სექციის კატეგორიები

განცხადებები [4]
მიმართვები [1]
დადგენილებები [2]
ბრძანებულებები [1]
ინფორმაცია [9]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » ოფიციალური მასალა » განცხადებები

მიმდინარე ნაციონალისტური ისტერია და მისი შესაძლო შედეგები (2006, 02 დეკემბერი)

ორი წლის წინანდელი მიმართვა ქართულ საზოგადოებრიობას

2006 წლის 02 12


ეროვნულად განწყობილ ქართველობას კარგად ახსოვს, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ეროვნული ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად პუტჩის შემდგომ შევარდნაძის მიღალატე ხელისუფლების მიერ ხელოვნურად გაღვივებული ნაციონალისტური ისტერიის ფონზე საქართველო ჩათრეული იქნა დამარცხებისათვის განწირულ, „გაყიდულ" სამხედრო კონფლიქტებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში - „აფხაზეთის ხაფანგში".

გარკვეული თვალსაზრისით მსგავსი მოვლენები ვითარდება ახლაც...

ნაციონალების ანტიეროვნულმა მმართველმა კასტამ დასავლეთის წაქეზებით ახლა უკიდურესობამდე გააძლიერა ნაციონალისტური ისტერია საქართველოსა და უცხოეთში.

დასავლეთი, რომელსაც საკუთარი - ანგარებითი ინტერესები გააჩნია რუსეთის მიმართ - ბოროტად იყენებს რა ქართველობის ბუნებრივ მისწრაფებას დაიბრუნოს შევერდნაძის ხუნტის მიერ გაყიდული აფხაზეთი და სამაჩაბლო - აიძულებს საქართველოს უკიდურესობამდე და სერიოზული დადებითი პერსპექტივის გარეშე გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან.

საქართველოს ხელისუფლებაში ხელახლა მოსული გველივით პერანგშეცვლილი ნომენკლატურული ხუნვეიბინების კასტა პირადი ანგარების მიზნით ნერგავს ქართველობის შორის ცრუ იმედებს, დეზინფორმაციას და ამით უსინდისოდ მანიპულირებს ხალხის აზრით. პარალელურად მიმდინარეობს ყველაფერ ეროვნულზე სასტიკი შეტევა და ყოველგვარი ეროვნული ფასეულობის განადგურება - „ხუნვეიბინური ანტიეროვნული კულტურული რევოლუცია".

ნაციონალისტური ისტერიის ფონზე - როდესაც საზოგადოების ყურადღება გარეპოლიტიკურ ფაქტორებზეა მიპყრობილი - ხდება ეროვნული დოვლათისა და სიმდიდრის არნახული დატაცება-პრივატიზება მმართველი კასტის მიერ. ქართველიობა „ერი-პროლეტარი" გახდა - ხოლო მთელს მწარმოებლურ კაპიტალს უცხოელი დააპატრონეს. ეროვნული ბურჟუაზია-ბიზნესი, საშუალო ფენა პრაქტიკულად აკვანშივე ჩაკლეს. ეს ნაციონალისტური ისტერიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

საქართველოში მოშლილია პოლიტიკური პერსპექტივებისა და პროცესების დემოკრატიული, საზოგადოებრივი ანალიზისა და თავისუფალ პაექრობაში საუკეთესო გზების ძებნის მექანიზმი იმ პირობებში როდესაც მას-მედიის მთელი სიმძლავრეები მმართველი კასტის პროპაგანდისტული მანქანის როლს არსულებს - პრაქტიკულად დამყარებულია ტიტალიტარული ერთპარტიული დიქტატურის სისტემა.

ნაციონალების პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების ვითარებაში - არ არის გამორიცხული საქართველოში უარესი სახით განმეორდეს 1992-1993 წლებში აფხაზეთის ავანტიურის მსგავსი მოვლენები - როდესაც საქართველო ნაციონალისტური ისტერიისა და სიბრმავის ვითარებაში ჩათრეული იქნება სამაჩაბლოსა ან აფხაზეთში ახალ დამღუპველ ომში.

ამ ახალ ომში წარუმატებლობა ან დამარცხება კი გამოიწვევს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნაციონალისტური მტრობის გაღრმავებას - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოო და სავსებით უიმედო დაკარგვას.

ნიშანდობლივია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ძალით შემოერთების მუქარის ფონზე საქართველოს მმართველი კასტა არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მტკიცდებოდეს და ფართოვდებოდეს აფხაზ და ოს ხალხთან ნდობა-მეგობრობა, კულტურული ურთიერთობები.  ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური პარტიები არ აწარმოებენ ადამიანურ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან.

საქართველოს მმართველი კასტა წამლავს ქართველობას დეზინფორმაციით რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური „სისუსტისა და უძლურობის" შესახებ, გადაჭარბებულად წარმოადგენს საქართველოს სამხედრო-საბრძოლო პოტენციალს - რომელიც არსებითად მხოლოდ მოძველებული რუსული ტექნიკითაა შეიარაღებული; არ უმხელს ხალხს სიმართლეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შესაძლო კონფლიქტში რუსეთის მიერ ჩრდილოკავკასიური კრიმინალური ელემენტებისა და „გადაცმული" რუსი სამხედრო მოსამსახურეების ფართომასშტაბოვანი ჩარევის პერსპექტივებზე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სამოქალაქო მოსახლეობის - ქალების, ბავშვების, მოხუცების - მოსალოდნელი ინსპირირებულ-პროვიცირებული მასობრივი ჟლეტის თითქმის გარდუვალობაზე.

ქართველობას უნდა შევახსენოთ როგორი სისატიკით დათრგუნა სულ ახლახანს რუსეთმა საბრძოლო-სამხედრო სულისკვეთებითა და შეიარაღებით საქართველოზე გაცილებით ძლიერი ჩეჩნეთი (რომელსაც საქართველოსაგან განსხვავებით თავგანწირული ხელმძღვანელობა ჰყავდა) საბრძოლო ტექნიკის მხრივ უდიდესი უპირატესობის ხარჯზე - როგორ დაანგრია და გაანადგურა ჩეჩნეთის ეკონომიკა, ჩეჩნეთის ქალაქები და დაბა-სოფლები, სისხლისაგან გაცალა ჩეჩენი ერი.

ამავე დროს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დასავლეთს არ აქვს რაიმე დასტური ან შეთანხმება რუსეთის მხრივ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში კვლავ რეალური გაერთიანების შესახებ (გარდა ლიტონი დეკლარაციებისა, რომ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას) და დასავლეთი საქართველოს ყოველგვარი რეალური გარანტიების გარეშე უბიძგებს რუსეთს ხისტად, მწვავედ, სარისკოდ დაუპირისპირდეს.

ყოველივე ეს ძალზე ჩამოჰგავს მაგალითად ვიეტნამის ომის პერიოდს, როდესაც დასავლეთის ერთი მხრივ და რუსეთ-ჩინეთის მეორე მხრივ დაპირისპირების მთელი მუხტი ვიეტნამელ ხალხს დაატყდა თავს.

ამავე დროს საქართველოს მმართველი კლანი არაფერს რეალურსა და მტკიცედ არ აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო გავიდეს „დსთ"-დან (იმის-და-მიუხედავად რომ რუსეთის მხრივ სრული ეკონომიკური ბლოკადა აქვს) და მოითხოვოს რუსი „სამშვიდობოების" დაუყონებლივი გაყვანა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან - თუმცა „პიარ-კამპანიების" პერიოდებში არაერთხელ გააკეთა შესაბამისი ლიტონი განცხადებები.

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაბრმავებულია მიმდინარე ნაციონალისტური პროპაგანდით, ცრუ შეპირებებით და ვერ ახერხებს მოსალოდნელი კატასტროფული შედეგების განჭვრეტას და პროგნოზირებას.

ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ:

დასავლეთის დაკვეთით სააკაშვილის წარუმატებელმა გამოხდომებმა ბელორუსიის არჩევნებში ჩარევისა და ბელორუსიაში „ჯინსების რევოლუციის" მომწყობის როლში - როდესაც მან მის საჯარო გამოსვლებში არაერთი უხეში თავდასხმა განახორციელა რუსეთის მიმართ - გამოიწვია რუსეთის მხრივ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის მკვეთრი შემცირება. ბელორუსიაში რევოლუციის წარუმატებელი მოწყობის ცდისათვის დაისაჯა საქართველო!

დასავლეთის დაკვეთით საქართველოსათვის არაფრისმომტანი „შპიონური პიარ-კამპანიის" მოწყობით - რომლის მიზანი იყო დასავლეთისათვის არგუმენტების მიცემა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ფორუმებზე - რუსეთი ინსპირირებული იყო მოეწყო საქართველოსათვის პრაქტიკულად ტოტალური ბლოკადა და ათასობით რუსეთში მომუშავეთა ხარჯზე მცხოვრები ქართული ოჯახი დარჩა შემოსავლების გარეშე.

მმართველი ხროვის მუქარის, თითქოს „2007 წლის 1 იანვარს ცხინვალში შეხვდებიან" - საპასუხოდ რუსეთმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო-სტრატეგიული მშენებლობები ჩრდილო ოსეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა.ო.-ში - კერძოდ: ძაურიკაუ-ცხინვალის გაზსადენის, ზარის ავტო-შარაგზის, ახალი მაღალი ძაბვის ელგადამცემი ხაზისა.

საქართველოს მმართველი კასტა ავრცელებს დეზინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესახებ ენგურჰესის ენერგობლოკების რეაბილიტაციის შედეგად - მაშინ როდესაც ეს სიმძლავრეები აფხაზი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა - საბერიოში!

კოდორის ხეობის ვითომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ჩართვისა და იქ ვითომ „აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების" დაფუძნებას სინამდვილეში მოჰყვა ამ ხეობაში რუსის „სამშვიდობოების" კონტროლის აღდგენა და ნაშთად დატოვა უკიდურესად გამძაფრებული ურთიერთობები აფხაზ სეპარატისტებთან.

ნატოში გაურკეველ მომავალში და სათუო გაწევრიანების პერსპექტივებით ნაციონალების მმართველი კასტის მიერ ისტერიული პოლიტიკური სპეკულაციების შედეგად - რეალურად და ამჟამად საქართველოს აქვს ამ სპეკულაციებით პროვოცირებული რუსეთული სადამსჯელო-დრაკონული მეთოდების გამოყენება საქართველოს მიმართ - არსებითად სრულ ბლოკადა, ქართველობის რუსეთიდან დეპორტაცია, შესაბამისად - საქართველოს მოსახლეობისათვის და ეკონომიკისათვის ნაციონალთა მიერ ხელოვნურად პროვოცირებულ სირთულეები.

ამასთანავე:

ნატო-ს სამხედრო ბლოკში საქართველოს შესვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შიგნით არ იარსებებებს კონფლიქტები. ეს კი ორი გზით შეიძლება მოხდეს:
• საქართველო ნებით თუ ძალით შემოიერთებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს (ძლიერ სათუო და ეფემერული)
• საქართველო საბოლოოდ დაკარგავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს (ძალზე შესაძლებელი და მოსალოდნელი)

დასავლეთისათვის სულ ერთია - შევა საქართველო ნატო-ში აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, თუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე - ამიტომ, დასავლეთი არც იმ შემთხვევაში იქნება წაგებული, თუ საქართველო სამუდამოდ დაკარგავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.

ძალზე მოსალოდნელია, რომ აფხაზეთში და განსაკუთრებით სამაჩაბლოში - ქართული მხარის მცდელობებს ძალოვანი და სხვა ავანტიურისტული მეთოდებით გადაწყვიტოს პრობლემა - შეიძლება მოჰყვეს თვით რუსის მიერ მოწყობილ-პროვოცირებული „სისხლის კალო" ოსი და ქართველი მოსახლეობის მიმართ, სხვა სისხლიანი პროვოკაციები - რაშიც შემდგომ დადანაშაულებული იქნება ქართული მხარე და რაც შემდგომ გამოყენებული იქნება ამ ტერიტორიების საქართველოსაგან სამუდამო ჩამოშორებისათვის!

გასათვალიწინებელია ისიც, რომ რუსეთი შეიძლება წავიდეს იმაზეც-კი რომ „სისხლიან კალოში" დაკარგოს გავლენა სამაჩაბლოზე - სამაგიეროდ სამუდამოდ და უიმედოდ ჩამოაშოროს საქართველოს აფხაზეთი - რომელსაც გაცილებით დიდი სამხედრო-პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ფასეულობა აქვს!

გამოსავალი იყო, არის და იქნება ლეგიტიმურობის აღდგენაში ანუ ზოგადად იმ პოლიტიკური და სამართლებრივი ნეგატივის აღმოფხვრაში რაც 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებამ დატოვა საქართველოში.
• საქართველოს „დსთ"-ში ყოფნა - არალეგიტიმურია!
• ყველა აქტი, რომლითაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსის მიერ ოკუპაცია და ანექსიაა „დაკანონებული" - არალეგიტიმურია!
• რუსის ჯარი ნებისმიერი ფორმით - საოკუპაციო ჯარია საქართველოს ტერიტორიაზე 1991 წლიდან!
• აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთ-საქართველოს ომის (და არა რაღაც მოჩმახული „ეთნოკონფლიქტების") შედეგადაა რუსის მიერ ოკუპირებული და საჭიროა მათი დეოკუპაციისათვის გარჯა!

ყველა უბედურება, რაც საქართველოს დაატყდა თავს 1992 წლიდან ლეგიტიმურობის დარღვევითაა გამოწვეული და დღესაც არ ძალუძთ ლეგიტიმურობაზე დაბრუნება...

უკანონობას შეიძლება მოვერით მხოლოდ კანონით!
უსამართლობას შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სამართლით!
სიცრუეს კი შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სიმართლით!

ბესარიონ გუგუშვილი, ს.ამირანაშვილი, კ.აქუბარდია,  თამაზ ბაჩულაშვილი, იური ბურკაძე, მაია გურგენიძე, ვოვა ვეკუა, იური ვეკუა, კონსტანტინე ვეკუა, მანუჩარ თოფაძე, ნუკრი კვალიაშვილი, ბესიკ ლომიძე, როლანდ მათიაშვილი, ალექსანდრე სანდუხაძე, ლონგი ფარცვანია, იოსებ ღუდუშაური, გრიგოლ შურღაია, ნოდარ ჩაჩანიძე, ლაშა ჩხენკელი, დარეჯან ცხადაძე

კატეგორია: განცხადებები | დაამატა: მოურავი (2009-08-10)
ნანახია: 2099 | კომენტარი: 1 | ტეგები: ფაქტობრივი ხელისუფლება, ნაციონალური ისტერია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ioseb  
0
სხვათაშორის, თავის დროზე, ეროვნული მოძრაობის ათობით ცნობილმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი ამ მიმართვაზე და ზოგიც შეუერთდა მას, მაგრამ სამწუხაროდ, ამ წერილზე ხელმომწერების გარკვეულ ნაწილს, „ცოტაღა“ დააკლდათ, რომ უკანონო ხელისუფლების გულშემატკივრობა დაეწყოთ 2009 წლის აგვისტოს პროვოკაციული „ომის“ შემდგომ, რომელსაც მოჰყვა ე. შევარდნაძის რეჟიმის მიერ დე-ფაქტოდ განკარგული ტერიტორიების მტრისთვის დე-იურედ დაკანონება!

პუტჩისტების ჯიბრზე, დღევანდელი ანტეროვნული რეჟიმის გაკეთილშობილების მცდელობა, ვერ დარჩება დევნილობაში საქართველოს მთავრობის კრიტიკის გარეშე!


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები