სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » თვალთახედვა

თვალთახედვა: მოთმინებითა შენითა მოიპოვე მომხიბლაობა შენი
2008 წლის ომში საქართველოს ტერიტორიის მესამედზე კონტროლის იმედის დიდი ხნით დაკარგვის დადასტირება იყო თუნდაც ის, რომ თეთრმა სახლმა (კლინტონისა და გორდონის პირით) საქართველოს მიუთითა, რომ «The Obama administration wants Georgia to exercise "strategic patience” in the face of Russia’s regional policies,... Gordon said Clinton had made clear to Saakashvili "our view that there’s not a short-term fix to the problems of South Ossetia and Abkhazia...” Instead, she had told the Georgian leader that "the best way forward would be one of strategic patience” – for Georgia to show itself to be a strong, prosperous, democratic, "attractive place,” he said. » ანუ -- ობამას ადმინისტრაციამ საქართველოს სტრატეგიული მოთმინებისადმი მოუწოდა, და გააგებინა რომ აწი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთება საქართველოს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მისი „მომხიბვლელობით" და ისიც დიდი ხნის შემდგომ (არსებითად -- ოდესმე).

ახლა ვნახოთ რა უნდა მოხდეს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ რუსეთზე ორიენტირებას საქართველოზე ორიენტირება ამჯობინოს -- როგორაა ეს მისაწვდომი თუნდაც ეკონომიკური მომხიბვლელობის თვალსაზრისით.

ამჟამად რუსეთის ნაციონალური შემოსავალი ერთ სულზე დაახლ. 15 ათას დოლარს უდრის ხოლო საქართველოსი კი დაახლ. 4500 დოლარს -- ამდენად საშუალო სტატისტიკური რუსეთის მოქალაქის შემოსავლები სულ ცოტა სამჯერ მეტია ვიდრე ქართველისა. იმისათვის, რათა რუსეთის დღევანდელ დონეს მიაღწიოს და ამითი „მომხიბლავი" გახდეს აფხაზისა და ოსისათვის (გასული წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაგალითზე) აუცილებელი გახდება არანაკლებ 15-20 წელიწადი (ისიც თუ რუსეთში განვითარება სავსებით შეჩერდება). აქედან ჩანს, რომ რაიმე ექსტრაორდინალური მოვლენების გარეშე და არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს შანსი არ გააჩნია „მოთმინებით მოიპოვოს მომხიბლავობა".

კატეგორია: თვალთახედვა | დაამატა: მოურავი (2010-05-14)
ნანახია: 2320 | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები