სექციის კატეგორიები

განცხადებები [4]
მიმართვები [1]
დადგენილებები [2]
ბრძანებულებები [1]
ინფორმაცია [9]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » ოფიციალური მასალა » ინფორმაცია

„საქართველოს ჰელსინკის კავშირის – ეროვნული აღორძინების“ მერვე ყრილობა

მიმდინარე, 2009 წლის 12 ივლისს ჩატარდა „საქართველოს ჰელსინკის კავშირის – ეროვნული აღორძინების" მორიგი მერვე ყრილობა. ყრილობამ დადებითად შეაფასა კავშირის განვლილი ეტაპის მუშაობა, შეიტანა ცვლილებები და დამატებები წესდებასა და პროგრამაში. არჩეულ იქნა კავშირის პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა (თავმჯდომარე ფირუზ დიაკონიძე, მოადგილე ნუკრი ბაღდავაძე).

ყრილობამ საგანგებო რეზოლუციით განსაზღვრა კავშირის აქტიური ჩაბმა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების კონცეფცია.

ყრილობამ მოუწოდა კავშირის ყოველ წევრს გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია ამა წლის 28 ოქტომბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჩაითვლებიან კავშირიდან გასულად.

კავშირის თავმჯდომარემ, ფირუზ დიაკონიძემ სიტყვით მიმართა შეკრებილთ (12.07.09):

მეგობრებო,
დადგა ჟამი, რათა დავფიქრდეთ, რა დავაშავეთ, რა შევცოდეთ და შევინანოთ!

ეგებ ხსნის გზაც გვიჩვენოს უფალმა ამის შემდეგ. ჩვენი აზრით როცა უდიდესი იმპერიები შეთანხმდნენ მსოფლიოში „ახალი წესრიგი" დაემყარებინათ საბჭოთა კავშირში „პერესტროიკა" წამოიწყეს. ამით ისარგებლა ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით და საქართველო რეალური დამოუკიდებლობის გზაზე დააყენა. გამოცოცხლდა წინაპართა მიერ ნაცადი ერთიანი იბერიულ-კავკასიური სახლის იდეაც, რომელსაც გამოეხმაურნენ აზერბაიჯანისა და იჩქერიის პრეზიდენტებიც. ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა "პერესტროიკის” მესვეურთათვის. ისინი ხომ დაჯერებული იყვნენ დისიდენტური მოძრაობის მართვადობაში. ეს სიტუაცია აღარ თავსდებოდა "ახალი წესრიგის” კალაპოტში და სამწუხაროდ დასავლეთმაც არ გაგვიგო სათანადოდ. ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო, - ითქვა ოკეანის გაღმიდან, - რითაც თავისუფალი მოქმედების ნება დაერთო რუსეთის ხელისუფლებას.

სწორედ რუსული ფინანსური და სამხედრო ძალის გამოყენებით განახორციელა საქართველოში მყოფმა მეხუთე კოლონამ სახელმწიფო გადატრიალება. რუსეთმა სინამდვილეში საქართველოს ახალი ოკუპაცია მოახდინა 1921 წლის მსგავსად - ოღონდ ამჯერად უფრო შენიღბულად და შედეგად მიიღო მისთვის სასურველი მარიონეტული ხელისუფლება, რომლის დახმარებითაც საქმე ისე წარმოჩინდა თითქოს საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება და ეთნოკონფლიქტები მძვინვარებდა, რუსეთი კი მშვიდობის მტრედად გვევლინებოდა.

ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ გაჩაღდა ბრძოლა ყოველგვარი ეროვნულის წინააღმდეგ ზვიადიზმის ბრალდებით: მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ქადაგებენ ეროვნულ ნიჰილიზმს, რეკლამირდება გარყვნილება, ძალადობა, ნარკომანია..., თავსმოხვეული უცხოური კერპები და დღესასწაულები. ქართული კულტურის ადგილს იკავებს უცხოური (მათი გაგებით თანამედროვე). უხვად გამოჩდნენ თითქოსდა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანებში არ გულისხმობენ: ქართველებს, მართლმადიდებლებს, კანონმორჩილებს, ნორმალური ფსიქიკისა და ზნეობის მატარებლებს,.. არავის ენაღვლება ქართველი ერის უფლება თვითგამორკვევაზე, ანდა ქართული ენის უფლება სახელმწიფოებრიობაზე. ბუნებრივია, ისინი ხომ იმათგან ფინანსდებიან, ვისაც ჩვენი გადაშენება უნდა. მოკლედ მიმდინარეობს ქართველი ერის ფიზიკური და სულიერი გენოციდი. გვარწმუნებენ, რომ ეს კანონზომიერებაა გლობალიზაციის პირობებში და ამაოა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. ამათ უნდა შევახსენოთ, საუკუნეთა მანძილზე მრავალი დამპყრობლის მდინარე ასე ცდილობდა ჩვენს ჩატანას ზღვაში და თავად დაშრნენ. ჩვენ კი კვლავაც განვაგძობთ ბრძოლას ღვთის შეწევნით.

როცა ფაქტობრივი ხელისუფლება გამოიფიტა, დაპყრობელმა მოახერხა მოეტყუებინა ხალხი - თითქოს მოხდა რევოლუცია და მოვიდა ახალი ხელისუფლება. სინამდვილეში „გველმა პერანგი შეიცვალა" და ახალი ენერგიითა და სისხლით განაგრძო ძველი პოლიტიკა. თუ პირველი უკანონო „პრეზიდენტის" დროს ქვეყანა დატოვა მილიონმა მოქალაქემ, მეორე „პრეზიდენტმა" მას მეორე მილიონი მიაყოლა.

ქართველთა დიდი ნაწილი - იმის ნაცვლად, რომ გამორკვეულიყო თუ რატომ განარისხა ღმერთი და მოენანიებინა ჩადენილი ცოდვები - ჩაეფლო პირად პრობლემებში, რომელთაც უხვად ქმნის ფაქტობრივი ხელისუფლება. ზოგ მათგანს თავი ბედნიერიც კი ჰგონია მატერიალური კეთილდღეობის ფონზე და კმაყოფილებასაც ვერ მალავს, ვიდრე ღმერთი პირადად არ მოუვლენს რაიმე სახით განსაცდელს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდებიან ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებიც დღენიადაგ ზრუნავენ ფაქტობრივი ხელისუფლების გაკეთილშობილებაზე და სამართალს დამპყრობელთა სამეფო კარზე ეძიებენ, ქართველი ერი კი ავიწყდებათ, თუმცა სიტყვებით სამშობლოსაც ახსენებენ ხოლმე. ზოგიერთმა თითქოს მოინანია კიდეც ქართველი ერის მიმართ შეცოდებები. თუ ვინმეს ნამდვილი მონანიება სურს კეთილი ინებოს და უწინარეს ყოვლისა საჯაროდ მისცეს აღსარება ქართველ ერს, ვისგან ფინანსდებოდნენ და იღებდნენ სხვაგვარ დახმარებას ეროვნული ხელისუფლების დასამხობად, შემდეგ როგორ ეხმარებოდნენ დამპყრობლებს ჩვენს გაუბედურებაში, აღიარონ, რომ რუსეთ-საქართველოს ბოლო ომი გასული წლის აგვისტოში კი არა 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო და გრძელდება დღესაც. წარმოაჩინონ თავიანთი ნამოქმედარი ამ ომში.

მხოლოდ ამის შემდგომ გახდება შესაძლებელი მათ სანდოობაზე საუბარი.თუ ვინმეს მართლა გააჩნია პრეტენზია ეროვნულობაზე დიდი სიამოვნებით დავიყენებთ გვერდით.

ჩვენთვის მიუღებელია ფაქტობრივ ხელისუფლებაში რაიმე სახით მონაწილეობა, რადგან ჩვენი პარტია სრულიად საქართველოს წმიდა ილია მართლის საზოგადოებასთან ერთად არის პოლიტიკური საფუძველი ლეგიტიმური ხელისუფლებისა. ამდენად ჩვენ ვერ ვიბრძოლებთ დამპყრობელთა კარგი ხელისუფლებისათვის. ჩვენი მიზანია ქართველი ერის ნების გამომხატველი ხელისუფლება, რომლის მოსვლაც შესაძლებელი გახდება ეროვნული თანხმობის პირობებში. თუ ფაქტობრივ ხელისუფლებას ვაიძულებთ თავიანთი უცხოელი „უფროსების" ნებართვის გარეშე, ან თუნდაც ნებართვით დასხდნენ მოლაპარაკებაზე ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან საქართველოს საკეთილდღეოდ. ეს შეიძლება დღეს ფანტასტიკურად ჩანს, მაგრამ, როცა ჩვენ მთელი ერის ძალას შევკრებთ რეალობად იქცევა.

სწორედ ამ მხრივ წარვმართავთ ჩვენს ძალისხმევას და სხვასაც იმავეს მოვუწოდებთ.

ასევე ვეცდებით დავუმტკიცოთ მსოფლიო ხალხთა თანამეგობრობას, რომ ერთიანი იბერიულ-კავკასიური სახლი სასარგებლოა ყველასათვის.

გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს !
გფარავდეთ ღმერთი!

შენიშვნა:
„კავშირის აქტიურ ჩაბმას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში" -- საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში უარყოფითად აფასებს, რამდენადაც ეს ნიშნავს ფაქტობრივ ანტიეროვნულ-გლობალისტურ-კომპრადორულ ძალაუფლებასთან შეგუებას და თანამშრომლობას.



კატეგორია: ინფორმაცია | დაამატა: მოურავი (2009-10-13)
ნანახია: 1649 | კომენტარი: 7 | ტეგები: ჰელსინკის კავშირი | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 7
6 თემური  
0
ისტორიულად,დამპყრობლებისა და მტრების შემოსევების ყველა ეტაპს , იყო ეს შაჰ-აბაის, თემურ ლენგის,მურვან ყრუსა თუ ჯალალედინის , საქართველოში თან ახლდა ტერიტორიების დაკარგვა. ეროვნული ცნობიერებისა და სარწმუნეობის დევნა.ამას ქართველი ხალხი,სამშობლოსა და ქართველი ერის გადასარჩენად,ქვეყანაში ეროვნულ- განმანთავისუფლებელ მოძრაობის დაწყებით პასუხობდა და იმარჯვებდა.ასეა დღესაც. ილიასეულ "მამულს,ენას და სარწმუნეობას" დემოკრატიას ამოფარებული ნიღბით ებრძვიან. ქვეყანაში შექმნილი ვითარება კრიტიკულ ზღვარს გადასცდა. საქართველოსთვის ამ ავბედით ეტაპზე ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის დაწყება ქვეყანას ისე სჭირდება როგორც არასდროს. მის დღევანდელ მიზანს, ეროვნულად მოაზროვნე ძალების გადარჩენა, კონსოლიდაცია და საქართველოს გადარსაჩენად დარაზმვა წარმოადგენს. აი, ამისთვის აღსდგა და ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა. გამოქვეყნდა მისი მანიფესთი და მიღებულ იქნა მემორანდუმი.ანტი ქართულ-ანტიმართმადიდებლურად მართულ ქვეყანაში,შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის მხოლოდ რამოდენიმე გზა იკვეთება: ერთი- საქართველოს გადარჩენისათვის ბრძოლაში დაღვრილი სისხლიანი გზაა, რომლის არჩევითა და ქართველთა სისხლის ხელახალი დაღვრით, ცოდვების დამძიმება დაუშვებელია: მეორე, შემოთავაზებული,ეგრეთწოდებული "დემოკრატიული არჩევნებია".ესეც დღევანდელი ადმინისტ.რესურსების გათვალისწინებით-გამორიცხულია. არსებობს ქვეყნისათვის კატასტროფის აცილების მესამე გზაც--სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენა,მომავალი ხელისუფლების სამართლიანი,ლეგიტიმური გზით არჩევა.რეალური ეროვნული თანხმობის მიღწევა.ამ გზის დაუსაბუთებელი უარყოფა კი, მხოლოდ კვლავ კონფრონტაციის, ქვეყნის გათიშულობის,ტერიტორიული მთლიანობის არამოსურნე ძალებსღა აწყობს! საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა იწყებს კომპანიას ამ საკითხთან დაკავშირებულ მემორანდუმზე ხელმოწერების შეგროვების მიზნით, შ ე მ ო გ ვ ი ე რ თ დ ით! საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის სააკორდინაციო საბჭოს წევრები:თემური დანელია,ნუკრი ბაღდავაძე,ფირუზ დიაკონიზე,ზაზა სიხარულიძე,ბაია ამაშუკელი.

7 ioseb  
0
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!

გთხოვთ მოგვაწოდოთ მემორანდუმის პროექტი.


3 თემური  
0
ჰელსინკის კავშირი -ეროვნული აღორძინების მუშაობს იმ მიმართულებით რომ აღსდგეს კანონიერი ხელისუფლება.დაინიშნოს ერის ნების გამომხატველი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. რითაც გადაიჭრება ქვეყანაში ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი!,სხვა სტრატეგიული ამოცანა ამ ეტაპზე ჩვენ არ გაგვაჩნია! პატ. კავშირის გამგეობის წევრი თემური დანელია

4 ioseb  
0
მივესალმებით თქვენს მამულიშვილურ მისწრაფებას კანონიერებისა და ლეგიტიმურობის აღდგენისათვის! იმედია, რომ ლეგიტიმური მთავრობის და ერთ-ერთი უდიდესი მმართველი პარტიის ჯანსაღი ნაწილის შეთანხმებული საქმიანობა სხვა ორგანიზაციებისთვისაც მისაბაძი გახდება მომავალში.

პატივისცემით,

დევნილი მთავრობის პრეზიდიუმის წარმომადგენელი იოსებ ღუდუშაური

ღმერთი შეგვეწიოს ამ საქმეში.


5 მოურავი  
0
ლეგიტიმურობის აღდგენისათვის ბრძოლას გამუდმებით უნდა ახლდეს არსებული რეჟიმისა და მისი ანტიეროვნული, გლობალისტური, კომპრადორული პოლიტიკის მხილება. აგრეთვე -- მხოლოდ „კარგი“ არჩევნების დანიშვნა ვერაფერს გადაწყვეტს -- თუ მას არ უსწრებს და თანხვდება ეროვნული მოძრაობის აღმავლობა. -- საბოლოო ჯამში მთავარ ამოცანად და პრობლემად რჩება ეროვნული იდეოლოგიისა და ეროვნული მოძრაობის გამოღვიძება და აღმავლობა (ბპგ).

2 ioseb  
0
„...მსურს, აგრეთვე ყველას ვამცნო, რომ ჩვენი მიზანია არის არა თანამდებობის დაბრუნება, არამედ ჩვენს ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის, კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდობის ჯანსაღი ნაწილი კვლავ მხარში ამოგვიდგება საქართველოს ხსნისთვის ბრძოლაში.“

ზვიად გამსახურდია

http://gov.georgia.eu.com/publ/teoria_praqtika/katehizmo/zviad_gamsakhurdia_1993_ts_39_lis_29_tebervlis_mimartva_st_39_udent_39_i_akhalgaz rdobisadmi/5-1-0-15


1 ioseb  
1
მთავრობის თავმჯდომარის ეს შენიშვნა გამომდინარეობს კანონიერების აღდგენის სტრატეგიიდან. იგი ეთანხმება ლეგიტიმური პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოსაზრებებს კანონიერი ხელისუფლების მმართველი ეროვნული ორგანიზაციის მოქმედების პრინციპების შესახებ.

ეს პრინციპებია:

1.დაუშვებელია ფარული თუ აშკარა თანამშრომლობა უკანონო ფაქტობრივ ხელისუფლებასთან.

2. გარკვეული და გაურკვეველი მიზეზებით, კანონიერ ხელისუფლებას ჩამოშორებული წევრები, რომელთაც ცხოვრების მიზნად აირჩიეს მედროვეობა და კოლაბორაციონიზმი, არ არიან ღირსნი ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებში ყოფნისა. „მრგვალი მაგიდის“ ორგანიზაციებმა ეს საკითხი მწვავედ უნდა დააყენონ მიმავალი ყრილობის წინაშე.

3. ვინც, პრეზიდენტის მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, ხუნტის მიერ დანიშნულ ადგილობრივ თუ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ახლაც გააგრძელებს ანტიერევნულ-გლობალისტურ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დანიშნულ ცრუარჩევნებში მონაწილეობას, იგი თავის თავს ეროვნული მოძრაობის გარეთ დააყენებს. ბ-ნი ზვიად გამსახურდია ამის შესახებ წერდა: "უკანონო არჩევნებზე მისვლა და თუნდაც უარყოფითი ხმების მიცემა, იქნება უკანონო ხელისუფლების მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია".


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები