სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » თვალთახედვა

თვალთახედვა: კომპრადორული ფენა, კლასი
დღევანდელი ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის ძალზე არსებითი ფაქტორია კომპრადორთა მრავალრიცხვოვანი ფენის გაჩენა, გაძლიერება და მისი ბრძოლა ძალაუფლებისასთვის -- პოლიტიკაში, ეკონომიკაში, მედიაში და მისი თანდათანობითი ჩამოყალიბება მმართველ სოციალურ-პოლიტიკურ კლასად.

დამოუკიდებლობის ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის ტოტალურ პროლეტარიზებასა და ეროვნული საშუალო კლასის შექმნა-განვითარების სრულ ჩახშობას (იმ ვითარებაში, როდესაც კაპიტალური სიმდიდრეები არსებითწილად მხოლოდ უცხოურმა კაპიტალმა მიისაკუთრა) თან ახლდა მის წიაღში უცხოური სისტემების მომსახურე ფენის ანუ კომპრადორიატის წარმოშობა და სწრაფი ზრდა. ესენი არიან უცხოური დიპლომატიური მისსიების, უცხოური და ტრანსნაციონალური კომპანიების, უცხოური და ტრანსნაციონალური ფონდებისა და სხვა მსგავსი სტრუქტურების მუშაკი საქართველოს მოქალაქეები. ამასვე უნდა მივამატოთ ახალშექმნილ „რანტიეთა" (გამქირავებელთა) ფენა -- რომელიც ცხოვრობს ზემოთჩამოთვლილი უცხოური სისტემებს ბინებით, სახლებით, აგარაკებით და სხვ. უზრუნველყოფით. ამასვე უნდა მივუმატოთ იმ ქართული ფირმებისა და კომპანიების პერსონალი, რომელიც უცხოურ სისტემებს ემსახურება.

კომპრადორები უფრო მოსამსახურეები არიან ვიდრე წვრილი ან საშუალო ინდუსტრიული ბურჟუაზია, -- ისინი უფრო მოსამსახურეები არიან ვიდრე მწარმოებლები და ეს, მსახურის, ოფიციანტის, „გარსონის" საწყისი, განსაზღვრავს კომპრადორები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ხედვას, ინსტიქტებს, ფსიქოლოგიასა და ქცევას.

ეს, კომპრადორთა ფენა, -- რომლის პირადი და კლასობრივი ინტერესები უფრო უცხოური სისტემების ინტერესებითაა განსაზღვრული, ვიდრე შინაგანით, -- ამჟამად საქართველოში მაღალ და საშუალო შემოსავლიან მოქალაქეთა ლომის წილს შეადგენს და ძალზე არსებითწილად განაპირობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კლიმატს.

რამდენადაც უახლესი პოლიტტექნოლოგიების მეშვეობით, „ვარდების რევოლუციით" უცხო ძალების მიერ საქართველოში ჩანერგილი სააკაშვილის რეჟიმი ძირითადში და უმთავრესად უცხოური, გარეგანი მხარდაჭერის მეოხებითაა ხელისუფლებაში -- მთელი ხელისუფლებაც აგრეთვე არსებითწილად კომპარდორულ სისტემას წარმოადგენს. გამონაკლისი არც პატარა ქვეყნის თაობაზე ფრიად მრავალრიცხვოვანი არმიაა -- რომლის უმთავრესი დანიშნულება ამერიკისა და ნატოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაა კოსოვოში, ერაყში და ავღანეთში. არსებითწილად არმია ეს არის დაახლოებით 35 ათასი კომრადორული ოჯახი -- ძირითადად სოფლის ანუ აგრარულ რეგიონებში. ქართული „არმიის" მეშვეობით სოფლისა და ქალაქის ლუმპენპროლეტარი ახალგაზრდობა არსებითად ახალი „გურხები" (ბრიტანეთის ჯარის იაფიანი ნეპალელი დაქირევებულები) შეიქნენ -- თანაც ბრიტანეთის გურხებზე ბევრად უფრო იაფი, რომელთა სიცოცხლე ჩალის ფასია და უუფლებო.

სწორედ მცირერიცხვოვანი, მაგრამ კონსოლიდირებული, მაძღარი და ძალაუფლებით კმაყოფილი და არსებითწილად ანტიქართული-ანტიეროვნული კომპრადორიატია დღეს საქართველოში არსებული რეჟიმის პოლიტიკური დასაყრდენი. სწორედ კომპრადორიატს აშინებს და ატერორებს არსებული რეჟიმი მათი თბილი და მსუყე არსებობის დაკარგვით იმ შემთხვევაში -- თუ ძალაუფლებაში მოვა ოპოზიცია (რომელიც თვით არის შედარებით დაჩაგრულ კომპრადორთა ფენა).

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ -- ამჟამად საქართველოში განმსაზღვრელია კომპრადორიატის უცხოურზე ორიენტირებული და მომართული ინტერესები და არა საქართველოს შინაგანი, ღვიძლი ინტერესები -- გამომდინარე შედეგებით
კატეგორია: თვალთახედვა | დაამატა: მოურავი (2010-05-14)
ნანახია: 1810 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 barveli  
0
სავსებით გეთანხმებით...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები