სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » კატეხიზმო

სიგუა-კიტოვანის დაჯგუფების როლი 1991-1992 წლების პუტჩში
სიცრუე ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ პუტჩის მომწყობი ძალების შესახებ.

ნეოპუტჩისტური, ნაცური ხელისუფლების ერთგული მას-მედია ბოლო ხანებში ინტენსიურად ნერგავს სიცრუეს, თითქოს ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ პუტჩი მოაწყეს თვით ეროვნული ხელისუფლების მოღალატე ძალებმა - სიგუა-კიტოვანის დაჯგუფების სახით. ამით პუტჩისტები და ნეოპუტჩისტები ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალება საკუთრივ ეროვნულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას დააკისრონ - მისი „შეცდომებით" განაპირობონ.

როგორც ნეოპუტჩისტური, ნაცური იდეოლოგიის ყველა სხვა არგუმენტი - ესეც მტკნარი სიცრუეა - გაუცნობიერებელ და ბნელ, უბირ მასსაზე გათვლილი ხრიკია...

სიმართლე კი ისაა, რომ როგორც ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების არაერთ დოკუმენტიშია აღნიშნული პუტჩის დამგეგმავი და აღმსრულებელი ძალები იყვნენ:

  1. მთავარი მოქმედი პუტჩისტური ძალა იყო საბჭოთა ერთიანი კომუნისტური ნომენკლატურა - რომელიც კოლოსალური ფინანსური რესურებით, ათწლეულობით გამოზრდილგაწვრთნილი კომუნისტური „კადრებით", კა-გე-ბე-თი და რაც მთავარია საბჭოთა არმიის უძლიერესი მხარდაჭერით სარგებლობდა. კომუნისტური ნომენკლატურა ამზადებდა იმას, რასაც ზვიად გამსახურდიამ უზუსტესად „ნომენკლატურის რევანში" უწოდა.
      
  2. ნაკლებ ძლიერი, მაგრამ დასავლეთის უძლიერესი მხარდაჭერით აღჭურვილი ძალა იყო გლობალისტური, ტრანსნაციონალისტური დისიდენტურ-„დემოკრატიული" მოძრაობა - რომელსაც ეროვნული ძალების წინააღმდეგ არსებითწილად უჭერდა მხარს აგრეთვე საკუთრივ კომუნისტური ნომენკლატურა. ხშირ შემთხვევაში დისიდენტური ძალები არსებითწილად თვით კომუნისტური ნომენკლატურის წევრებისაგან შედგებოდა,  რომელთა ლიდერი იყო ნობელის პრემიის ლაურეატი სახაროვი - ასეთები იყვნენ მაგალითად მამარდაშვილი, ბაქრაძე და სხვები.

კომუნისტური ნომენკლატურის ისევე როგორც გლობალისტური დისიდენტური მოძრაობის მიზანი იყო საბჭოთა კავშირის შენარჩუნება და მისი „გარდაქმნა" საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებულ ერთიან სახელმწიფოდ. როგორც კომუნისტურ ნომენკლატურას, ასევე - გლობალისტურ დისიდენტურ მოძრაობას ამ თვალსაზრისით საერთო უძლიერესი სტიმული გააჩნდათ: საბჭოთა სახალხო ქონების მტაცებლური, პრივატიზება კომუნისტური ნომენკლატურისა და მათთან დაკავშირებული დისიდენტური წრეების მიერ. ამრიგად - ეროვნული მოძრაობის მოწინააღმდეგე ძალებს უძლიერესი მომხვეჭელური, მძარცველური სტიმული ამოძრავებდათ - რაც იმ დროს მიმალული იყო, მაგრამ ძალზე ნათლად გამოჩნდა „ნომენკლატურის რევანშის" შემდგომ პერიოდში, როდესაც პუტჩისტების დიდი უმეტესობა მყისიერად უზარმაზარი ქონებების პატრონები გახდნენ.

როდესაც 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ ეროვნული მოძრაობა აზვირთდა, გაძლიერდა და მან  გეზი საქართველოს სრული და უპირობო დამოუკიდებლობისაკენ აიღო - მის წინააღმდეგ ერთიან მძლავრ ფრონტად გაერთიანდნენ კომუნისტური ნომენკლატურა და გლობალისტური დისიდენტური მოძრაობები. ამ ანტიეროვნულ ძალებს მხარდაჭერას უწევდა როგორც საბჭოთა სისტემა, აგრეთვე - დასავლეთის გლობალისტური ძალები. „ძლიერნი ამა ქვეყნისანი" გაერთიანდნენ ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ.

გაერთიანებული ანტიეროვნული ძლების ქმედებანი ეროვნული ხელისუფლების მომავალი დამხობისათვის განსაკუთრებით გაძლიერდნენ და გააქტიურდნენ 1990 წლის არჩევნების წინა პერიოდიდან - როდესაც ნათი გახდა, რომ ეროვნული ძალები შეძლებდნენ არჩევნებში გამარჯვებას. ეს საქმიანობა შემდეგი უმთავრესი მიმართულებით ვითარდებოდა:

  1. ინტენსიურად იქმნებოდნენ ეროვნული ხელისუფლების მოწინააღმდეგე შეიარაღებული დაჯგუფებები - რომელთა შორის მთავარი იყო „მხედრიონი" - რომელსაც აფინანსებდა შევარდნაძის კადრი, საქართველოს ყველაზე კორუმპირებული და მდიდარი დარგის - აგრომრეწველობის მინისტრი მგელაძე. მგელაძემ ღვინის, ხილეული წვენების, კონსერვების, ბურ-ფუნთუშეულისა და კვების მრეწველობის სხვა დარგების ასობით ქარხნევისათვის „შეწერილი" ასობითმილიონიანი ფულადი რესურსები მიმართა „მხედრიონისათვის" საზარბაზნე ხორცის მობილიზებას კრიმინალურ წრეებში და მათს შეიარაღებას.
     
    ინტენსიურად ხდებოდა აგრეთვე სხვა ფორმალური თუ არაფორმალური დაჯგუფებების იატაკქვეშა შეიარაღებული რაზმების შექმნა - ასეთი რაზმები გააჩნდათ როგორც ეგრეთწოდებულ პოლიტიკურ პარტიებს ჭანტურია-სარიშვილის „ნაციონალ-დემოკრატიულ პარტიას", წერეთლის პარტიას, „სახალხო ფრონტს", მრავალ ტერიტორიულ-რეგიონალურ „საძმოს" (რომლებიც საოცარი სისწრაფით მრავლდებოდნან) და მათ შორის უძლიერესს - საძმო „თბილისელს". 1991 წლის დამდეგისათვის ანტიეროვნული ძალების იატაკქვეშა შეიარაღებული დაჯგუფებების საერთო რიცხოვნობამ ათასამდე „ბოევიკს" მიაღწია - რაც იმ დროს საკმაოდ შეიარაღებულ ძალას წარმოადგენდა (თუ გავითვალისწინებთ საბძოლო იარაღზე უმკაცრეს კონტროლს საბჭოთა სისტემების მხრივ).
     
  2. გაერთიანებულმა კომუნისტურმა მოძრაობამ და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა გლობალისტურმა დისიდენტურმა ძალებმა ჩაატარეს ეგრეთწოდებული „ეროვნული კონგრესის" ფალსიფიცირებული „არჩევნები". ამით ანტიეროვნულმა ძალებმა შექმნეს ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლებია „პარალელური" ხელისუფლება - რომელიც თავს ხალხის არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებად აცხადებდა!
     
  3. როგორც გლობალისტური დისიდენტური მოძრაობა სახაროვისტების სახით, ასევე - კომუნისტური ნომენკლატურის „გავლენის აგენტები" დასავლეთში და პირველ რიგში კი გორბეჩოვ-შევარდნაძის აგენტურა დასავლეთში აქტიურად ეწეოდა ეროვნული მოძრაობის, ეროვნული ხელისუფლების დისკრედიტირებას და ამითი დასავლეთში ნერგავდა აზრს ეროვნული ხელისუფლების როგორც „ფაშისტური დიქტატურის" ძალისმიერი დამხობის აუცილებლობის მიხედვით.
     
  4. გაერთიანებული ანტიეროვნული ძალები ინტენსიურად ეწეოდნენ ეროვნული ხელისუფლების მომხრეების დევნას, ტერორიზებასა და შანტაჟს: გაზეთებისა და სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით მეშვეობით - რომელებიც კომუნისტური ნომენკლატურის გავლენისა და უშუალო მართვის ქვეშ რჩებოდნენ - გამუდმებით გაისმოდა მოწოდებები ეროვნული ხელისუფლების ძალისმიერი დამხობისაკენ, ინერგებოდა აზრი, რომ „ზვიად გამსახუდიას დღეები დათვლილია", რომ „საჭიროა ზვიად გამსახურდიას მომხრეები დროზე მოეგონ ჭკუას". განსაკუთრებული მასშტაბები მიიღო ეროვნული ხელისუფლების მომხრეებზე პირადულმა ტერორიზებამ. მაგალითად არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ გატაცებული იქნენ ეროვნული ხელისუფლების წევრები ვაჟა ადამია, თბილისის მერი ვაშაკიძე და არაერთი სხვა.

ჯერ კიდევ 1987 წელს, საბჭოთა გასამხედროებული ორგანიზაცია „დოსააფ"-ის მთლიანი ქონება, სადაც შედიოდა სასწავლო ავტომანქანებიდან დაწყებული იარაღით დამთავრებული, გადაეცა მაშველთა კორპუსს, რომელიც მოგვიანებით "მხედრიონად" გადაინათლა. დოსსააფის ქონებაში შედიოდა ჯავშნიანი ტექნიკა - ბეტეერ-ები, ბეერდეემ-ები, რამდენიმე ჰაუბიცა, ათობით რადისადგური, და ასობით ავტომატური იარაღი...

1991 წლის მაისში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ რამდენიმე თვეში დაიწყო ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ოპერაციის პრაქტიკული რეალიზება - ქრონიკული, „მცოცავი პუტჩების" მეშვეობით.

ეროვნული ხელისუფლების არაერთმა წევრმა ვერ გაუძლო შანტაჟსა და ტერორიზებას, დაშინდა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში მკაცრი სასჯელის წინაშე და უღალატა ეროვნულ ხელისუფლებას, გადავიდა ანტიეროვნული ძალების მხარეს.

როდესაც დაარსდა რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა და არჩეული იქნა პრეზიდენტი - შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია: პრეზიდენტი გახდა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური (რამაც გამოიწვია სიგუას ჩამოხურდავება) და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი (რამაც გამოიწვია კიტოვანის ჩამოხურდავება)...

ეროვნულ ხელისუფლებაში ჩანერგილმა ანტიეროვნულმა ძალებმა ამითი დაკარგეს მათი (გავლენის) აგენრტურის (სიგუას სახით) გავლენა და ამის გამო ღია, დაუფარავ კონფრონტაციაზე გადავიდნენ...

1991 წლის აგვისტოში ანტიეროვნული ძალების მხარეს გადავიდა, ანტიეროვნულ ძალებს მიემხრო, შეუერთდა სიგუა-კიტოვანის დაჯგუფებაც. ამდენად - სიგუა-კიტოვანის დაჯგუფებამ კი არ შექმნა ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ან შეიარაღებუილი ძალები (როგორც ეს უნდა წარმოადგინოს დღევანდელმა ნეოპუტჩისტურმა ძალებმა), არამედ - მათ ღალატი ჩაიდინეს და ძლირი მტრის მხარეს გადავიდნენ - ისევე, როგორც შემდგომ ვაჟა ადამიასა, ყარყარაშვილისა და ბესიკ ქუთათელაძის შეიარაღებული დაჯგუფებები.

როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამხედრო თვალსაზრისით სიგუა-კიტოვანის დაჯგუფება ანტიეროვნულ ძალებში, რომლებიც ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობისათვის ემზადებოდნენ - უმცირესობას შეადგენდნენ!

ამის დასამტკიცებლად საკმარისია გადავხედოთ პუტჩის შემდგომ შექმნილი „სამხედრო საბჭოს" შემადგენლობას, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა „სახელმწიფო საბჭოდ". პუტჩის შედეგად შექმნილ ხუნტაში სიგუა-კიტოვანის დაჯგუფების როლი სავსებით უმნიშვნელოა, სამაგიეროდ თვალნათელია რომ ეს ორგანოები პრაქტიკულად მთლიანად დაკომპლექტებულია კომუნისტური ნომენკლატურითა და გლობალისტური დისიდენტური წრეების წარმომადგენლებით.

ნიშანდობლივია, რომ სიგუა-კიტოვანის სამხედრო დაჯგუფება პუტჩის პირველსავე სამ-ოთხ დღეში გაანადგურეს ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრე ძალებმა და პუტჩის გამარჯვება მთლიანად საბჭოთა შეიარაღებული ძალების მიერ მხარდაჭერილი „მხედრიონის" წილად მოვიდა.

მეტიც - პუტჩის შემდგომ სულ სამ თვეში, ხუნტას სათავეში ოფიციალურად ჩაუდგა მისი მთავარი დამგეგმავი და მეთაური - შევარდნაძე და ამის შემდგომ სიგუა-კიტოვანის დაჯგუფება არსებითად გაქრა პოლიტიკური სცენიდან (სამხედრო სფეროდან კი როგორც აღვნიშნეთ იგი პუტჩის დღეებშივე გაქრა).

დასკვნა:

სიგუა-კიტოვანის დაჯგუფებამ კი არ მოაწყო პუტჩი, არამედ - ეს დაჯგუფება შეუერთდა იმ პოლიტიკურ და მრავალრიცხვოვან შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც უკვე მზად იყვნენ იარაღით დაპირისპირებებისათვის - პუტჩისათვის.

სიგუა-კიტოვანის დაჯგუფების როლი ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაში ნაკლებმნიშვნელოვანი იყო და მისი როლის გადაჭარბება არის მცდელობა პასუხისმგებლობა ააცილონ პუტჩის მთავარ მომწობ ძალებს - კომუნისტურ ნომენკლატურასა და გლობალისტურ დისიდენტურ-„დემოკრატიულ" ძალებს, რომლებიც დღესაც მართავენ საქართველოს.

მცირერიცხოვანი სიგუა-კიტოვანის დაჯგუფების მიერ ეროვნული ხელისუფლების ღალატი და ძლიერი მტრის მხარეზე გადასვლა არავის უნდა უკვირდეს იმის შემდგომ, რაც „ვარდების რევოლუციის" პერიოდში შევარდნაძის მიერ შექმნილ-გამოწვრთნილი „მოქალაქეთა კავშირის" მთლიანი შემადგენლობა შევარდნაძის მიმართ პუტჩისტი აღმოჩნდა...

იგივე მოხდება - როდესაც დადგება „ვარდოსნების" ხელისუფლების ისტორიის სანაგვეზე გადაგდების დროც.

ხოლო - ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების წევრების დიდი ნაწილის მრავლწლიანი, თავგანწირული და შეუპოვარი ბრძოლა - რომელსაც არაერთმა მთგანმა სიცოცხლე შესწირა - საქატრთველოს ისტორიის ნათელ ფურცელად დარჩება - რომლის „გაშავებასაც" ყოველმხრივ შეეცდებიან ყველა დროის ანტიეროვნული ძალები...
კატეგორია: კატეხიზმო | დაამატა: მოურავი (2010-03-12)
ნანახია: 1239 | ტეგები: პუტჩისტები, პუტჩი | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები