მიმართვა ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეებს (2007, 9 ნოემბერი) - მიმართვები - ოფიციალური მასალა - პუბლიკაციები - საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში
 
 
 

სექციის კატეგორიები

განცხადებები [4]
მიმართვები [1]
დადგენილებები [2]
ბრძანებულებები [1]
ინფორმაცია [9]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 173

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » ოფიციალური მასალა » მიმართვები

მიმართვა ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეებს (2007, 9 ნოემბერი)

ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეებს, ქართველ ხალხს
საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს

მოწოდება-ღია წერილი, 2007 წ. მიწურულისა და 2008 წ. დამდეგის მოვლენებზე

2007 წლის სექტემბერ-ნოემბერში ანტიეროვნული ძალების იმ ნაწილმა, რომელიც ხელისუფლების გარეშე დარჩა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოინდომა რა გავლენის სფეროების გადანაწილება ნაცმოძრაობის შინაგანი და საგარეო პოლიტიკით ქართველი ხალხის მასობრივი უკმაყოფილების ფონზე -- მოაწყო ფართომასშტაბოვანი პროვოკაციები, რომელიც ძალზე მოსალოდნელი და იოლად პროგნოზირებადი სავალალო შედეგით - მასობრივი რეპრესიებით დასრულდა და ხალხისათვის საძულველი ანტიეროვნული რეჟიმის დროებითი განმტკიცება გამოიწვია.

ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება 2007 წლის სექტემბრიდან აფრთხილებდა ქართველ ხალხს არ ჩარეულიყო ანტიეროვნულ ძალებს შორის შინაბრძოლაში. სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა და ისევე როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს სწორედ ლეგიტიმური ხელისუფლეების მომხრეები აღმოჩნდნენ მოვლენათა მთავარი მონაწილენი და სწორედ ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეები დაზარალდნენ ყველაზე მეტად რეპრესიებისაგან.

განვითარებულმა მოვლენებმა ნაცმოძრაობის ხელისუფლებას ჩამოჰხია ფარისევლური დემოკრატიის ნიღაბი და ნათლად გამოჩნდა მისი მხეცური სახე და აფთრული ხასიათი. გამჟღავნდა, რომ ნაცმოძრაობის ხროვას საქართველო ბარაბას გზით მიჰყავს.

ამჟამად მმართველი ანტიეროვნული ხროვა ცდილობს საკუთარი მმართველობის განმტკიცებისა და ლეგიტიმიზაციის მიზნით ჩაატაროს პლებისციტისა და არჩევნების ფარსი, რომლითაც იგი შეეცდება კიდევ უფრო გაახანგრძლივოს ანტიეროვნული ძალების დიქტატურა საქართველოში.

ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეებს შევახსენებთ, რომ საქართველოში გამეფებული უკანონობისა და განუკითხავობის მთავარი და ძირეული წყარო იყო, არის და იქნება სახელმწიფოებრივ დონეზე ლეგიტიმურობის ტოტალური მოსპობა 1991-1993 წლების ანტიეროვნული პუტჩის შეგედად.

ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეებს შევახსენებთ, რომ არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას და რომ ნებისმიერი სხვა არჩევნები იქნება უკანონო და არალეგიტიმური -- ამდენად, ვერ გადაწყვეტს ვერც ერთ პრობლემას რომელიც საქართველოს წინაშე დგას.

კვლავ, ისევე როგორც 2007 წლის სექტემბერში, მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, ზვიად გამსახურდიას ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების მომხრეებს თავი შეიკავონ ნებისმიერი პირის, ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდაჭერისაგან, რომელსაც/რომელიც:

ა) მონაწილეობა აქვს მიღებული 1991-1993 წლებში ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში
ბ) აქტიურად, ღიად და ცალსახად არ უჭერდა 1991-1993 წლებში მხარს ლეგიტიმურ, ეროვნულ ხელისუფლებას; ლეგიტიმურობის შენარჩუნებას
გ) ამჟამად - ცალსახად არ აღიარებს ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების განდევნის კრიმინალურ, ანტისახელმწიფოებრივ, მოღალატურ ხასიათს
დ) ამჟამად - პრინციპულად და დაჟინებით არ მოითხოვს ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების განდევნაში მონაწილე კერძო პირებისა და ორგანიზაციების სასამართლო დევნას

ქართველ ხალხს, ეროვნული ხელისუფლების მომხრეებს მოგიწოდებთ:

მეგობრებო!

  • მოითხოვეთ პირობების შექმნა ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების საქმიანობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენისათვის!
  • ნუ წამოეგებით ანტიეროვნული ძალების ახალ ფანდებსა და ხრიკებზე!

ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების
პრემიერ მინისტრი
ბესარიონ გუგუშვილი

2007, 9 ნოემბერი

კატეგორია: მიმართვები | დაამატა: მოურავი (2009-08-10)
ნანახია: 707 | ტეგები: ლეგიტიმური ხელისუფლება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2016
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები