულოს ტერიტორიებზე, რომლებიც მთლიანად ოსებითაა დასახლებული, კენჭისყრა ჩატარდა რომის საბჭოთა მეურნეობის თანამშრომელთა საერთო კრების მიერ არჩეული კომისიის საკუთარი ინიციატივით. 612 ამომრჩევლიდან კითხვას უპასუხა დიახ 607 ამომრჩეველმა (წმინდად ოსური სოფელი).

რეფერენდუმი არ ჩატარებულა ქ. ცხინვალში, ჯავისა და ყორნისის რაიონში. ჯავის რაიონში 5,8% ქართველი ცხოვრობს, ყორნისისაში 35,4%. ჯავის რაიონის 474 ამომორჩეველმა, ამათგან 149 ოსმა ხმა მისცა საჩხერის რაიონის სოფელ პერევისაში და ყველამ დადებითად უპასუხა კითხვას.

აფხაზეთი:

სოხუმი: ქართველები 41,8%, სომხები 10,3%, რუსები 21,1%, ბერძნები 6,3%, აფხაზები 12,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 67,1%. კითხვას უპასუხა დიახ 96,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 64,02%.

გაგრა: ქართველები 28%, სომხები 30,05%, რუსები 23,4%, აფხაზები 9,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 52,1%. კითხვას უპასუხა დიახ 94,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 48,98%.

გალის რაიონი: ქართველები 93%, რუსები 3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97,67%. კითხვას უპასუხა დიახ 99,71%, ანუ ყველა ამომრჩევლის 97,39%.

გულრიფშის რაიონი: ქართველები 52,7%, სომხები 25,3%, რუსები 13,8%, აფხაზები 2,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 85,35%, კითხვას უპასუხა დიახ 97,85%, ანუ ყველა ამომრჩევლის 83,52%.

ოჩამჩირის რაიონი: ქართველები 49,2%, სომხები 8,2%, რუსები 5,8%, აფხაზები 33,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 54,76%, კითხვას უპასუხა დიახ 99,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 54,27%.

სოხუმის რაიონი: ქართველები 44,2%, სომხები 29,4, რუსები 7,2%, ბერძნები 10,5%, აფხაზები 5%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 69,83%, კითხვას უპასუხა დიახ 99,44%, ანუ ყველა ამომრჩევლის 60,61%.

გუდაუთის რაიონი: ქართველები 13%, სომხები 15,5%, რუსები 13,1%, აფხაზები 53,3%. რეფერენდუმი ჩატარდა მხოლოდ ერთ უბანში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 8,13%, კითხვას უპასუხა დიახ 99,9%, ანუ ყველა ამომრჩევლის 8,12%.

ტყვარჩელი: ქართველები 23%, რუსები 24%, აფხაზები 42%. რეფერენდუმი არ ჩატარებულა. 7,84% ამომრჩეველმა ხმა მისცა ქ. ოჩამჩირეში. კითხვას უპასუხა დიახ 99,9%, ანუ ყველა ამომრჩევლის 7,83%.

მთლიანად აფხაზეთში 347 175 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 61,23%, კითხვას უპასუხა დიახ 97,73%, ანუ ყველა ამომრჩევლის 59,84%.

დასკვნა: საქართველოს რესპუბლიკის მთელმა მოსახლეობამ, როგორც ქართველმა, ისე არაქართველმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ზემოთმოტანილი დოკუმენტური მონაცემებით ბათილდება აგრეთვე ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ავრცელებდნენ საქართველოში არაქართველი ეროვნული უმცირესობის ვითომდა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის შესახებ.

PS: ედპ-მ და "ეროვნულ კონგრესში" შემავალმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს რეფერენდუმს. მოტივი - მათ არ სურდათ არც ზვიად გამსახურდიას ჩატარებული რეფერენდუმი, არც მისი გამოცხადებული დამოუკიდებლობა! მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვშიც (მზიურში) იყო გახსნილი სარეფერენდუმო უბანი, მასში მონაწილეობა არ მიუღია ე. შევარდაძესაც
კატეგორია: აპოლოგეტიკა | დაამატა: მოურავი (2010-04-01)
ნანახია: 1087 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2016
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები