სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » თვალთახედვა

თვალთახედვა: სიძულვილში ჩახუტება
მიმდინარე ქართული (თუმცა არა მხოლოდ ქართული) პოლიტიკის ძალზე არსებითი ნიშანია სიძულვილობითი ურთიერთობებისა და გაერთიანებების ზეობა და არა რაიმე სირღმივი, კონსტრუქციული პოლიტიკურის, ეკონომიკურის ან თუნდაც სოციალურისა.

მაგალითად „ვარდების რევოლუციის" მთავარი მამოძრავებელი ძალა -- რამაც ათობით ათასები გამოიყვანა ქუჩაში -- გახლდათ შევარდნაძის პირადი სიძულვილი და მისი რეჟიმის სიძულვილი.

სააკაშვილის რეჟიმის საძირკველია -- ერთის მხრივ გარეშე მტრის (რუსეთის როგორც მტრის ხატის და არა როგორც მტრული იმპერიის) სიძულვილი და მეორე მხრივ -- ოპოზიციის სიძულვილი. 2008 წლის აგვისტოს ომის სავალალო შედეგების უმთავრესი მიზეზიც სწორედ სიძულვილზე დაფუძნებული უძლური ნაციონალისტური ისტერია იყო (რომელიც ამჟამადაც გრძელდება).

მეორე მხრივ -- სააკაშვილის ოპოზიციის უმთავრესი მამოძრავებელი ძალაც სწორედ კლანური და კუჭის ინტერესებიდან მომდინარე სიძულვილია და არა რაიმე არსებითი განსხვავებები პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან სოციალურ ხედვებში, მეთოდებსა ან მიზნებში.

ამდენად -- გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკაში მთავარი მოქმედი ფაქტორი გახლდათ კომპრადორული ფენის სიძულვილობითი ფაქტორი -- სავსებით უცხო და მტრული ქართული ეროვნული ტრადიციის, იდეისა და მიზნისადმი.

კატეგორია: თვალთახედვა | დაამატა: მოურავი (2010-05-14)
ნანახია: 1410 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები