სექციის კატეგორიები

განცხადებები [4]
მიმართვები [1]
დადგენილებები [2]
ბრძანებულებები [1]
ინფორმაცია [9]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » ოფიციალური მასალა » განცხადებები

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის განცხადება (25 ივლისი 2009)
საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის მიმართვა ეროვნულად განწყობილი ქართველობისადმი, ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებისადმი

თანამოქალაქენო,
 
ქართული ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებმა, რომელთაც მოთავეობდნენ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაარსებული „ჰელსინკის კავშირი" და „წმინდა ილია მრთლის საზოგადოება", ხოლო შემდგომ -- ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციათა გაერთიანება „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო" 1990-იან წლებში მთელი ქართველი ერი დარაზმეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისათვის და გაუძღვნენ მას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვისათვის ბრძოლაში. ამ ბრძოლის შედეგად, დაწყებული სსრკ-საქართველოს ომის ვითარებაში, საქართველომ შექმნა ეროვნული ხელისუფლება, ეროვნული მთავრობა -- რომელმაც ჩაატარა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის რეფერენდუმი და მის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა, შეუდგა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობას.
 
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ხელისუფლება, ეროვნული მთავრობა, მთლიანად ეროვნული მოძრაობა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გააქტიურებისთანავე წააწყდა შინაგანი და გარეგანი ანტიქართული, ანტიეროვნული ძალების მძაფრ წინააღმდეგობას, სსრკ-საქართველოს ომის გამძაფრებას -- რომელმაც 1991 წლის შუახანებიდან მწვავე ხასიათი მიიღო „მცოცავი" პუტჩისა და სამაჩაბლოში პრო-საბჭოთა ძალების მხრივ საბრძოლო ქმედებათა გამწვავების სახით.
 
1992 წლის დამდეგს ეროვნული ხელისუფლება, მთავრობა იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი (სადაც გრძელდებოდა მისი მხარდამჭერების მასსობრივი უმძაფრესი საპროტესტო მოძრაობა) და ხელისუფლებისათვის ბრძოლა განეგრძო უმთავრესად დასავლეთ საქართველოდან, რაც 1993 წლის შუახანებში გადაიზარდა ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენის მასსობრივი, ძირითადად მშვიდობიანი, შეუიარაღებელი მოძრაობით. მაგრამ, სსრკ სამართალმემკვიდრე რუსეთისა და დასავლეთის საქართველოს შინაგან საქმეებში უხეში ჩარევით, რისი კულმინაციაც გახდა აშშ თხოვნით განხორციელებული რუსეთ-უკრაინა-სომხეთის მასშტაბური ერთობლივი შეიარაღებული ინტერვენცია დასავლეთ საქართველოში. საინტერვენციო ძალების შეტევის შედეგად პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თავის პოსტზე დაიღუპა, ხოლო -- ეროვნული, ლეგიტიმური მთავრობა კვლავ იძულებული გახდა დევნილობაში წასულიყო.
 
1993 წლის მიწურულიდან ძალაუფლება მთელს საქართველოში ხელთ ჩაიგდეს ანტიქართულმა, ანტიეროვნულმა ძალებმა -- რომლებიც არსებითად დამპყრობლებად მოგვევლინენ. მათ უმკაცრესი ზომებით, მასსობრივი რეპრესიებით დათრგუნეს ეროვნული მოძრაობა, ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები.
 
1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოს დამპყრობლურმა, ანტიეროვნულმა რეჟიმებმა არაერთი არალეგიტიმური საერთაშორისო აქტით (დსთ-ში გწევრიანება, რუსეთის „სამშვიდობო" ანუ საოკუპაციო ძალების დამკვიდრება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ე.წ. „სარკოზის შეთანხმება" და სხვ.) არსებითად დაამკვიდრეს საქართველოს გაყოფა რუსეთსა და დასავლეთის გავლენის სფეროებად.
 
მძაფრდება და ღრმავდება ინსპირირებული დემოგრაფიულ კატასტროფა, ეკონომიკური დაკაბალება, მთელი ქართველი ერის პროლეტარიზება.
 
ამასთანავე, 2008 წელს ნაციონალისტური ისტერიის ვითარებაში ინსპირირებულმა და მოღალატურად წაგებულმა „ომმა" (რომლის მიზანიც იყო საქართელოში რუსეთისა და დასავლეთის გავლენის სფეროების მკაცრი დემარკაცია) -- გამოიწვია ქართველი ხალხის უმძაფრესი საპროტესტო მუხტი, რომლითაც სპეკულატიური მიზნებით სარგებლობენ კვლავ ის ანტიეროვნული ძალები, რომლებიც ხელისუფლების გარეთ დარჩნენ. გამძაფრდა ფაქტობრივი, დამპყრობლური რეჟიმის არალეგიტიმურობის საკითხი.
 
არსებულ ვითარებაში, საქართველოს გადასარჩენად სავსებით აუცილებელი და გადაუდებელია ეროვნული მოძრაობის, მისი ორგანიზაციების აღდგენა-აღორძინება.
 
მოგიწოდებთ კვლავ გაერთიანდეთ გამოცდილი, დროით შემოწმებული ეროვნული მოძრაობების ორგანიზაციების გარშემო. მოგიწოდებთ ახალი ძალებით გააძლიეროთ ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები, გაწმინდოთ ეს ორგანიზაციები დესტრუქციული, უმოქმედო პირებისაგან.
 
საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის სახელით:
[ხელმოწერები
კატეგორია: განცხადებები | დაამატა: მოურავი (2009-08-10)
ნანახია: 1434 | ტეგები: ეროვნული ხელისუფლება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები