სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » თვალთახედვა

ბესარიონ გუგუშვილი: რა ნახეს ზოგიერთებმა საერთო, ანტიეროვნულ, გლობალისტ სააკაშვილსა და ეროვნული იდეის მამამთავარს, ზვიად გამსახურდიას შორის
რუსეთმა, საქართველოს ნატო-ში შესვლა, სააკაშვილის ხელშეწყობით ჩაშალა
რატომ გახდა ზვიად გამსახურდია „დინების წინააღმდეგ მცურავი კაცი!?"

საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის ფონზე, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: რა გახდა ჩვენი ქვეყნის ასეთი წარუმატებლობის მიზეზი? არის თუ არა ეს ყველაფერი გამოძახილი 90-იანი წლების იმ ტრაგიკული მოვლენებისა, რამაც დიამეტრალურად შეცვალა საქართველოს უახლესი ისტორიის განვითარება და მისი ბედი? ამ და სხვა საკითხებზე, „ჯორჯიან თაიმსი" ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს, ბესარიონ გუგუშვილს ესაუბრა.

— როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას? რამდენად რთულ სიტუაციაში იმყოფება საქართველო საშინაო თუ საგარეო ფრონტზე?

— დღეს, სამწუხაროდ, საქართველო არშემდგარი, ხეიბარი სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიების უდიდესი ნაწილიც ოკუპირებული და ანექსირებულია რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ — ანუ, არ არსებობს საქართველოს მეზობელი სახელმწიფო, რომ მისი რაღაც ტერიტორია არ ჰქონდეს მიტაცებული. საქართველოს განაგებს ანტიქართული, მარიონეტული, გლობალისტური ხელისუფლება, რომელიც ქართველი ერისადმი, ქართული კულტურისა და ცივილიზაციისადმი მტრულად არის განწყობილი. და რაც ყველაზე მთავარია, დღეს ქვეყანაში გამეფებულია ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ნიშანი — ტოტალური უპასუხისმგებლობა. საქართველოს პოლიტიკური ელიტა დღეს უპასუხისმგებლო ელიტაა — როგორც სამართლებრივ, ასევე ზნეობრივ-სულიერ ასპექტში.

— სააკაშვილის პიროვნების შესახებ რას იტყვით? ადრე მას ზვიადს ადარებდნენ, დღეს ამგვარმა შეფარებებმა მნიშვნელოვნად იკლო

— საინტერესოა, რა ნახეს ზოგიერთებმა საერთო, ანტიეროვნულ, გლობალისტ სააკაშვილსა და ეროვნული იდეის მამამთავარს, ზვიად გამსახურდიას შორის? თუმცა, მათთვის ასეთი შედარება გარკვეული თავის მართლებაა, რათა ეროვნულს უღალატონ და კახპურად, საკაშვილის რეჟიმს მხარი დაუჭირონ.

— არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილის ხელისუფლების საქართველოს სათავეში ყოფნა რუსეთსაც აძლევს ხელს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

— რუსეთმა, 1990-იანი წლების კრიზისი, როდესაც შესაძლო იყო მისი დაშლა, დასავლეთისა და პირველ რიგში, აშშ-ის ფინანსური და პოლიტიკური დახმარებით დაძლია. რუსეთი ახლა კვლავ დასავლეთის თანხმობითა და „წაყრუებითი დახმარებით" გარკვეულწილად იბრუნებს რეგიონული ზესახელმწიფოს როლს, ხოლო 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის უდიდესი პოლიტიკური ხელშეწყობით გააფორმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა", არსებითად „ჩააბუდა" ეს ე.წ. სარკოზის ხელშეკრულებაში და აგრეთვე, აშშ-სთან გაფორმებულ „სტრატეგიულ ხელშეკრულებაში". ამით საფუძველში შეწყვიტა საქართველოში ნატოს შემოსვლა. რუსეთისთვის ახლა აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა, რა ძალა იქნება ქვეყნის სათავეში. მოკლედ, რუსეთისთვის ყველაზე არსებითი სწორედ საქართველოში ნატოს შემოსვლის საკითხი იყო, რაც უკვე მისთვის ხელსაყრელ ჭრილში გადაწყდა (მით უმეტეს, უკრაინის რუსიფიკაციის ფონზე). თუმცა, პოლიტიკაში გულუბრყვილო საქართველოს ჯერ ვერ გაუგია, რომ ყველაზე არსებითი „საქართველოში ნატოს შემოსვლა" იყო და არა „საქართველოს შესვლა ნატო-ში".

— რომ არ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, თქვენი აზრით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები? ჩვენი ქვეყანა, თავისი ნაციონალისტური ხელისუფლებით სათავეში, საერთაშორისო იზოლაციაში ხომ არ მოექცეოდა?

— ნუ ხართ პუტჩისტურ-ანტიეროვნული პროპაგანდის ტყვეობაში. რატომ ნაციონალისტური? ნაციონალისტური სააკაშვილის რეჟიმია, მისი პარტიაა სწორედ ნაციონალური მოძრაობა, გამსახურდიას ხელისუფლება კი ეროვნული იყო. საერთაშორისო იზოლაციაში საქართველო ვერ მოექცეოდა ზუსტად იმ ზომით, რამდენადაც საქართველო სჭირდება გლობალისტურ სისტემებსა და სტრუქტურებს. ანუ, საქართველოსთან უცხოეთი ურთიერთობს „რეალპოლიტიკის" ჭრილში, ზუსტად იმდენად, რამდენადაც მათ ეს ტერიტორია სჭირდებათ (ქართველი ერი კი, თუნდაც მთლად ამომწყდარა), პირველ რიგში, როგორც ენერგომატარებლების დერეფანი.

— კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ, რა ვითარება იყო იმ დროის მსოფლიოში, რატომ არ აწყობდა მაშინდელ მსოფლიოს, ზვიად გამსახურდიას მმართველობა საქართველოში?

— გორბაჩოვ-ბუშის 1989 წლის მალტის გარიგებით, საბჭოთა კავშირიდან უნდა გასულიყვნენ მხოლოდ ბალტიის რესპუბლიკები, ხოლო დანარჩენებს უნდა შეექმნათ „განახლებული საბჭოთა კავშირი", ანუ დსთ. ამდენად, საქართველოს ხელისუფლების ლტოლვა დამოუკიდებლობისა და სსრკ-დან გასვლისაკენ ეწინააღმდეგებოდა არა მხოლოდ სსრკ-ს, არამედ — დასავლეთის და, პირველ რიგში, აშშ-ის ინტერესებს. სწორედ ამიტომ იყო, რომ ზვიად გამსახურდია შეიქმნა „დინების წინააღმდეგ მცურავი კაცი". სწორედ ამიტომ იყო მოულოდნელი დასავლეთისა და აშშ-ისათვის სსრკ-ს დანგრევა და ზუსტად ამის გამო დაგვიანდა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება (რაც საბოლოოდ აბსოლუტურად სავალალო აღმოჩნდა).

— როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება უახლოეს მომავალში საქართველოში მოვლენები?

— საქართველოს ახლო მომავალში ელის ხანგრძლივვადიანი უიმედობის, გულგატეხილობის (ნატო-სა და აფხაზეთ-სამაჩაბლოს შემოერთების ჩაშლის გამო), პოლიტიკური სტაგნაციის და უძრაობის ხანა (ძალიან ზომიერი და ჩლუნგი ეკონომიკური განვითარების პირობებში) — როდესაც მონათესავე არსის ძალთა ფარს-კამპანიები გახდება პოლიტიკური აქტივობის სიმულაციის მთავარი მიმართულება. საქართველოს ელის უალტერნატივო არჩევნები, პოლიტიკური მრწამსით ტყუპი პარტიების საცირკო ჭიდილი, პოლიტიკური ფიგურების საცირკო პიარ-თავშესაქცევები. სხვა პერსპექტივა დღევანდელ საქართველოს, სამწუხაროდ, არ აქვს.

 
ლელა კერელაშვილი
2010.05.07 17:13


წყარო: http://geotimes.ge/index.php?m=home&newsid=26940&lang=geo
კატეგორია: თვალთახედვა | დაამატა: მოურავი (2010-05-14)
ნანახია: 1716 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 მათე  
0
ბატონო ბესარიონ ,დიდ პატივსაცემო ქართველო, რა ვქნატთ აკ დარჩენილმა , გათითოკაცებულმა და უპატრონოდ დარჩენილმა , ჯერ კიდევ რომ სჰეგვრჩენია აზრი და გონება,რა ვიღონოტ ამ ტოტალურად დეზინფორმაციიტა და პოლიციურ-კრიმინალური , მაფიოზურ-ოლიგარქიული დე-ფაქტო რეჟიმის მოსაშორებლად???ეს როგორ უნდა მოხერხდეს???ესაა კონკრეტული საკმე და სტრატეგია ერის გადასარჩენად,ეს გამარკვიეტ,ტუ გესახებატ რეალურად?

2 მოურავი  
0
პასუხი თქვენს შეკითხვებზე აქაა:
http://georgia.eu.com/publ/teoria_praqtika/katehizmo/5-1-0-1
საქართველოში ლეგიტიმურობის აღდგენის საკითხები

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები